ანთიმოზი
ფლავიუს პროკოფიუს ანთიმოზი (ლათ. Flavius Procopivs Anthemivs) (დ. 420 — გ. 472) — რომის იმპერატორი 467–472 წლებში. მისი კანდიდატურა წამოაყენა აღმოსავლეთ რომის იმპერატორმა ლეონ I-მა. ანთიმოზი იყო რომის იმპერიის უკანასკნელი დამოუკიდებელი იმპერატორი. იგი ცდილობდა რომისთვის დაებრუნებინა დაკარგული ტერიტორიები. თუმცა მისი ორი უდიდესი კამპანია, ვესტგუთებისა და ვანდალების წინააღმდეგ, მარცხით დასრულდა. ებრძოდა ძლევამოსილ მთავარსარდალ რიციმერს, რომელმაც რომს ალყა შემოარყა და ანთიმოზი მოკლა.
ანთიმოზი | |
---|---|
Flavius Procopivs Anthemivs | |
რომის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 12 აპრილი, 467 |
მმართ. დასასრული: | 11 ივლისი, 472 |
წინამორბედი: | ლიბიუს სევერუსი |
მემკვიდრე: | ოლიბრიუსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 420 |
დაბ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
გარდ. თარიღი: | 11 ივლისი, 472 |
გარდ. ადგილი: | რომი |
დინასტია: | თეოდოსის დინასტია |