განხილვა:ედუარდ შევარდნაძე
კანონიერი ხელისუფლების ხემყოფელი, სისხლიანი, უწიგნური ვეტერინარ-ფელდშერი,ბარბაროსი და კაციჭამია,ქართველთმოძულე მამათელი ფსევდოპოლიტიკოსი
- რა უბედურებაა, რატომ დააბრუნე ეს უმსგავსება? ასეთი რამ არაეთიკურია, სიმდაბლეა და მიუღებელია ვიკიპედიაში. - ალსანდრო 67.142.130.29 21:00, 26 თებერვალი 2006 (UTC)
უბედურება მთლიანად სტატიაა. არ უშველის ამ სტატიას არაფერი, თავიდან არის დასაწერი. ამდენი შეუმოწმებელი ინფორმაცია ერთად არასოდეს მინახავს... და გამსახურდიას შეჩურთვა ყველა სტატიაში ვერ გავიგე რა წესია. კენედიც შევარდნაძემ მოაკვლევინა და მუსტაფა ალი აღჯა 1981 წლის 13 მაისს რომის პაპის მოსაკლავად შევარდნაძემ გააგზავნა, ეს ინფორმაციებიც ჩასამატებელია:0 --linguistus 23:39, 21 ივნისი 2006 (UTC)
ვიკიპედიის The five pillars of wikipedia დავიჯერო არც ამის დამწერს აქვს წაკითხული და არც მათ, ვინც აქამდე ამ სტატიას უყურებდა, კითხულობდა და არაფერს ამბობდა? (...და კიდევ ბევრ სხვა სტატიებს, რაც დრო გადის მით უფრო ბევრს ვპოულობ). აქ ისეთივე რაღაცები წერია და ისეთივე შეუმოწმებელი, ზვიად გამსახურდიას სტატიაში რომ ჩაწეროს ვინმემ ცხინვალში ომი დაიწყოო, მხოლოდ იმის გამო რომ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო იქ არეულობა. სრულებით არ აინტერესებს ვიკიპედიას ეს პოლიტიკური ამბები. აქ იწერება მხოლოდ შემოწმებული და დადასტურებული ფაქტები. მგონი ასე სტატია–სტატია კენჭისყრას აზრი არ აქვს. ძალიან ბევრია და 2348762 წელი მოვუნდებით. რაღაც ერთიანი ზომა უნდა მივიღოთ ყველა იმ სტატიის წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან The five pillars of wikipedia–ში დაფიქსირებულ მოთხოვნებს --linguistus 23:46, 21 ივნისი 2006 (UTC)
უშველე და როგორც დოღონაძე (ალბათ ნახე) დავბლოკე ამასაც დავბლოკავ.--Zangala 23:48, 21 ივნისი 2006 (UTC)
ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი ის რაც აქ წერია აღიარებული რომ იყოს არსებული კანონმდებლობით შევარდნაძეს დიდი ხანია გაასამართლებდნენ და ვინაიდან ეს არავის გაუკეთებია, არავის აქვს უფლება მსგავსი ხასიათის სტატია წეროს. ჰიტლერზე არ წერია ინგლისურენოვან ვიკი–ში ისეთი რაღაცები, რაც შევარდნაძეზეა ნაწერი აქ, მიუხედავად იმისა რომ ჰიტლერი მთელმა კაცობრიობამ დაგმო როგორც დამნაშავე... არ შეიძლება ასე, "ლოგიკა" სადღაც არსებობს.--linguistus 23:51, 21 ივნისი 2006 (UTC)
დოღონაძეს არ უნდა დაბლოკვა, მგონი არ არის დასრულებული ჯერ ეგ სტატია. ეს სტატია კი შესწორების მერე რომ დასაბლოკია – ფაქტია.--linguistus 23:51, 21 ივნისი 2006 (UTC)
მართალია ვიკიპედია არ იძლევა მასში მოყვანილი ინფორმაციის ჭეშმარიტების გარანტიას, მაგრამ ვფიქრობ, რომ სტატიის ქსელში გაშვება ყოველგვარი, თუნდაც წინასწარი, რედაქტირების გარეშე არ არის მოზანშეწონილი. ამის დამამტკიცებელია შევარდნაძესთან დაკავშირებული სტატია, რომლის წაკითხვის შემდეგ სრულიად დამეკარგა ქართულ ვიკიპედიაში რაიმეს მონახვის სურვილი. ინფორმაცია არაზუსტი და ფაქტების უმრავლესობასთან შეუსაბამოა. აშკარად ჩანს, რომ სტატია მხოლოდ შემდგენის პირად დასკვნებსა და ემოციებზეა აგებული. ასეთ ინფორმაციაზე აგებული ენციკლოპედია არ მგონია ვინმეს გამოადგეს. ვფიქრობ, ვიკიპედიის რედაქცია ან "რწმუნებულთა საბჭო" მოახდენს რედაქტირებას და მომხმარებელს მიაწვდის შემოწმებულ ინფორმაციას.
