განხილვა:აბუ-სიმბალი

ბოლო კომენტარი: 6 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა 85.114.255.41 თემაში და მაინც
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (16 აპრილი, 2011).

აბუ-სიმბალი – ასე ხომ არ უნდა იყოს? — ჯაბა ლაბაძე () 16:49, 30 მარტი 2010 (UTC)პასუხი

ალბათ არა ქსე-ში ტირეს გარეშეა— დათო_დათო 16:56, 30 მარტი 2010 (UTC)პასუხი

სიმბელი არა? — დავით პასუხი 07:45, 20 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი
ქსე-ში წერია აბუ სიმბლი (უნდა ვივარაუდოთ, რომ შეცდომას ადგილი არ აქვს). R. 08:49, 21 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

დათო. ქსე 70-იან წლებშია გამოცემული, ხოლო 1989 წელს გამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით: თუ უცხოური გეოგრაფიული სახელი დედანში შედგება ორი და მეტი სიტყვისაგან, ქართულად იწერება დეფისით ციტატა აქედანაა). — ჯაბა ლაბაძე () 08:52, 21 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

რა ვუყოთ სათაურს?

რედაქტირება
  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

დავამთავრე მუშაობა, ვთარგმნე გერმანულიდან. გაჩნდა რამდენიმე პრობლემა სათაურთან დაკავშირებით:

  1. ტირე საჭიროა თუ არა. ქსე ტირეს არ იყენებს. ჯაბას მიერ მოყვანილი წყარო კი გეოგრაფიულ სახელებში მოითხოვს ტირეს. მე ვფიქრობ, რადგან ეს ტაძართა კომპლექსია და არა დასახლება, ქსე–მ ტირე ამიტომ არ გამოიყენა. რუსული ვიკიპედია იყენებს ტირეს. რას ფიქრობთ, როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? (მე ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს)
  2. ამავე სახელწოდებით არსებობს ქალაქიც. გერმანული და ფრანგული ვიკიპედიების მაგალითი: de:Abu Simbel და de:Tempel von Abu Simbel; fr:Abou Simbel და fr:Temples d'Abou Simbel. მათ გაყოფილი აქვთ, ქალაქის შესახებ სტატია არის სათაურზე – აბუ სიმბალი, ხოლო ტაძრების შესახებ – აბუ სიმბალის ტაძრები. ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი: 1. ტაძრების შესახებ – აბუ სიმბალი და ქალაქის შესახებ – აბუ სიმბალი (ქალაქი). 2. ტაძრების შესახებ – აბუ სიმბალის ტაძრები და ქალაქის შესახებ – აბუ სიმბალი. მე პირადად მეორე ვარიანტი მომწონს, გერმანულისა და ფრანგულის მსგავსად, ვფიქრობ აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეგვიპტოლოგიური ლიტერატურა ძირითადად სწორედ ამ ორ ენაზე არსებობს.

გთხოვთ, გამოთქვათ თქვენი აზრი. — დავით პასუხი 10:55, 23 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ისიც გასარჩევია, სიმბალია თუ სიმბელი. — Taro განხილვაწვლილი 12:47, 23 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
ეგ გარკვეულია უკვე ზემოთ. — დავით პასუხი 16:34, 23 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მაშინ მეც მეორე ვარიანტი მომწონს, ანუ ქალაქი: აბუ სიმბალი; ტაძრები: აბუ სიმბალის ტაძრები — Taro განხილვაწვლილი 18:05, 23 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ტირეზე რას იტყვი? — დავით პასუხი 18:06, 23 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
ჩემი აზრით, ტირე აუცილებლად უნდა, ვეთანხმები ჯაბას არგუმენტს.--მიხეილ () 18:22, 23 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
მე პირველ ვარიანტს მივემხრობი, ანუ ტაძრების შესახებ – აბუ სიმბალი და ქალაქის შესახებ – აბუ სიმბალი (ქალაქი). ვენდობი ქსე-ს. :-) – BruTe () 07:47, 24 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

როგორც ჩანს ვერ ვარკვევთ. რა ვქნათ ახლა? — Taro განხილვაწვლილი 09:04, 24 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

