გვალდის ქედი
ქედი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში
გვალდის ქედი — ქედი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში.[1] წარმოადგენს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებას. იწყება მწვერვალ სვეტღართან, მიემართება ჯერ სამხრეთ-დასავლეთით, მერე გრძელდება სამხრეთით, შემდეგ — სამხრეთ-აღმოსავლეთით. მთავრდება მდინარეების მულხრისა და მესტიაჭალის შესართავთან. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, სამხრეთი ნაწილი — თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ქედის უმაღლესი წერტილია მწვერვალი სვეტღარი (4118 მ). სხვა მწვერვალებიდან აღსანიშნავია ასმაში (4057 მ), თოთი (4000 მ), ბანგურიანი (3837 მ), კომკავშირელი (3690 მ). დამახასიათებელია გლაციალური რელიეფი და თანამედროვე მყინვარები. გვალდის ქედი უტყეოა, განვითარებულია სუბალპური, ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.[2]
გვალდის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 43°08′ ჩ. გ. 42°50′ ა. გ. / 43.133° ჩ. გ. 42.833° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | სვეტღარი |
სიმაღლე | 4118 მ |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი, თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 44.
- ↑ დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 603.