განხილვა:დავით IV აღმაშენებელი

ბოლო კომენტარი: 9 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა DerFuchs თემაში დაცვა
.
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (9 მარტი, 2008).
Main Page trophy დავით IV აღმაშენებელი ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდა რუბრიკაში რჩეული სტატია (2008 წლის 10 მარტი).


განხილვა

რედაქტირება

პირველი, რაც ასე თვალში საცემია :.."საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა გვარის ჩამომავალი." ბაგრატიონთ გვარის ჩამომავალი არის ჩემი მეგობარი გიორგი ბაგრატიონი, ან რომელიმე შტოს არაოფიციალური გამგრძელებელი. სულაც მე ვარ ჯოხაძეთა გვარის ჩამომავალი. მეფეზე მგონი ნამდვილად ჯობია დავწეროთ: "ბაგრატიონთა დინასტიიდან", ან "ბაგრატიონთა სახლიდან"(როგორც ეს ინგლისურ ვერსიაში აქვთ ჩვენებს დაწერილი). ამასთან დავითი მოხსენიებულია "უდაოდ ყველაზე წარმატებულ ქართველ მონარქად" – ვისი შეხედულებით? ჩემთვის ყველაზე წარმატებული გიორგი ბრწყინვალეა, რა არაა?! ხო და მაშინ დავიცვათ მიუკერძოებლობა:"ერთ–ერთი ყველაზე....".

მეორე, ცოტა ღიმილის მომგვრელი დასათაურება აქვს სტატიას: წერია "ლევამოსილი ომები" და "1121 აგვისტოში დავით IV-ის მეთაურობით ქართველებმა ძლევამოსილი ომი გადაიხადეს მუსლიმანთა კოალიციური ლაშქრის წიააღმდეგ." მემგონი სადაო არაა რომ ბრძოლაზეა ლაპარაკი?! ცალ–ცალკეა აღმშენებლობა და საზოგადო მოღვაწეობა – რომელთა შინაარსიც არეულია.

და მესამე, რაც ყველაზე საწყენია სხვა ენებზე უფრო მეტი წერია ვიდრე ჩვენთან(ეს, კი რასაკვირველია ჩემით დაწყებული ჩვენი ბრალია და სწორედ ამის გამოსასწორებლად დავიწყე ამის წერა:)).

ყოველივე აქედან ვფიქრობ სტატიამ ამგვარი რედაქცია მიიღოს:

  • დავით IV აღმაშენებელი (* 1073 ― † 24 იანვარი. 1125), საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ....
  • სათაურები დალაგდეს ასე და ამგვარად:
    • გენეალოგია – ამას მე შევავსებ :))
    • უფლისწულობა – (გნებავთ ..../)
    • მეფობა
      • რეფორმები
      • სამხედრო კამპანია
      • აღმშენებლობა

გთხოვთ გამოთქვათ აზრი, რათა საბოლოოდ შევიტანოთ ცვლილებები. პატივისცემით --Rastrelli 06:38, 26 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

ოკ, მომხრე ვარ. "ძლევამოსილი" საერთოდ ამოსაღებია, მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს როგორი იყო. ომები და ბრძოლები ურთიერთჩანაცვლებულად არის გამოყენებული და არასწორია. მოკლედ, მე მგონი არავინ შეგედავება, თუ გაასწორებ, როგორც ზემოთ აღნიშნე. - ალ-ო / 06:55, 26 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

  (მომხრე),   (მომხრე), კვლავ   (მომხრე) - ნამდვილად გეთანხმები Rastrelli, განხილვა:დიდგორის ბრძოლა 1121 - მაქვს გაკეთებული ჩანაწერი მხოლოდ ინფორმაციისთვის. ცანგალა () 11:38, 26 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

მგონი სტატია დასრულებულ სახეს ღებულობს  --Rastrelli F.B. 09:10, 17 იანვარი 2008 (UTC)პასუხი


ამ ციტატაში მგონი შეცდომაა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“. - ა.

