განხილვა:ვახტანგ I გორგასალი

ბოლო კომენტარი: 2 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა 178.134.250.244 თემაში შენიშვნები

შენიშვნები

რედაქტირება

ეს ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და ძალზე მწირია, არ წერია მისი ჩრდილოეთ კავკასიაში ლაშქრობა, რომ მას იალბუზის გმირი შეარქვეს, არ წერია იქ ორი გოლიათი, ერთი ხაზარი, მეორე ოსი, რომ ერთი-ერთზე ბროძოლაში დაამარცხა, არ წერია მისი ინდოეთში ლაშქრობის დროს როგორ გამოიჩინა თავი.

ასეთი მწირი ინფორმაცია რაც თქვენ მოგვაწოდეთ არის შეურაწყოფა უდესი წმინდა ხელმწიფის ვახტანგ გორგასლის.

"გორგასალი" ნიშნავს ერიდეთ მგლისთავას და იგი იყო ფარნავაზიანთა დინასტიის წარმომადგენელი და არა სასანიანები. თქვენი ცნობისთვის ფარნავაზიანთა დინასტია დაიწყო ფარნავაზ I-ით და დამთვრდა დაახლოებით VI საუკუნეში, ვახტანგ გორგასალის შვილიშვილის დროს, როდესაც იგი ბიზანტაში გადაიხვეწა.--Giorgy განხილვაწვლილი 18:52, 15 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

მართალია 178.134.250.244 13:23, 7 ნოემბერი 2022 (UTC)პასუხი

Giorgy მართალია ერთ რამეში, რომ სტატია არის სქემატური და, მართლაც, ამ მეფეზე შეიძლება დაიწეროს კარგი, სრულყოფილი სტატია – წყაროები ამის საშუალებას იძლევიან. რაც შეეხება ვახტანგ გორგასლის დინასტიურ კუთვნილებას: ვახტანგ გორგასლის შესახებ ძირითადი წყარო არის "ქართლის ცხოვრება", მისი შემადგენელი წიგნი – "ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა", რომელიც, ტრადიციისამებრ, ჯუანშერს მიეწერება. მასში ვახტანგი იწოდება ხუასროიანთა დინასტიის წარმომადგენლად (ამ თხზულების თანახმად მისი სრული სახელი იყო – ვარანგ–ხუასრო–თანგ; ქართლის ცხოვრება, ტ. 1, გვ. 143, 158). ხუასროიანთა (ვარიანტები ხვასროიანთა, ხოსროიანთა) დინასტია ეწოდებოდა სწორედ სასანიდებს. ქართლის ცხოვრების ცნობით, პირველი ხოსროიანი ქართლის მეფე იყო მირიანი, პირველი ქრისტიანი მეფე, რომლის პირდაპირი შთამომავალიცაა ვახტანგ გორგასალი. მეცნიერებაში არის კამათი, იმის შესახებ, მართლაც სასანიანთა განაყოფი იყო ხოსროიანთა ქართული დინასტია თუ არა, მაგრამ, სტატიაში, ობიექტურობის გულისთვის, უნდა აღინიშნოს ამ ტრადიციის არსებობის შესახებ. ასევე, კარგი იქნებოდა, თუ მოკლედ მაინც (წყაროების მითითებით) აღინიშნებოდა ამა თუ იმ მეცნიერის მოსაზრება ვახტანგის (და შესაბამისად მირიანის) დინასტიური კუთვნილების შესახებ. სტატია უნდა იყოს დაფუძნებული მკაცრად მეცნიერულ კვლევებზე (ფოლკლორი შესაძლოა შევიტანოთ ქვეთავში). ასეთ შემთხვევაში, მკითხველს საშუალებას მივცემთ, რომ სტატიიდან მიიღოს მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია და გამოიტანოს საკუთარი დასკვნაც. --Zolokin განხილვაწვლილი 22:40, 15 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

Zolokin მართალია ქართლის ცხოვრებაში წერია ხოსროიანებზე, მაგრამ მე არსად არ შევხვედრივარ ისეთ ინფორმაციას სადან ეწერებოდა, რომ ფარნავაზის შთამომავლები რომელიმე სხვა დინასტიას ჩამოეგდო და თავისი შთამომავლები გაემეფებინა "ჰერკანიის" (იბერიის) სამეფოში. --Giorgy განხილვაწვლილი 08:21, 16 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

გადატანა

რედაქტირება

გადავიტანოთ: ვახტანგ I გორგასალიTaro განხილვაწვლილი 13:03, 7 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გადავიტანოთ შემდეგ მისამართზე ვახტანგ I (გორგასალი) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 13:25, 21 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

მე კი ვფიქრობ, რომ ამ სტატიის სათაური უნდა იყოს ვახტანგ გორგასალი. --მიხეილ მიწერა 10:12, 13 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
ვახტანგ I გორგასალი ან ვახტანგ გორგასალი, მემგონი უფრო პირველი--GagaVaa განხილვაწვლილი 18:20, 26 მარტი 2013 (UTC)პასუხი

მეც ვახტანგ I გორგასალი მგონია უკეთესი. --ჯაბა ლაბაძე 18:25, 26 მარტი 2013 (UTC)პასუხი

მეც ვახტანგ I გორგასალი მგონია, უნდა იყოს (მსგავსად სხვა მეფეებისა).— G.G. 06:08, 27 მარტი 2013 (UTC)პასუხი

თბილისის დაარსება

რედაქტირება

თბილისის დაარსების შესახებ არ უნდა ეწეროს ორი სიტყვით მაინც რამე? ლეგენდა მაინც :) --Dv0rsky განხილვაწვლილი 09:54, 13 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

შეგიძლიათ დაამატოთ :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:30, 13 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

რატომ მოხდა ამ სტატიის ამ სათაურზე გადატანა? განხილვა სხვას გვეუბნება. --JABA 1977 20:52, 11 მარტი 2014 (UTC)პასუხი

ვახტანგ I გორგასალი-ზე გადავიტანოთ. - ოთოჯი განხილვა 21:04, 11 მარტი 2014 (UTC)პასუხი
მომხრე ვარ.— G.G. 06:56, 13 მარტი 2014 (UTC)პასუხი

გადაიტანეთ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრატორს აქვს უფლება გადატანისა. --JABA 1977 16:32, 13 მარტი 2014 (UTC)პასუხი

  გაკეთდა. - ოთოჯი განხილვა 18:33, 13 მარტი 2014 (UTC)პასუხი

ძალიან აღმატებულად და საქებრად წერია. უფრო ობიექტურად უნდა გადააკეთოთ. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 80.241.251.138 (განხილვაწვლილი) .

გმადლობთ შენიშვნისათვის თუმცა თქვენც შეგიძლიათ იმავეს გაკეთება წყაროების მითითებით. – BruTe () 21:09, 2 ოქტომბერი 2015 (UTC)პასუხი

საქმე იმაშია, რომ მოცემელ მომენტში წყაროები არ გამაჩნია, მაგრამ ვვარაუდობ, რომ სინამდვილეში არავის არ უნდა სცოდნოდა, გულის სიღმეში რას გრძნობდა მეფე, თუ არავის უმხელდა. მაგალითად, საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ „თვალი ნაცნობ სახეს მოჰკრა, ფერდში ტკივილი იგრძნო, ისრის მსროლელი ვეღარ დაინახა“, თუ უჯარმამდე არავის უმხელდა, რომ დაჭრილი იყო. დავიჯერო, ისტორიკოსს სიკვდილის წინ მომხდარი ასე დეტალურად აღუწერა? აქედან გამომდინარე, ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ არ შეგვიძლია ასე დეტალიზებურ მონაცემებს ვენდოთ80.241.251.138 08:58, 8 ოქტომბერი 2015 (UTC)პასუხი

„სიკვდილის შემდგომ“

რედაქტირება

ეს სექცია ძალიან მიკერძოებულადაა დაწერილი. ზოგადად, ამ სტატიას დიდი დამუშავება სჭირდება. გიო ოქრო 21:06, 25 მაისი 2022 (UTC)პასუხი

დედოფალი ელენე

რედაქტირება

ლეონს სამი შვილი ჰყავდა. ვაჟი დაბადებიდან მალევე 463 წელს გარდაიცვალა. ხოლო ქალიშვილთა სახელებია არაიდნა და ლეონტია. არიადნა მომავალ იმპერატორს ზენონს მიათხოვეს, ხოლო ლეონტია დასავლეთ რომის იმპერატორის, ანთიმოზის შვილს მარკიანუსს. როგორც ვიცი ჯუანშერის გარდა არავინ წერდა, რომ ელენე დედოფალი ბიზანტიის იმპერატორის შვილი იყო. ინგლისურ ვიკიპედიაშიც მას მხოლოდ „რომაელ ქალბატონს“ უწოდებენ და არსად არ არის ნახენები, რომ ის სამეფო ოჯახიდან იყო. ალიკო თარგამაძე (განხილვა/წვლილი) 08:01, 25 ივნისი 2022 (UTC)პასუხი

თხრობის სტილი

რედაქტირება

გადავავლე სტატიას თვალი და უფრო პატრიოტულ განცდებზეა დაწერილი. ჩემი შეხედულებით არაა ენციკლოპედიური სტატია. ასევე სტატიაში ნახსენები ეპიკოპოსი მობიდანი (მობიდანი - ცეცხლთაყვანისმცემლობაში მღვდელთმთავარის ტიტულია) მართლმადიდებელ მღვდელთმთავრადაა წარმოდგენილი. სტატია თითქოს საბავშო ლიტერატურიდანაა გადმოწერილი ისეთი თხრობის სტილი დაყვება.-Surprizi (განხილვა/წვლილი) 10:11, 5 სექტემბერი 2022 (UTC)პასუხი

გადასაწერია მთლიანად. გიო ოქრო 20:09, 9 სექტემბერი 2022 (UTC)პასუხი
გვერდ „ვახტანგ I გორგასალი“-ზე დაბრუნება.