განხილვა:საქართველოს მმართველთა სია

ბოლო კომენტარი: 10 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო თემაში ინფოდაფა

ამ სტატიაში ყველა თარგს თუ ჩავკეცავთ, უფრო ლამაზი არ გამოვა? ჰა ნიკა:) –ბრუტ () 09:58, 19 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი

კი უკეთესი იქნება, იქნებ შენ გააკეთო ეგ.--ნიკა 10:14, 19 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი

ოკეი –ბრუტ () 10:15, 19 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი
გაკეთდა –ბრუტ () 10:47, 19 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი

კახეთის პირველ ქორეპისკოპოსად რომელი ჯუანშერია აქ ნაგულისხმევი? მე ასე ვიცი, რომ გრიგოლი იყო პირველი.--Zolokin განხილვაწვლილი 08:38, 24 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

ახალი ცვლილებები რედაქტირება

ეს სექციები (სიები) ახალი ჩასწორებულია უახლესი ლიტერატურის საფუძველზე:

  • იბერიის მეფეები
  • ეგრისის (ლაზიკის) მეფეები
  • ქართლის ერისმთავრები
  • კახეთის ქორეპისკოპოსები
  • ჰერეთის ("რანთა") მეფეები (893 წლამდე მთავრები)
  • ჰერეთ–კახეთის ("რანთა და კახთა") მეფეები
  • ტაშირ–ძორაგეტის მეფეები
  • აფხაზეთის ერისთავები და მეფეები[5]
  • ბაგრატიონთა სახლი
  • ტაო კლარჯეთის მმართველები
  • გაერთიანებული საქართველოს მეფეები
  • ქართლის , კახეთის , იმერეთის მეფეები და სამცხე-საათაბაგოს მმართველები
  • ქართლის მმართველები (მეფეები და გურჯისტანის ვალები)
  • კახეთის მმართველები (მეფეები და გურჯისტანის ვალები)
  • იმერეთის მეფეები (1259 - 1810 წლებში)

მათში ცვლილებების შეტანამდე, გთხოვთ განხილვაზე გამოიტანოთ საკითხი. --Zolokin განხილვაწვლილი 20:54, 15 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

დიაოხის მეფეებს რატომ არ უთითებთ? ჯორჯაძე 23:12, 11 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
შეზღუდული არ ხართ, ასე რომ შეგიძლიათ თავად ითავოთ ეგ საქმე. – BruTe () 20:19, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

სექციაში "კოლხეთის მეფეები" რომ ჩავამატოთ ზედმეტი ხომ არ იქნებოდა?--ლაბაძე93 განხილვაწვლილი 20:14, 28 ივნისი 2013 (UTC)პასუხი

წერილი ფბ გვერდზე რედაქტირება

ჩვენს ფეისბუკ გვერდზე შემოვიდა შემდეგი სახის წერილი: ვიკიპედიაზე საქართველოს გაერთიანებული მეფეები რომ ვნახე გავგიჟდი, არასწორი თარიღებია მითითებული მაგალითად ბაგრატ მე-3მეზე თუ არ ვცედბი ეწერა 1008 გამეფების წელი და მერე მე შევასწორე 975-ით, იქნებ მიაქციოთ "გაერთიანებული საქართველოს მეფეები" ამ სტატიას მიაქციოთ ყურადღება? დიდი მადლობა ყურადღებისათვის.Mikheil მიწერა 13:06, 11 თებერვალი 2015 (UTC)პასუხი

ამ სტატიას სერიოზული მიხედვა სჭირდება სპეციალისტისგან. ძვ. წ. 500 – 300 წლებში მეფეები საერთოდ არ წერია. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 14:14, 26 თებერვალი 2015 (UTC)პასუხი

სია გადასახედია ნამდვილადაა, მაგრამ ბაგრატ III გაერთიანებული საქართველოს მეფე სწორედ რომ 1008 წელს გახდა; ასე რომ, წერილის ავტორის "გაგიჟება" გადაჭარბებულია. --Kober განხილვაწვლილი 15:31, 26 თებერვალი 2015 (UTC)პასუხი

