გელა დუმბაძე (დ. 13 ივნისი, 1965, თბილისი, საქართველო) — ქართველი დიპლომატი. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში 2017 წლის 15 ივნისიდან. სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში 2014-2016 წლებში.

გელა დუმბაძე
გელა დუმბაძე
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა15 ივნისი, 2017
წინამორბედიმიხეილ უკლება

პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიკონსტანტინე სურგულაძე
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული13 ივნისი, 1965
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს დიპლომატიური აკადემია

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1965 წლის 13 ივნისს თბილისში. სწავლობდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში, 1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი (წარჩინების დიპლომით), 1999-2001 წლებში სწავლობდა საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაში.

1987-1989 წლებში იყო ძეგლთა დაცვის ახალგაზრდული გაერთიანების დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. 1989 წელს დააარსა საბავშვო ესთეტიკურ-საგანმანათლებლო სასწავლებელი იყო მისი დირექტორი დაარსებიდან 1996 წლამდე.

1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, პირველ მდივნად, ხოლო 1999-2000 წლებში პრესცენტრის ხელმძღვანელი იყო. 2000-2001 წლებში გადაიყვანეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საგარეო პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.

2001-2005 წლებში აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს მრჩეველი იყო. 2005-2007 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, ხოლო 2007-2009 წლებში — რუსეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველი. 2009-2013 წლებში უკრაინაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი. 2013-2014 წლებში ასრულებდა ელჩის მოვალეობას უზბეკეთსა და ტაჯიკეთში.

2014 წლის 2 ივნისიდან 22 ივლისამდე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2014 წლის 26 ივლისიდან დაინიშნა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად. 2014-2016 წლებში თავმჯდომარეობდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის კომისიას. 2016 წლის 23 სექტემბერს მის მიერ ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსათვის დაბრუნების აქტს. 2016 წელს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაში შეტანილი წვლილისა და უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისათვის სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისთვისთვის დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.[1]

2017 წლის 15 ივნისიდან არის უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.[2]

ავტორი ნოველების კრებულებისა: „ყვითელი ტროლეიბუსი“, „მე მორბენალი“ და „მიყვარს ვაშლი“.

ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
კონსტანტინე სურგულაძე
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
20142016
შემდეგი:
თანამდებობა გაუქმდა
წინამორბედი:
მიხეილ უკლება
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში
2017
შემდეგი: