გაღმა პირველი ხორგა
სოფელი საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტში
გაღმა პირველი ხორგა — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის თემში (სოფლები: ახალსოფელი, გაღმა პირველი ხორგა).[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ხობისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 10 მეტრზე. ხობიდან დაშორებულია 28 კილომეტრით. სენაკიდან 19 კმ-ით.
სოფელი | |
---|---|
გაღმა პირველი ხორგა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხობის მუნიციპალიტეტი |
თემი | ახალსოფელი |
კოორდინატები | 42°16′10″ ჩ. გ. 41°51′37″ ა. გ. / 42.26944° ჩ. გ. 41.86028° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 10 მ |
მოსახლეობა | 727[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 727 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 974 | 466 | 508 |
2014[1] | 727 | 367 | 360 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 21.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II