ბიბლიური მმართველები რედაქტირება

@Lasha-george: რა შუაშია ნოე და მისი შვილები? გიო ოქრო 15:00, 4 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი

@გიო ოქრო: იქნებ, აჯობებს ცალკე სექციაში იქნას გადატანილი, სადაც წარმოშობა იქნება. თუკი მაინცდამაინც იმაზეა საუბარი, რომ ვიღაცისგან წარმოიშვა ვიღაც. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სტატია ამჟამად ორიგინალურ კვლევას ჰგავს. იხ. ვიკიპედია:ორიგინალური კვლევის დაუშვებლობა. რაღაც მხრივ მაინც. --Abandoner განხილვაწვლილი 15:04, 4 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი

საერთოდ, იმ სახით, რაც ახლა აქვს ამ სტატიას, ძალიან ცუდია. ამ სტატიის დამოწმება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. გარდა ყველაფრისა, შიდა ბმულებია არასწორად შექმნილი (http-ებით). და საერთოდ, სერიოზული დომხალია. --Abandoner განხილვაწვლილი 15:12, 4 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი

მომხმარებელი ყოველგვარი დასაბუთების და წყაროს გარეშე ცვლის სახელებს და ა.შ. ამიტომ ჩემი აზრით ეს ცვლილებები გასაუქმებელია. გიო ოქრო 15:13, 4 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი

@გიო ოქრო: ეგ ცვლილებები ჯერ გაზაფხულის დროინდელია, კაი ხანია, ეს ხდება. გარდა ამისა, ზედმეტად დიდი ციტატებიც მოჰყავს. ამასთან - დახმარება სჭირდება, ზოგიერთი სვეტი ზედმეტია და ცარიელია და თავად ამჯობინებს ექსპერიმენტებს.--Abandoner განხილვაწვლილი 15:20, 4 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი

ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ გასაუქმებელია. ხოლო თვითონ სტატია ავტორიტეტულ წყაროებზე დაყრდნობითაა შესაცვლელი. გიო ოქრო 15:22, 4 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი

@გიო ოქრო: წყაროები მოყვანილი აქვს. ვახუშტი თუ არ არის ავტორიტეტული, აბა რომელი არის? მაგრამ უნდა გადაწყვიტოს საზოგადოებამ, რა ვუყოთ. საკმაოდ მნიშვნელოვანი სტატიაა და რთულია ასე ადგე და გააუქმო. უფრო სწორად, ტექნიკურად არაა რთული, მაგრამ შენ რა გინდა, რომელ ვერსიაზე დაბრუნდეს? (p.s. აჰა, შეტყობინება გაეგზავნა, რომ განხილვაში ახსენეს და არც აქ გვცემს პასუხს). --Abandoner განხილვაწვლილი 15:34, 4 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი

სანდო წყაროს ვგულისხმობ იმას, რომ მაგ აკა გადადის აკუზე, მახარი მიქარესზე და ა.შ. რომელია სწორი ვერ გავიგე. გიო ოქრო 15:40, 4 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი

მოგესალმებით ჯერ-ჯერობით დაბლოკილი, პატივისცემით @Lasha-george: კოლხეთის პირველი დინასტიის მეფე - აკუ II (აკა/აკესი) და კოლხეთის მეფისნაცვალი მახარ პონტოელი (მაქარესი) ერთიდაიგივეა აკა = აკუ II-ს და მაქარესი = მახარ პონტოელს, ხოლო მოყვანილი ცნობები დამოწმებულია შესაბამისი მითითებული წყაროებით, ხოლო რაც შეეხება ბიბლიურ მმართველებს, ისინი მართავდნენ ფაქტიურად ივერიას (საქართველო) წარღვნის შემდეგ. ეს და ყველა ცნობა ვახუშტიდანაა, ერთი ისტორიკოსიდან და არა რამდენიმესგან. ასე მაგალითად, არშაკ III რომ უწერია თეიმურაზს თავის ვერსიაში ვახუშტი საერთოდ არ იხსენიებს ამ მეფეს, ან გურგენი, რომელიც მე-6 საუკუნეში მეფობდა... ასე რომ მარიამ დედოფლისეული ვერსიის განახლებული ვარსიაა ვახუშტის "საქართველოს ისტორია" და მსგავსი სანდო და სრულყოფილი წყარო იბერიის სამეფოს დასრულებამდე და შემდეგ ბაგრატ III-მდე არ არსებობს. ბაგრატ III-ის შემდეგ კი მოყვანილია ბაგრატიონთა სამეფო სახლის მიერ დამოწმებული ვერსია. და კიდევ, მთავრებად ვახუშტის მოხსენიებული ჰყავს იოანე (და არა იოვანე) და ჯვანშერ (და არა ჯუანშერ). ესენი ტიტულით იყვნენ მთავრები და არა ერისმთავრები. უნდა მოხდეს თარგში შესწორება ნაცვლად - (ერისმთავრისა) (მთავარი). კიდევ, ჯუანშერ I (თუ კი არსებობს ასეთი) მეფეთა სიაში არ არის და თუ არსებობდა, მეფე ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. მთავარი ჯვანშერი (და არა ჯუანშერი) მეფეთა სიაში მხოლოდ თქვენს მიერ მითითებული ჯუანშერ II-ა, რომელიც ჯვანშერით უნდა შესწორდეს, რადგან მთავარი ჯვანშერი (თქვენებურად ჯუანშერ II) მეფეთა სიაში ერთია (ასე იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი), ამიტომ მხოლოდ ჯვანშერი უნდა დაიწეროს ჯუანშერ II-ის ნაცვლად.

ჯერ ეს ერთი იმ სახელით ვწერთ რაც ავტორიტეტულ წყაროებშია მოხსენიებული და არა ისტორიოგრაფიის ენაზე. (მაგალითად: ჯაბღუს/ჯიბღუს ჯუანშერის მიხედით ჯიბღა ჰქვია, იგივეა აკა/აკუ და სხვ.), ხოლო მეორე: ვიკიპედიაში „ჩვენეული“ ვერსიები არ არსებობს, ეს დაიმახსოვრე. გიო ოქრო 12:23, 23 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

გიორგი ოქრო დავიმახსოვრე, მაგრამ დამეთანხმები ავტორიტეტულია ვახუშტი და რამდენიმე წყაროთი ერთდროულად სარგებლობა არაა საჭიროა! მაგალითად იბერიის სამეფო-ში პროკოფი კესარიელი-ს მეფეთა სიას არცერთი ავტორიტეტული ქართველი ისტორიკოსი არ ეთანხმება. და ისევ, ცნობილია რომ ჯუანშერი, უფრო სწორად ჯვანშერი 718 - 787 წლებში მოღვაწე მთავრის სახელია, რომელიც ვახუშტის მეფეთა სიაში მხოლოდ ერთია! ეს ხომ ნათელია?

ვახუშტი რამდენიმე საუკუნის წინანდელი ისტორიკოსია, ამიტომ სახელები ახალ წყაროებში შეიცვალა, ხოლო ცნობები არა. ამ შემთხვევაში ახალ წყაროებს ვენდობით. გიო ოქრო 14:27, 23 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

გიორგი ოქრო ვერ დაგეთანხმები, რადგან ყველა ისტორიკოსი თავისი ვერსიითაა ცნობილი და სახელგანთქმული. კირილ თუმანოვი უფრო ახალია, მაგრამ არაა მისი ვერსიები გაზიარებული. ვახუშტის მერე რომ გადაასხვანაირეს სწორედ ამაშია პრობლემა. ასევე პავლე ინგოროყვა სულ სხვანაირი და არასრულყოფილი, ვარაუდებზე დაყრდნობილი ვერსიაა. მოკლედ რომ ვთქვათ, ისტორიკოსების უმრავლესობა მეფეთა ვერსიებითაა ცნობილი. ახალი როგორ იქნება სრულყოფილი ძველსა და უტყუარზე? თეიმურაზი მოგვიანებით იყო, მაგრამ მას იბერიის მეფეებიც კი არა აქვს სრულყოფილად ქრონოლირებული. რომელიღაც იბერიის მეფეზე წყდება ქრონოლოგია. არც როინ მეტრეველის და მარიკა ლორთქიფანიძის "საქართველოს მეფეები" გამოირჩევა დამაჯერებლობით.