გამორიცხული არა, თუმცა ამ სახით მე ორგან შემხვდა. რუქისთვისაც მოვიცლი უკვე :) ჰო მართლა, იმდღეს წავაწყდი ასეთ რამეს ვინმემ იცით რა არის? აწერია "darkwiki", იგივე ვიკია, ოღონდ შავად :)) --Rastrelli F.B. 20:36, 11 თებერვალი 2008 (UTC)პასუხი
me vifiqre raime punqtuacia tu iko gamotovebuli, magram mgoni scoria. shavi fonit vebgverdebi axali modaa (ase vtqvat) - energoefeqturia - shavi feris gamosaxuleba ekranze nakleb energias moixmars. google-is shavi versiac aris. a.

აი, როგორ დამშვენდა სტატია ერთობლივად! როგორც ამას დევიზი გვეუბნება:

გახსოვდეთ, საუკეთესო სტატიები ვიკიპედიის რედაქტორების ერთობლივი ნამუშევარია.

დავითის თანამედროვე ლიპარიტ მეხუთე იყო და არა ლიპარიტ მეოთხე, ლიპარიტ მეოთხე ბაგრატ მეოთხის თანამედროე იყო და გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში

დროშა

რედაქტირება

დროშით რომ იწყება სტატია, რაღაც მახინჯდება. ეს დროშა სადმე ქვემთ უნდა იყოს, სტატია დავითზეა და არა დავითიან დროშაზე. და კიდევ, ეს დროშა მე არ მინახავს არსად და არც გამიგონია ასეთი დროშის არსებოობა... საიდანაა ამოღებული? — დათო პასუხი 17:07, 5 მარტი 2010 (UTC)პასუხი

მართალია - წყარო! R. 07:41, 15 მარტი 2010 (UTC)

სომხეთის კნეინა

რედაქტირება

სომხეთის კნეინა, სომეხი კნეინა – არ არის სალიტერატურო ქართული. იხ. განხილვა:დემეტრე I --Zolokin განხილვაწვლილი 10:45, 4 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

სახელთან დაკავშირებით

რედაქტირება

ვიკიპედია:გვერდების სახელები ამის მიხედვით სტატიის სახელი უნდა იყოს დავით IV აღმაშენებელი. მაგალითი დავით VI ნარინი და დავით VII ულუ. — GIO---->>13 () 19:59, 28 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

მანდ ზოგადი შემთხვევებია მოყვანილი, თამარ მეფეც გადასარქმევია მაგ პრინციპით. R. 20:23, 28 იანვარი 2011 (UTC)პასუხი
თამარი საქართველოს მეფე, ერთადერთი იყო, სხვას არ რქმევია მეფეებში. ამიტომ აქ თამარი არაფერ შუაშია, ან რა უნდა დავარქვათ, რომ გადავარქვათ? — GIO---->>13 () 20:27, 28 იანვარი 2011 (UTC)პასუხი
მესმის ეგ ყველაფერი, მაგრამ აღმაშენებელიც ხომ ერთი იყო. :) მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მხოლოდ შევნიშნე თამარის მაგალითზე, რომ წესი ზოგადია. R. 20:32, 28 იანვარი 2011 (UTC)პასუხი
ოფიციალურად, როგორც წმინდანი, მას ჰქვია დავით IV აღმაშენებელი. — GIO---->>13 () 20:35, 28 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

მაგრამ აღმაშენებელიც ხომ ერთი იყო - აღმაშენებელი კი, მაგრამ დავითი არა. :) — GIO---->>13 () 20:39, 28 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

რას ჰქვია ოფიციალურად ჰქვია? :)) პარლამენტმა დაამტკიცა თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ :)). როგორ შეიძლება დავით აღმაშენებელს ჰქონდეს ოფიციალური სახელი?! ზოგადი წესი კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია სამართლიანი, თუკი ითვალისწინებს მცირე გამონაკლისებსაც. დავით აღმაშენებელი, ჩემი აზრით სწორედ ეს გამონაკლისია. — დავით პასუხი 08:10, 29 იანვარი 2011 (UTC)პასუხი
 
„რას ჰქვია ოფიციალურად ჰქვია? :))“

რას ჰქვია დავით და იმას, რომ დავით IV აღმაშენებელი ასეთი სახელითაა წმინდანად შერაცხული.

 
„პარლამენტმა დაამტკიცა თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ :)).“

არც პარლამენტმა და არც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, არამედ წმინდა სინოდმა გადაწყვიტა ასე.

