ბალთა (თიღვის მუნიციპალიტეტი)
ბალთა — სოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ბზისხევი, გვირგვინა, ლაშებალთა, ლოპანი, მეტეხი, სერიბალთა, ფათქინეთი, ქალეთი, წნელისი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე დასავლეთ ფრონის ნაპირზე. ზღვის დონიდან 830 მეტრი, ყორნისიდან 9 კილომეტრი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 171.