ქსე-ზე და საქართველოს ისტორიის ოთხტომეულზე სანდო ახლა არაფერი მეგულება. გიო ოქრო 14:53, 23 იანვარი 2018 (UTC)პასუხი
მარიკა ლორთქიფანიძისა და როინ მეტრეველის კომპეტენტურობაზე საუბარი უაზროდ მიმაჩნია. გიო ოქრო 14:57, 23 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

გიორგი ოქრო ქსე და საქართველოს ისტორიის ოთხტომეული ვახუშტის ვერსიებზეა დაფუძნებული, რომელიც თავის მხრივ ქართველთა მეფეთაზეა დაყრდნობით.

რაც არ უნდა იყოს ვახუშტის შემდეგ ქართული ენა შეიცვალა და ჯუანშერი არანაირად არ არის ჯვანშერი (მაგალითისთვის). გიო ოქრო 13:14, 25 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

საქართელოს მმართელთა სია რედაქტირება

ამჟამად შესწორებული ვერსია განახლებულია და დაფუძნებულია შემდეგ წყაროებზე:

აღნიშნულ წყაროს შემდგენლები არიან: საქართველოს სამეფო სახლის კანცლერი - კახა ქორიძე, ქართული გენეალოგიური საზოგადოების პრეზიდენტი - იური ჩიქოვანი და "ბაგრატიონთა სახლის" ისტორიკოსი - იოსებ ბიჭიკაშვილი.

ასევე იხილეთ, საქართველოს მმართველთა სიის სქოლიოში:

საქართველოს მმართველთა სია რედაქტირება

ბატონო ადმინისტრატორო, ეს საბოლოო ვერსიაა, შესაბამისი სანდო წყაროებით დადასტურებული.212.72.158.122 14:59, 16 მაისი 2018 (UTC)პასუხი

ამოსაშლელია რედაქტირება

საქართველოს მმართველთა სია#ერთიანი საქართველოს მეფეები — სექციის ცხრილში არსებული ტექსტები ამოსაშლელია. თუ არავინაა წინააღმდეგი ამოვშლი. გიო ოქრო 08:16, 5 ივნისი 2018 (UTC)პასუხი

შესწორებული რედაქტირება

საქართველოს მმართველთა სია შესწორებულია (უბრალოდ დასახვეწია ცხრილების პროპორციების მხრივ). ბატონ ადმინისტრატორებს ვთხოვ გაითვალისწინონ, რომ წარღნის შემდგომი პერიოდიდან ბაგრატ III-ემდე ქრონოლოგიური წყარო ვახუშტისეულია. ბაგრატ III-იდან საქართველოს რუსეთის იმპერიის ანექსიამდე ქრონოლოგიური თანმიმდევრობა ბაგრატიონთა სამეფო სახლის ისტორიკოსთა დოკუმენტაციითაა დადასტურებული. არსებობს ასევე წყარო რუსეთის იმპერიის მიერ დანიშნულ კავკასიის თუ საქართველოს მთავარმართებლების შესახებ. უბრალოდ გაკვირვებას იწვევს თუ რატომ ხდება რედაქტირების გაუქმება. მხოლოდ იმიტომ, რომ ცხრილები არაპროპორციულია? 62.212.37.186 12:54, 16 ივლისი 2018 (UTC)პასუხი

მითიური მმართველები რედაქტირება

გამაგებინეთ რატომ უნდა ეწეროს საქართველოს მმართველებში ეთნარქები და მსგავსი ნახევრად მითიური პერსონაჟები? ჩემი აზრით ეგ ნაწილი საერთოდ წასაშლელია--დათო1010 05:14, 20 აგვისტო 2018 (UTC)პასუხი

მეც მაინტერესებს. გადავხედე თავდაპირველ სტატიას და ის 2009 წელს დაწერილი მისაღებია.--ცანგალა 05:19, 20 აგვისტო 2018 (UTC)პასუხი