 
„როგორ შეიძლება დავით აღმაშენებელს ჰქონდეს ოფიციალური სახელი?!“

როგორ და საერთოდ მისი სრული სახელი ასეთია წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე, მეფე ყოვლისა საქართველოჲსა აღმაშენებელად წოდებული. :) — GIO---->>13 () 09:43, 29 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

მგონი, დათო აქ მართალია. მეფე, პირველ რიგში, საერო სამსახურშია, ხოლო წმინდანად მერე შერაცხეს. მაგდაგვარად, დარწმუნებული ვარ, თამარ მეფესაც ექნება "ოფიციალური" სახელი. გიორგი განხილვაწვლილი 09:53, 29 იანვარი 2011 (UTC)პასუხი
მე არ ვამბობ წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე, მეფე ყოვლისა საქართველოჲსა აღმაშენებელად წოდებული ეს უნდა ერქვასთქო, უნდა იყოს დავით IV აღმაშენებელი. :) დაველოდოთ სხვების აზრსაც. — GIO---->>13 () 10:02, 29 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

ვეთანხმები ITშნიკს, სასულიერო მხარე საეროში არ უნდა ავურიოთ. ისე კი, ცნობისთვის, ოფიციალური სახელი არის ის სახელი, რომელიც მას ქონდა როგორც სახელმწიფო მოღვაწეს და ეს არის: „დავითი მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“  , თუმცა ოფიციალურობა, დათოსი არ იყოს, არაფერ შუაშია აქ. გიო13, აღმაშენებელი იყო ერთი - დავით აღმაშენებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, შენი მესმის, რადგან იგივე მდგომარეობა გვაქვს გიორგი ბრწყინვალეზე, რომელიც გადადის გიორგი V ბრწყინვალეზე (ასევე იხ. დემეტრე II თავდადებული) - ერთი ფორმა უნდა ავირჩიოთ ნამდვილად, ამ შემთხვევაში მე დადგენილ ზოგად წესს ვირჩევ. R. 10:09, 29 იანვარი 2011 (UTC)10:11, 29 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

დადგენილ წესს უნდა დავეთანხმოთ: დავით VI ნარინი, დავით VII ულუ, გიორგი VI მცირე, ალექსანდრე I დიდი....— ჯაბა ლაბაძე () 10:13, 29 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

მაგას ვამბობ მეც, ის სრული სახელი, რაც დავწერე წეღან დათოს პასუხი იყო, გიორგი V ბრწყინვალეზე ასე გავაკეთეთ, დავით VI ნარინიზე, ანალოგიურად, ასევე დავით VII ულუზე, გიორგი VI მცირეზე, მაშინ აქაც დავით IV აღმაშენებელი უნდა იყოს. — GIO---->>13 () 10:14, 29 იანვარი 2011 (UTC)პასუხი
მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ჩაემატოს ეს "IV" დავითსა და აღმაშენებელს შორის, მაგრამ, რასტრელის თქმისა არ იყოს, საჭიროა სტანდარტიზაცია. ჩემი კომენტარით მხოლოდ იმისთვის მინდოდა ხაზი გამესვა, რომ ოფიციალურობა არაფერ შუაშია.— გიორგი განხილვაწვლილი 10:22, 29 იანვარი 2011 (UTC)პასუხი
კარგი, მე პრობლემა არა მაქვს :). თუკი ყველას მიგაჩნიათ რიგითობის მითითება ყველა ზემოთჩამთვლილ შემთხვევაში, მივუთითოთ აქაც. მაგრამ, მე უფრო სწორი მგონია გიორგი ბრწყივნალე, დავით ნარინი, დავით ულუ, დავით აღმაშენებელი... ეს მხოლოდ ჩემი აზრია ;) — დავით პასუხი 10:25, 29 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

სტანდარტიზაცია რომაა საჭირო და აქედანაც გამომდინარე ამიტომ   (მომხრე)-ჯაბა ლაბაძე () 10:31, 29 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

კარგით, მაშინ გადავიტან. :) მადლობა მსჯელობაში მონაწილეობისთვის. :) — GIO---->>13 () 17:53, 29 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

  გაკეთდაGIO---->>13 () 17:54, 29 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას სათავე დაუდო აშოტ I-მა 809 წელს, შექმნა რა ტაო-კლარჯეთის სამეფო.

რედაქტირება

გაასწორეთ ბმული აშოტ I -ზე მიუთითეთ აშოტ დიდი კურაპალატი https://ka.wikipedia.org/wiki/აშოტ_კურაპალატი

თუ არა გამოდის, რომ ჩვენი მეფეები სომხები იყვნენწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Tengocie (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

  გასწორდა. – BruTe () 18:13, 30 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი


შენიშვნები

რედაქტირება

ვკითხულობ სტატიას, გზადაგზა ვასწორებ ხარვეზებს. ნაწილი წავიკითხე და რამდენიმე შენიშვნა უკვე დაგროვდა.

  1. უპირველესად, მინდა ვთქვა, რომ სტატიის დიდი ზომა არაა სტატიის დადებითი მხარე (იხ. ვიკიპედია:სანიმუშო სტატიები#ფორმა). სადაც შეიძლება ქვესტატიის გაკეთება, უკეთესი იქნება. ასე სტატიის კითხვადობაც გაუმჯობესდება და ერთიანობაში მისი აღქმაც. ახლა ზედმეტად გადატვირთული მეჩვენება.
  2. სტატიის ენა ზოგადად კარგია, მაგრამ თვალშისაცემია I თურმეობითის ზედმეტად ხშირი გამოყენება (ხელთ უგდია, დაუსჯია, დაუტოვებია, გაუძევებია, შეუპყრია...) და, ვფიქრობ, ცოტა არ იყოს არაენციკლოპედიური ფორმები (ლახვარჩაცემული თურქ-სელჩუკები, ქარაფშუტა, ცუნდრუკი და უმეცრად უსამართლო ყოფილა, აღარ ეპუებოდა, თავგასული ქვეშევრდომი და მისთ.). ასეთი სტილი, განსაკუთრებით თურმეობითი, სტატიას აძლევს ზღაპრის ელფერს (ასეთს: ყოფილა ერთი მეფე), რაც მე არ მომწონს. ნაცვლად თურმეობითისა, თუ გამოვიყენებთ ენციკლოპედიისთვის ჩვეულ ფორმებს, ბევრად უფრო დახვეწილი იქნება (მაგ. დატოვა ან სავარაუდოდ დატოვა და არა დაუტოვებია).
  3. ცოტა ზედმეტი მგონია ჩანართები ძველ ქართულ ენაზე. ზოგ ადგილას ამისი საჭიროება შინაარსობრივადაც არაა, ძვ. ქართული შინაარსობრივად უბრალოდ იმეორებს უკვე ნათქვამს (მაგ.: მალე გარდაიცვალა კახეთის მეფე კვირიკე „და შემდგომად წელიწადისა ერთისა მიიცვალა მეფე კჳრიკე“). ზოგ შემთხვევაში კი ძველი ქართული ჩანართების შენაცვლება ახლით, ვფიქრობ, არ იქნება ურიგო. მაგ. ამ წინადადებაში: მეფემ თავგასული ქვეშევრდომის „ინება გაწურთა“ და შეიპყრო იგი — ბევრმა უბრალოდ არ იცის რას ნიშნავს „გაწურთა“.
  4. ქვეთავი „რიგითი (IV) ნომერი“:
    1. ჯერ ერთი, სათაურია საშინელი : ). უბრალოდ რომ რიგითობა ერქვას, ჯობია.
    2. შინაარსობრივად ამ ქვეთავში ერთი და იგივეა გამეორებული რამდენიმეჯერ და დავით აღმაშენებლის თემას, ცოტა არ იყოს, სცილდება. მაგ. არა მგონია საჭირო იყოს დავით IV-მდე ყველა დავითის ჩამოთვლა. ვფიქრობ, ეს ქვეთავი ერთ პატარა აბზაცადაც შეიძლება ჩამოყალიბდეს.
    3. ერთი მხრივ ეკონომიის მიზნით და, მეორე მხრივ იმიტომ, რომ რიგითობა და ზედწოდება პრინციპში ორივე სახელის დამატებაა, შეიძლება ეს ქვეთავები გაერთანდეს და ეწოდოს რიგითობა და ზედწოდება. თავად ზედწოდების სექცია შინაარსობრივად გამართულია.
  5. უფლისწულობა — ეს ქვეთავიც ზედმეტად პატარაა. ისიც შეიძლება შეუერთდეს მომდევნო ქვეთავს — გამეფებას. სახელწოდებად კი, ვფიქრობ, უნდა დარჩეს უფლისწულობა, ეს იმიტომ, რომ სექციაში „გამეფება“ საუბარია დავითის შესაძლო გადატრიალებაზე მისი უფლისწულობის დროს. ასევე, ლოგიკურია, რომ უფლისწულობა სრულდება გამეფებით და როგორ დამთავრდა ეს უფლისწულობა, უნდა ეწეროს სწორედ რომ უფლისწულობის სექციაში : ).
  6. ზოგადად, გადასახედია და გასასწორებელია სექციების სათაურები. ზოგიერთი ზედმეტად გრძელია და უფრო ლაკონურად უნდა ჩამოყალიბდეს. გარდა ამისა, ჯერ-ჯერობით რაც წავიკითხე, იმ ქვეთავებიდან სათაურში შინაარსობრივი ხარვეზი აქვს სექციას „თურქებისათვის ხარკის შეწყვეტა და დამოუკიდებლობის აღდგენა“. დამოუკიდებლობის აღდგენა აქ გადატანითი მნიშვნელობითაა ნახმარი (ეს სექციის შინაარსიდანაც ჩანს) და არა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ჩვეული გაგებით. სათაურში მისი გამოტანა ორაზროვანია. საკმარისი იქნება თურქთათვის ხარკის შეწყვეტა.
  7. საერთოდ ამოსაშლელია ქვეთავი „ზედაზნის ციხის აღება“. ჯერ ერთი, ქრონოლოგიურადაც უადგილო ადგილასაა, მეორეც, მისი შინაარსი მთლიანადაა გამეორებული კახეთ-ჰერეთის შემოერთების ქვეთავში. რეალურადაც, ზედაზნის აღება, როგორც ფაქტი, სწორედ კახეთის შემოერთების პროცესის შემადგენელია და მისი ცალკე გამოყოფა არცაა მიზანშეწონილი.
  8. ანისის ტაძრის ფოტოსთან დაკავშირებით: დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ის ტაძარია, რომელზეც სტატიაშია საუბარი? ანისში 1001 ტაძარი იყო.