ზურა
არავინ არ დააბრუნოთ ის არაფრისმთქმელი, სუბიექტური და პოლიტიკურად ანგაჟირებული სტატია. სტატია თავიდანაა დასაწერი და ჯობს სანამ ახალი სტატია დაიწერება ამ ფორმით იყოს, ვიდრე ეწეროს ის რაც ეწერა.--linguistus 07:12, 23 აგვისტო 2006 (UTC)
იგივე ბედი ელის ყველა პოლიტიკურად ანგაჟირებულ და სუბიექტურობით გაჟღენთილ სტატიას... ერთად დავიწყოთ ვიკიპედიის წმენდა სიბინძურისგან!--linguistus 07:13, 23 აგვისტო 2006 (UTC)
- ვიკიპედია:ხუთი მცნება უკვე ქართულადაც არსებობს. - ალს. (პს: სულ ბოლო პარაგრაფი წასაშლელი არ იყო მე მგონი) 10:47, 23 აგვისტო 2006 (UTC)
სტატიის ერთი ხელის მოსმით წაშლა ისეთივე ექსტრემიზმია, როგორც თავად სტატიის პირადი ღვარძლით გავსება. არსებობს თარგები {{ვიკიფიცირება}}, {{მიკერძოებული}} და სანამ სტატიის გაუმჯობესებისთვის ვინმე მოიცლიდეს სასურველია მივუთითოთ მასში, რომ იგი არ შეესაბამება ვიკიპედიის სტანდარტებს. სტატიის შინაარსის წაშლა კენჭისყა-კონსენსუსის გარეშე მიუღებელია და უნდა მოვერიდოთ. - ალ-ო (გ) 12:19, 23 აგვისტო 2006 (UTC)
ეს უკვე სხვა საქმეა. კარგია ალსანდრო! ერთი სტატიის კენჭისყრით წაშლას სჭირდება თვეები და ვიკი-ში მსგავსი სუბიექტური სტატიები რამდენიც გინდა იმდენია, ასე რომ ასეთი ხერხით ამას ვერ აღმოვფხვრით. დარწმუნებული ვარ ინგლისურ ვიკიში კენჭისყრამდე არ მივა საქმე რონალდ რეიგანზე რომ დავწერო კაციჭამია და დებილი იყო მეთქი... ასე რომ მე მგონი სწორად მოვიქეცი. ასე რომ ველოდოთ კენჭისყრებს ქართული ვიკის პოტენციური მომხმარებლების დამოკიდებულება ვიკისადმი კიდევ უფრო ნდობადაკარგული იქნება. ნდობის დაკარგვის შემდეგ კი ენციკლოპედია ყველანაირ ღირსებებს ჰკარგავს, თუ გინდა რაიმე მეთოდი მოვიფიქროთ მსგავს სუბიექტივიზმთან საბრძოლველად.--linguistus 12:56, 23 აგვისტო 2006 (UTC)
- ნუ კონფლიქტურ სიტუაციას რომ მაქსიმალურად თავი ავარიდოთ, თავდაპირველად ჩავსვათ სტატიის თავში ერთ-ერთი თარგი, რომელიც გააფრთხილებს მკითხველს, შემდეგ კი შეძლებისდაგვარად გავაუმჯობესოთ იგი, ამ შემთხვევაში სტატიის გაწმენდა არ იყო რთული, მაგრამ თარგი იმით გვეხმარება, რომ ამგვარ სტატიებს ცალკე კატეგორიაში სვამს და შემდეგ მათი მოძებნა და გასწორება ადვილდება. ამას წინათ რაც მოვძებნე ყველა ჩავსვი, მაგრამ უეჭველია, რომ ბევრი გამომრჩა. ეს სტატიები შეგიძლიათ ნახოთ აქ: კატეგორია:გასაენციკლოპედიურებელი სტატიები, თუმცა გთხოვთ წაშლის ნაცვლად სცადეთ ოდნავ მაინც გააუმჯობესოთ. მადლობა. - ალ-ო (გ) 13:20, 23 აგვისტო 2006 (UTC)
გვძულს შევარდნაძე და გვიყვარს ზღაპრები!?..