საქართელოს მმართველთა სია რედაქტირება

ეს მასალა გადამოწმებულია დასაბამიდან ვახუშტის წყაროებზე დაყრდნობით ნოედან ბაგრატ III-მდე (ქართველთა ეთნარქები იმიტომაა ჩაწერილი, რომ ეთნარქები წარმოადგენდნენ მაშინდელი ამიერკაკასიის უხუცესებს, ფაქტიურ მმართველებს). ბაგრატ III-დან რუსეთის ოკუპაციამდე მასალა საქართველოს სამეფო სახლის საქართველოს სამეფო სახლის დოკუმენტი №3, საქართველოს სამეფო სახლის დოკუმენტი №4 ისტორიკოსთა მასალაზე დაყრდნობითაა შესრულებული. რუსეთის ოკუპაციიდან დღემდე კი Справочник по истории Коммунистической партии и Советского Союза 1898 - 1991-ნაა შესრულებული. სტატია საქართველოს მმართველთა სია გავლილი მაქვს მეჰმენთან და შემოწმების მოლოდინშია, უბრალოდ კომპეტენტური პირის მიერ თუ გაკეთდება ცხრილების ზომების კორექტირება უფრო ლამაზი გამოჩნდება. მითიური მმართველები ქაოსიდან ჰელიოსამდე კოლხეთის სამეფოს გვერდზეა გადატანილი მეჰმენის მოთხოვნით. გულწრფელად გარწმუნებთ, აღნიშნული სტატია სრულყოფილი მასალაა, აქამდე არსებული მასალებისგან განსხვავებით. პატივისცემით: ლაშა თანდილაშვილი-გოგოლაური 07:00, 21 აგვისტო 2018 (UTC)

საქართელოს მმართველთა სია რედაქტირება

ვაგრძელებ საქართველოს მმართველთა სიის რედაქტირებას და მისი დახვეწის მიზნით მოგახსენებთ, რომ საქართველოს მმართველები ვახუშტის საქართველოს ისტორიული დასაბამიდან ბაგრატ III–ის ჩათვლით უნდა დაიწეროს და ვიტყვი თუ რატომ. უკვე მოგახსნეთ, რომ ბაგრატ III-დან რუსეთის იმპერიის ოკუპაციამდე მასალა საქართველოს სამეფო სახლის (საქართველოს სამეფო სახლის დოკუმენტი №3, №4) ისტორიკოსთა მასალაზე დაყრდნობითაა. რუსეთის ოკუპაციიდან დღემდე კი Справочник по истории Коммунистической партии и Советского Союза 1898 - 1991-ნაა შესრულებული.

თუ რატომაა მასალები საქართველოს სამეფო სახლის ისტორიკოსთა მასალებზე დაყრდნობით ამის მიზეზი შემდეგში მდგომარეობს, ვახუშტის მეფეთა სია, რომელიც ბაგრატ III-დან ქრონოლირდება, არ არის გაზიარებული მისი შემდგომდროინდელი ისტორიკოსების მიერ, განსხვავებით, ბაგრატ III–მდე პერიოდის მმართველებისა. მაგალითად, დავით IV აღმაშენებლის გამეფება მითითებულია 1084–1125 წლებში, თამარის დაბადების თარიღია 1156, გამეფების, 1174, გარდაცვალების კი 1201 წელი. თანამედროვე ისტორიკოსთა მიერ გაზიარებულია საერთაშორისოდ აღიარებული ბრიტანიკას" ისტორიული წყარო. სწორედ აღნიშნული წყაროს გაზიარება უნდა მოხდეს ქართული ვიკიპედიის გვერდზე, საქართველოს მმართველთა სია, კერძოდ, ინგლისური ვიკიპედიიდან მოვახდენ თარგმნას, გაერთიანებული საქართველოს მეფის, ბაგრატ III-დან რუსეთის იმპერიის ოკუპაციამდე. მანამდელი მასალა – კოლხეთის და დიაოხის მეფეებიდან დაწყებული ქართველთა სამეფოთი დამთავრებული და რუსეთის ოკუპაციის მთავარმართებლებიდან საქართველოს პრეზიდენტებით დამთავრებული დარჩება უცვლელი. პატივისცემით:--Lasha-george განხილვაწვლილი 18:31, 13 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი

საქართელოს მმართველთა სია რედაქტირება

ვფიქრობ მითოლოგიური ნაწილი ამოსაღებია და ცალკე სტატიის სახით არი გადასატანი Georgiano განხილვაწვლილი 13:47, 24 მარტი 2020 (UTC)პასუხი

Georgiano, მუშავდება ახალი, განახლებული ტექსტი საქართველოს მმართველებისა, რომელშიც ამოღებულია და შესაბამის სტატიებში (კოლხეთი, აია და სხვ.) გადატანილია სტატიის მითოლოგიური ნაწილი.--გოგოლაური განხილვაწვლილი 17:41, 16 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

სხვადასხვა ხარისხის მქონე მმართველის ინფოდაფების გაფორმების პროექტი რედაქტირება

მოგესალმებით! ეს გვერდი უახლოეს ხანში დაკორექტირდება უახლესი, გაუმჯობესებული ვერსიით. აქ მოყვანილი ვერსიები კი გადანაწილდება სხვადასხვა გვერდზე და არ დაიკარგება. აქ მოცემული მმართველების ინფოდაფების გაფორმება კი სასურველია დაკონკრეტდეს, კერძოდ, მონარქიის ინფოდაფაში უნდა ერთიანდებოდეს პოსტ-ფეოდალური საქართველოს არა მხოლოდ მეფე (მხოლოდ მეფეს არ გულისხმობს მონარქიული ქვეყანა), არამედ მთავარი, ერისმთავარი, ერისთავი, ასევე დე-ფაქტო მონარქები, ისეთები, რომელთაც დაკარგული ჰქონდათ ან აქვთ სამეფო პრივილეგიები (რუსეთის იმპერიის დროს და დღეს), მაგრამ რატომღაც მეფეები მმართველის ინფოდაფებითაა გაფორმებული. მმართველი, რუს. Наместник — историческая должность (чин, звание) в России, Великом княжестве Литовском и других странах, руководитель крупной административно-территориальной единицы, სულ სხვა მნიშნელობისაა, ნიშნავს დანიშნულს, მაგრამ ქართული ინტერპრეტაციით ერთი სიტყვით, ნიშნავს მმართველს. ანუ მმართველის ინფოდაფით უნდა გაფორმდეს 1801 წლიდან 1918 წლამდე მმართველთა ინფოდაფები, რომლებიც რუსეთის იმპერიის მიერ დანიშნულნი იყვნენ, შესაძლებელია მათ კატეგორიაში გავიდნენ რომის იმპერიის მიერ დანიშნული სატრაპები თუ მას მეფის ტიტული არ ჰქონდა. 1918 წლიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის შექმნამდე ლიდერის ინფოდაფებით (საქართველოს ლიდერთა სია) უნდა გაფორმდეს, ლიდერებია ასევე საქართველოს სამხედრო საბჭოს თავმჯდომარეები ჯ. იოსელიანი და თ. კიტოვანი, ხოლო პრეზიდენტის ინფოდაფა კი გვექვს. აღნიშნული იდეის სტანდარტიზაცია მე ვფიქრობ საჭიროა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:06, 26 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

მადლობა რედაქტირება

ამ გვერდის შემქმნელს დიდი მადლობა მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური ინფორმაციის ერთად თავმოყრისთვის. ღმერთმა უკურთხოს მარჯვენა კიდევ უკეთესი გვერდების შესაქმნელად. რაც კარგია, მართლა კარგია. წარმატებები. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 16:38, 14 ნოემბერი 2020 (UTC)პასუხი

ინფოდაფა რედაქტირება

შესავალში რამდენად მართებულია მეფეების ინფოდაფა? (რადგან სტატია მხოლოდ მეფეებს არ ეხება). გიო ოქრო 20:26, 4 ივნისი 2023 (UTC)პასუხი

გვერდ „საქართველოს მმართველთა სია“-ზე დაბრუნება.