ჯერ-ჯერობით ესაა. გავაგრძელებ კითხვას და კიდევ დავწერ ჩემს შენიშვნებს  . Deu. 19:23, 9 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი

უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა შენიშვნებისათვის. დეტალების საჯარო განხილვა სტატიის სრულყოფისაკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯია.
1. სტატიის ზომაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, ქართულ ვიკიპედიაში უფრო დიდი სტატიებიც არსებობს, თუმცა ზოგიერთი ადგილის ჩასწორება/შემოკლებამ იქნებ მართლაც გააუმჯობესოს სტატიის შინაარსიცა და ვიზუალიც.
2. სტატიის ენის აღნიშნული ხარვეზები როინ მეტრეველის ნაშრომის „დამსახურებაა“, რომელიც სტატიის შექმნისას ძირითად წყაროს წარმოადგენდა. სრულიად ვიზიარებ იმ აზრს, რომ სტატიის ენა მაქსიმალურად ენციკლოპედიური უნდა იყოს, ამდენად, ეს საკითხი ნამდვილად მოსაგვარებელია.
3. შესაძლოა ზოგიერთი ჩანართი ნამდვილად უადგილო იყოს და ამდენად ამოსაღებიც, თუმცა მგონია, რომ საერთო ჯამში სტატიაში მათი არსებობა ფაქტის დასამოწმებლად და მოვლენის თვალნათლივ აღსაქმელად კარგი ხერხია.
4,5,6,7. უკომენტაროდ. მთლიანად ვიზიარებ  
8. რადგანაც დამადასტურებელი კონკრეტული წყარო არ გამაჩნია, ამ ილუსტრაციის ჩასმა ნამდვილად დილეტანტური საქციელი იყო.--ILIA განხილვა 20:33, 9 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი
კარგია, ბევრი რამე შესწორდა.   კიდევ ერთი შენიშვნა: ერწუხის ბრძოლის დეტალური განხილვა არაა სწორი ამ სტატიაში. ამ სტატიაში ჩაიწეროს ეს დეტალები, ჯობია. ერწუხის ბრძოლაზე შეიძლება მხოლოდ ერთი პატარა აბზაცის დატოვება, სადაც მოკლედ იქნება ახსნილი, რომ კახელების ნაწილი განდგა და კოალიცია შეკრა თურქებთან. რომ ეს კოალიცია ერწუხის ბრძოლაში დამარცხდა დავითთან და რომ ამ ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა კახეთის საბოლოო შემოერთებისათვის. მეტი ამ სტატიაში არაა საჭირო. ქვესტატია გამდიდრდება. Deu. 07:41, 10 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი
  გაკეთდა--ILIA განხილვა 09:30, 10 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი
არ გაკეთებულა! ერწუხის ბრძოლაზე ამდენი არ უნდა ეწეროს ამ სტატიაში. ერთი პატარა აბზაცი საკმარისია და ცალკე ქვეთავი არაა საჭირო. Deu. 08:26, 29 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი

სტატიაში ტექსტი გადმოწერილია შემდეგი ლიტერატურიდან: რ. მეტრეველი, დავით აღმაშენებელი, წიგნში: მ. ლორთქიფანიძე (მთ. რედაქტორი), საქართველოს ისტორია, ტ. II, გვ. 361 და შმდგ.
ეს, ალბათ უნებლიეთ, არღვევს საავტორო უფლებებს და ვიკიპედიის წესებს, რადგან ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი.
შედარებისათვის, მოვიყვან როინ მეტრეველის ციტატას და სტატიიდან ნაწყვეტს:
როინ მეტრეველი: (მითითებული ლიტ., გვ. 370)
სეპარატიზმის მოსურნენი და მეფის მოწინააღმდეგენი აშკარად თუ ფარულად იბრძოდნენ. როგორც კი ნახეს, რომ კახეთი და ჰერეთი საქართველოს მეფის ხელდებული და ერთიანი ქვეყნის შემადგენელი ნაწილი გახდა, ისინი მრავალი კახელითურთ გაეცალნენ მის საზღვრებს და დახმარება სთხოვეს განძის ათაბაგს, რომელიც თურქეთის სულთნის მოხელე იყო. [...] განძის ათაბაგმა შეკრიბა დიდი ლაშქარი („ურიცხვნი სპანი“). მასთან იყო მრავალი კახელი და „ქუეყნისა ერი“ „მტერთავე განა გარემოდგომილი ჩვენდა“. ეს დიდი ძალა დაუპირისპირდა საქართველოს მეფეს. დავით აღმაშენებელმა მცირე ლაშქარი შეკრიბა და ერწუხთან გაუმართა ბრძოლა. ქართული ლაშქარი კარგად იყო გაწვრთნილი. საქართველოს მეფეს სამხედრო არსენალში ჰქონდა სტრატეგიული და ტაქტიკური სიახლენი. თავგანწირულ ქართველ მოლაშქრეებს გონიერი ხელმძღვანელი ჰყავდათ დავითის სახით, რომელიც პირადი მაგალითით აღაფრთოვანებდა და რწმენას უნერგავდა თანამებრძოლთ....
ვიკიპედიის სტატია:
სეპარატიზმის მოსურნენი და მეფის მოწინააღმდეგენი აშკარად თუ ფარულად იბრძოდნენ. როგორც კი ნახეს, რომ კახეთი და ჰერეთი საქართველოს მეფის ხელდებული და ერთიანი ქვეყნის შემადგენელი ნაწილი გახდა, ისინი მრავალი კახელითურთ გაეცალენ მის საზღვრებს და დახმარება სთხოვეს განძის ათაბაგს, რომელიც თურქეთის სულთნის მოხელე იყო. განძის ათაბაგმა შეკრიბა დიდი ლაშქარი. მასთან იყო მრავალი კახელი და „ქუეყნისა ერი“ „მტერთავე თანა გარემოდგომილი ჩვენდა“. ეს დიდი ძალა დაუპირისპირდა საქართველოს მეფეს. დავით აღმაშენებელმა მცირე ლაშქარი შეკრიბა და მტერს ერწუხთან გაუმართა ბრძოლა. ქართული ლაშქარი კარგად იყო გაწვრთნილი, საქართველოს მეფეს სამხედრო არსენალში ჰქონდა სტრატეგიული და ტაქტიკური სიახლენი. თავგანწირულ ქართველ მოლაშქრეებს გონიერი ხელმძღვანელი ჰყავდათ დავითის სახით, რომელიც პირადი მაგალითით აღაფრთოვანებდა და გამარჯვების რწმენას უნერგავდა თანამებრძოლთ.
ერთადერთი რამეა შეცვლილი: წერტილის ნაცვლად მძიმე! :) ესეც ალბათ ზრდილობის გულისთვის. სტატიის პირველი ნახევარი მთლიანად ასეა გადმოწერილი. არათუ წინადადებების წყობა, სტილიც კი არაა შეცვლილი. ქვეთავების სათაურებიც აგრეთვე როინისეულია.
ამ პრობლემის გამოსწორება ასე ადვილი ვერ იქნება. ასე რომ, სტატიას რჩეულობაზე მე ხმას ვერ მივცემ. Deu. 08:52, 29 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი

ალბათ უნდა წაიშალოს.--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:23, 31 ოქტომბერი 2016 (UTC)პასუხი

გამარჯობათ. დავითის ასულ თამარის მეუღლის შესახებ ინფორმაცია დასაზუსტებელია. სასურველია, გადაამოწმოთ და დააზუსტოთ. Fiqriasidamonize (განხილვა/წვლილი) 17:21, 30 აგვისტო 2022 (UTC)პასუხი

დაცვა

რედაქტირება

ეს გვერდი IP-ზე უნდა დაიბლოკოს. გადახედეთ ისტორიას. გიო ოქრო 17:44, 28 აპრილი 2022 (UTC)პასუხი

გეთანხმები. ალექსანდროს (განხილვა/წვლილი) 12:44, 5 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი
მეც ასე მგონია. და კიდევ - მობილური, არასტატიკური IP-ებიდან რომ არის დაშვებული რედაქტირება, ამაზე ცუდი ვიკიპედიის ცენტრს არაფერი მოუფიქრებია ჯერ. მუდმივად ცვალებადი IP-ის მქონე უცნობი ადამიანი როგორ გინდა, აკონტროლო, თვალი ადევნო, ვიკიპედიაში მაიმუნობა შეუზღუდო? --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 16:01, 5 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი
ერთწლიანი დაცვა ჩავურთე, მომავალში ვნახოთ.--DerFuchs მიწერა 17:11, 5 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი

რუკა

რედაქტირება

პირველი რუკა, რომელიც თითქოს ასახავს კავკასიას 1090 წელს, ამოსაღებია. არამარტო ამ სტატიიდან, ზოგადად ეს გერმანულ რუკებზე დაფუძნებული ქართული ვარიანტები და ორიგინალები უნდა გადაიხედოს. ნაწილი ამოსაღებია მთელი ვიკიდან. აქ მოცემული მდგომარეობა, რომ თითქოს ალანები ამ დროს საქართველოს ტერიტორიის რაღაც ნაწილს აკონტროლებდნენ არის ამ ცრუ რუკის ფაილი:Alania 10 12.png ანასახი, რომელიც ვინმე რუსი ისტორიკოსის მიხედვითაა შექმნილი, რაც სრულად არაენციკლოპედიური ფაქტია. გიო ოქრო 08:29, 27 აგვისტო 2023 (UTC)პასუხი

ვიკიპედია სავსეა მასეთი რუკებით, მაგათ თუ დავუჯერებთ ჯავა არასოდეს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში.https://commons.wikimedia.org/wiki/Category:Maps_of_the_history_of_the_Caucasus?uselang=ka ალიკო თარგამაძე (განხილვა/წვლილი) 15:27, 27 აგვისტო 2023 (UTC)პასუხი
გვერდ „დავით IV აღმაშენებელი“-ზე დაბრუნება.