რატომ ვერ გავარკვევთ :). დავუცადოთ სხვებსაც და გაირკვევა, რომელი ვარიანტი ჯობია. — დავით პასუხი 09:10, 24 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ტირეს რაც შეეხება, მეც ვემხრობი, რომ ტირე უნდა იყოს. — Taro განხილვაწვლილი 11:12, 24 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მეორე, ვემხრობი, რომ ტაძრები იყოს აბუ-სიმბალი და ქალაქი აბუ-სიმბალი (ქალაქი)--მიხეილ () 11:57, 24 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ტირე, აბუ-სიმბალი და აბუ-სიმბალი (ქალაქი). — ჯაბა ლაბაძე () 14:57, 24 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

დახმარება:უცხოური გეოგრაფიული სახელების გადმოცემა ქართულში - ამის მიხედვით ჯაბას მართალია, მაგრამ საინტერესოა ეს აღმოსავლეთ ქვეყნებსაც ეხება? იქნებ რამე ქალაქის მაგალითი იყოს წიგნში. მართალია ქსე უფრო ადრინდელია, მაგრამ 100%-ით გვაქვს ნორმა ამიტომ ვემხრობი დათოს (Dawid Deutschland) შემოთავაზებას. ქსე დროს დახმარება:უცხოური გეოგრაფიული სახელების გადმოცემა ქართულში მიხედვით ნიუ-იორკი (ქსე, . ტ. 7, გვ. 447, თბ., 1984) ტირე წერია, ხოლო აბუ სიმბალი (ქსე, ტ. 1, გვ. 47, თბ., 1975)არა.--ცანგალა () 16:59, 24 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ხო მეც ცოტა დავიბენი. საზღვარგარეთის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში (თბ. 1989 წ. გვ. 21) წერია:

ისე შესაძლოა რადგან ეს ტაძარია მართლაც მაგიტომ არ გამოიყენება ტირე ქალაქთან კი ალბათ საჭიროა. — ჯაბა ლაბაძე () 17:07, 24 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ვაახ. მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია, თბ. 2009 წელი, გვ. 10 რუკაზე წერია აბუ-სიმბლი. — ჯაბა ლაბაძე () 17:13, 24 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მონაწილე:David1010, ვთხოვ ნახოს ქსე, ტ.4 გვ. 14 სტატია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის შესახებ რუკა. ყველა ორი სიტყვიანი სახელები არის ტირეთი. მაგ. აბუ-ჰუსაინი. აგრეთვე რადგანაც ქსე-ეს უფრო ახალი გამოცემები გვაქვს ალბათ უნდა მივენდოთ მათ. ახლა კი აბუ-სიმბლი თუ აბუ-სიმბლი. საინტერესო ყოველთვის ისაა როდის და ვის მიერ შეიცვალა ნორმა. სამწუხაროდ ეს ინფორმაცია ჩვენ არ ვიცით.--ცანგალა () 18:28, 24 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

აბუ სიმბალი – ენციკლოპედია საქართველოს პირველ ტომში არ ეწერება? — ჯაბა ლაბაძე () 18:37, 24 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

(რედ. კონფლიქტი) რადგან ტირეს ქსე ყველა სხვა შემთხვევაში იყენებს გარდა აბუ სიმბალისა, ალბათ ამას რაიმე ჩვენთვის უცნობი მიზეზი აქვს (მე ვფიქრობ, ალბათ იმიტომ, რომ ამ სიტყვის პირველი მნიშვნელობა ტაძართა კომპლექსია და არა ქალაქი). რაც შეეხება სიმბელი/სიმბალის საკითხს, მე მაინც მგონია, რომ მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედიაზე მეტად ქსე უფრო წინ უნდა დავაყენოთ ამ შემთხვევაში, მიუხედავად სიძველისა... — დავით პასუხი 18:39, 24 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
უი, მართალი ხარ ჯაბა. ა ასოზეა და წესით უნდა ეწეროს. იქნებ ნახოს ვინმემ. — დავით პასუხი 18:40, 24 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
აბუ სიმბალი, კლდეში გამოკვეთილი ტაძრები (ძვ. წ. XIII ს.) მდინარე ნილოსის მარცხენა ნაპირზე (სამხრეთ ეგვიპტე, ძვ. ნუბია). ... (ქსე, ტ. 1, გვ. 47, თბ., 1975)--ცანგალა () 19:48, 24 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ცანგალა თუ არ ვცდები შენ ახალი ენციკლოპედია საქართველოც გაქვს. იქ არ გინახავს? — ჯაბა ლაბაძე () 19:55, 24 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ცანგალა ეხლა ვნახე ეგ რუკა და ყველა ორი და მეტი სიტყვისაგან შემდგარი სახელი ტირეთი წერია. ასევე მაგავე მე-4 ტომში გვ.6 ძველი ეგვიპტის რუკაზე წერია აბუ-სიმბალი ტირეთი--დავით XXI   20:02, 24 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