მართალია ბევრი რამე ამოღებულია თავდაპირვანდელი ვარიანტიდან, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან შორსაა გაწმენდილ და ობიექტურთან. ვინ დაადგინა, რომ შევარდნაძე იყო: "1992 წლის სახელმწიფო გადატრიალების სულისჩამდგმელი, ინიციატორი და ორგანიზატორი". ეს ფრაზა, "საჭიროებს წყაროს მითითებას" კი არა, წაშლას საჭიროებს.
შევარდნაძის "ხელისუფლების ხელშეკრულებების (მოსკოვის ხელშეკრულება, რომელსაც 1 თვეში გაგრის დაცემა მოჰყვა და სოჭის ხელშეკრულება, რაც სოხუმიდან მძიმე ტექნიკის გამოყვანას ითვალისწინებდა) მიღების გამო დაეცა აფხაზეთი" - ასევე ამოსაღებია მიკერძოებული და საკმაოდ ბრიყვული დასკვნის შემცველობისთვის. ამასთანავე, როგორც მე ვიცი, ხელშეკრულებას კი არ იღებენ, არამედ დებენ ("ხელშეკრულებების მიღების გამო დაეცა აფხაზეთი").
სამწუხაროდ, კიდევ ბევრი სისულელეა დატოვებული...
მოკლედ, ვიკიპედია, ან საერთოდ წაშალეთ ეგ სტატია, ან ნორმალური რედაქტირება გაუკეთეთ. ეს მარტო ამ გვერდს არ ეხება. ძალიან ბევრი სტატია 6 წლის ბავშვის მიერ დაწერილი ზღაპრის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგ."ამხანაგი ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ვითარების განსამუხტად და მათ დასაშოშმინებლად. ვერც დაპირებამ გაჭრა‚ ვერც მუქარამ და ვერც დაყვავებამ"- ციტატა სტატიიდან "ქართული ენა". (ზემოაღნიშნული ძალიან გავს დაბალი დონის ზღაპრების სტილს: ბებიამ ბავშვს ჯერ დუყვავა, მაგრამ რომ ვერაფერმა გაჭრა და მერე დაემუქრა "არმინდა" ბაბუა მოვა და ჯანდაბაში წაგიყვანსოოო. როგორც ჩანს, ავტორი ზღაპრების სიყვარულს და შევარდნაძის სიძულვილს ვერ გაცდა...)
სტატია გავასწორე, ძირიტადად გერმანული და რუსული ვიკიპედიიდან. მე მგონი, შეიძლება მიკერძოების თარგის ამოღება. მართალია, ფაქრტები დასაზუსტებელი მაინცაა და წყაროების მითიტება სჭირდება, მაგრამ მიკერძოეოებულობიდან შევეცადე გამეწმინდა. --გრიგოლ 16:07, 3 ივლისი 2009 (UTC)
ხელმოწერა
რედაქტირებახელმოწერა გვინდა? თუ კი, დავასკანერებ.-- იორგი(საუბარი) 16:56, 28 ნოემბერი 2009 (UTC)
- რა თქმა უნდა გვინდა?დაასკანირე გიოშკა-ჯან! --თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 16:59, 28 ნოემბერი 2009 (UTC)
რელიგია
რედაქტირებაათეისტი, 1992 წლიდან - მართლმადიდებელი მაგარია. შეიძლება დაიწეროს, რომ კომ პარტიის გასვლის შემდეგ (1989 წ) ის აღიარა რომ მორწმუნეა--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 17:01, 28 ნოემბერი 2009 (UTC)
ratom weria rusulad eduard shevardnadze is xom qartvelia--Lukakhim 11:25, 22 დეკემბერი 2009 (UTC)
კი, რუსული ზედმეტია.--Gaeser 11:26, 22 დეკემბერი 2009 (UTC)
- მართლაც, ვინ დაადგინა, რომ 1992 წლამდე ათეისტი იყო და მერე მართლმადიდებელი გახდა. იქნებ ათეისტი დარჩა, თუ თემურის თქმისა არ იყოს კომუნისტების დამხობის მერე აღმოაჩინა რო მართლმადიდებელია. :) სულ მცირე, წყაროა მისათითებელი თუ არა და ამოსაღები.:) – BruTe (გ) 10:32, 13 დეკემბერი 2010 (UTC)
- მოინათლა, როგორც ვიცი 1992-ში, გიორგის სახელით. წყარო ვერ ვიპოვე. --გ.მ. განხილვაწვლილი 13:47, 13 დეკემბერი 2010 (UTC)
- ინტერესანტე... გიორგი შევარდნაძე? პირველად გავიგე :)) — დავით პასუხი 13:59, 13 დეკემბერი 2010 (UTC)
- მოინათლა, როგორც ვიცი 1992-ში, გიორგის სახელით. წყარო ვერ ვიპოვე. --გ.მ. განხილვაწვლილი 13:47, 13 დეკემბერი 2010 (UTC)
