ბანგურიანი
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
ბანგურიანი — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების მესტიაჭალისა და მულხრის წყალგამყოფ გვალდის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3837 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, იშვიათად კირქვებით. ხასიათდება თანამედროვე გამყინვარებით, რელიეფის გლაციალური ფორმებით. კალთებზე სუბალპური და ალპური მდელოებია.[2]
ბანგურიანი | |
---|---|
ბანგურიანის ხედი მესტიიდან | |
კოორდინატები: 43°06′01″ ჩ. გ. 42°48′31″ ა. გ. / 43.10028° ჩ. გ. 42.80861° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3837 მ |
ქედი | გვალდის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა, იშვიათად კირქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 31.
- ↑ უთმელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 348.