სვეტღარი
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
სვეტღარი — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განტოტების — გვალდის ქედზე, მდინარეების ტვიბერისა და მესტიაჭალის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4118 მეტრი. სვეტღარი აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. მწვერვალი ციცაბოა, შიშველ-კლდოვანი, ძირში მყინვარია.
სვეტღარი | |
---|---|
კოორდინატები: 43°08′03″ ჩ. გ. 42°49′20″ ა. გ. / 43.13417° ჩ. გ. 42.82222° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4118 მ |
ქედი | გვალდის ქედი |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაბიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 316.