- გიორგის ფაქტთან დაკავშირებით მეც გამახსენდა. სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებთან წერია მონათვლის ფაქტების თარიღები (როდის მოინათლა მაგ. სააკაშვილი)? რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტია? --ცანგალა (გ) 14:10, 13 დეკემბერი 2010 (UTC)
სხვათაშორის, წყაროს ვერც მე მოვიტან მაგრამ მეც მახსოვს შევარდნაძის მონათვლის ამბავი. — ჯაბა ლაბაძე (გ) 14:15, 13 დეკემბერი 2010 (UTC)
- ხოო, თქვენ უფრო "სტაჟიანი" ხალხი ხართ უფრო იცით, დავტოვოთ მაშინ. :) – BruTe (გ) 16:12, 13 დეკემბერი 2010 (UTC)
Rodovid
რედაქტირებასახელი
რედაქტირებაინფოდაფაში ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე, ამბროსის ძე უნდა? --მიხეილ (მომწერე) 20:48, 27 ოქტომბერი 2011 (UTC)
კარგი იქნებოდა მითითებული ქონდეს სტატიას რომ ეს ქართული ვიკიპედიის პირველი სტატია იყოს :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:56, 16 ივლისი 2012 (UTC)
გარდაცვალება
რედაქტირებაწყარო, თუ შეიძლება... – BruTe (გ) 09:09, 7 ივლისი 2014 (UTC)
- საიტის ლინკი რომ მოგწეროთ სადაც მისი გარდაცვალების შესახებ წეირა? (--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 09:11, 7 ივლისი 2014 (UTC))
- ზუსტად ეგ ვიგულისხმე.. :) – BruTe (გ) 09:12, 7 ივლისი 2014 (UTC)
- http://www.ambebi.ge/politika/105968-eduard-shevardnadze-gardaicvala-eqs-prezidentis-ckhovrebis-yvelaze-mnishvnelovani-momentebi.html(--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 09:12, 7 ივლისი 2014 (UTC))
- Page Unavailable. Deu. 09:16, 7 ივლისი 2014 (UTC)
- ინებეთ. Deu. 09:17, 7 ივლისი 2014 (UTC)
თარგი:ფაქტი
რედაქტირებარა ხანია სტატიაში ჩასმულია თარგი {{ფაქტი}}. ამდენი წელი თარგი არ უნდა იყოს ჩასმული სტატიაში. რაღაც ვადა ხომ უნდა დავაწესოთ, არა. უკვე დავსვი ეს საკითხი, მე. ან გამყარდეს სქოლიოთი წინადადება ან ამოვიღოთ იგი. - ოთოჯი განხილვა 13:24, 7 ივლისი 2014 (UTC)
- ამოვიღოთ ეგ ციტატა. — Mikheil მიწერა 13:52, 7 ივლისი 2014 (UTC)
- რადგან ამ დღეებში ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სტატია იქნება, სასურველია ყველაფერი წესრიგში იყოს და ციტატა წყაროს გარეშე, სასწრაფო წესით ამოღებულია — Mikheil მიწერა 16:50, 7 ივლისი 2014 (UTC)
გენერალ-მაიორი
რედაქტირებარუსულ და ინგლისურ ვიკიპედიებზე დაყრდნობით, შევარდნაძეს გენერალ-მაიორის წოდება ჰქონდა. ქართულში ამაზე არ წერია — ქართულ ინტერნეტ სივრცეშიც ვერ მოვიძიე ვერაფერი ამის შესახებ. Gobrona განხილვაწვლილი 13:32, 10 მაისი 2020 (UTC)
- ქსე-ში არაა ნახსენები --M. განხილვაწვლილი 13:41, 10 მაისი 2020 (UTC)
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქაც წერია, რომ იყო შინაგან საქმეთა მე-3 რანგის გენერალ-მაიორი --M. განხილვაწვლილი 13:59, 10 მაისი 2020 (UTC)
ეგ კარგია, მარა ახლა საკითხავი ისაა, მანდ რა წყაროზე დაყრდნობით წერია ნეტა:) Gobrona განხილვაწვლილი 15:51, 10 მაისი 2020 (UTC)
- არ ვიცი, ისტორიაში შეიძლება ნახვა --M. განხილვაწვლილი 15:53, 10 მაისი 2020 (UTC)
კარგია. მემგონი საკმარისია — რუსული და ინგლისური ვიკიპედიები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატია, ეს რუსული საიტი და კიდევ ეგერ-აგერ იძებნება სხვა რუსულ საიტებზე. Gobrona განხილვაწვლილი 15:05, 11 მაისი 2020 (UTC)