კომკავშირელი
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
კომკავშირელი — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის განშტოებაზე, მდინარეების მესტიაჭალისა და ტვიბერის (ენგურის სისტემა) წყალგამყოფ გვალდის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3690 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ხასიათდება თანამედროვე გამყინვარებით. კალთებზე სუბალპური და ალპური მდელოებია.
კომკავშირელი | |
---|---|
კოორდინატები: 43°05′30″ ჩ. გ. 42°49′35″ ა. გ. / 43.09167° ჩ. გ. 42.82639° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3690 მ |
ქედი | გვალდის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 607.