პირველი ტომი რომ გამოიცა, როგორც ჩანს მას მერე მეოთხე ტომის გამოცემამდე დაადგინეს ამ დასახელების დაწერილობა. უეჭველია მეოთხე ტომი უფრო სანდოა. — ჯაბა ლაბაძე () 20:19, 24 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
მაშ გადავიტანოთ? თუ მაინც ენციკლოპედია საქართველოსაც დავუცადოთ? — დავით პასუხი 05:59, 25 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ახალი წყარო:
მოსწავლის ატლასი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2007: აბუ-სიმბელიTaro განხილვაწვლილი 08:55, 25 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

სკოლის წიგნებს ვერ ვენდობით... — დავით პასუხი 09:16, 25 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

არაა სკოლის წიგნი, ატლასია. მოსწავლის იმიტომ აწერია, რომ პატარაა. სხვათა შორის, ბაკურ სულაკაურის გეოგრაფიის ენციკლოპედიაშიც აბუ-სიმბელი არის. — Taro განხილვაწვლილი 09:18, 25 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ენციკლოპედია საქართველოში სტატია არ არსებობს. --ცანგალა () 12:16, 25 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მე რაღაც დათოს ვერსია უფრო ლოგიკურად მიმაჩნია, თან საკმაოდ კარგად დაასაბუტა.--იორგი 12:57, 25 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

უცხოურ ვიკიპედიებში სიმბელი-ა ყველგან და ჩემი ვარადუით აბუ-სიმბელი უნდა იყოს, თან წყაროც მოვიყვანე — Taro განხილვაწვლილი 13:32, 25 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
საოცრად ავირ დავირიე, ვეღარ გავიგე ვერაფერი... აბუ–სიმბელზე გადავიტანოთ? :@ — დავით პასუხი 13:37, 25 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მე მაგის მომხრე ვარ. — Taro განხილვაწვლილი 23:28, 25 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

კენჭისყრასავით

რედაქტირება

ბევრი ვარიანტი გამოჩნდა და ყველანი დავიბენით. არ მინდა, რომ გაჭიანურდეს, ამიტომ გთავაზობთ, პატარა კენჭისყრა მოვაწყოთ. — დავით პასუხი 10:07, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

  1.   (მომხრე) – ვფიქრობ ასე უნდა იყოს, ქსე–ს ვეყრდნობით ხოლმე ხშირად. შეცდომა ნამდვილად არაა, იმიტომ რომ რუკის გარდა სტატიასაც ასე ჰქვია. ტირე კი ალბათ იმიტომ არაა საჭირო, რომ ამ სიტყვების პირველადი მნიშვნელობა ტაძრებია და არა ქალაქი. — დავით პასუხი 10:09, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
  1.   (მომხრე)--მიხეილ () 10:11, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
  2.   (მომხრე) ქსე-ს მეოთხე ტომში სწორედ ასეა. (იხ. ჩემი კომენტარი ზემოთ) -ჯაბა ლაბაძე () 10:23, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
  3.   (მომხრე) გასაგებია, ე. ი. როგორც ჩანს ტირეს გამოყენების წესი I ტომის გამოცემისას არ ჰქონდათ და მერე შემოიღეს. შესაბამისად, ვეყრდნობით ქსე–ს მე–4 ტომს. — დავით პასუხი 11:15, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
  4.   (მომხრე)- ავტორიტეტული წყაროა და, შეძლებისდაგვარად, უახლესი.—G.G. 11:45, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
  5.   (მომხრე) — Taro განხილვაწვლილი 13:47, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
  6.   (მომხრე)--ცანგალა () 13:23, 28 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
  7.   (მომხრე)--დავით XXI   13:39, 28 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
ის არაა საეჭვო, ყველა ენაზე რო სიმბელია და ჩვენთან სიმბალი? — Taro განხილვაწვლილი 13:33, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ქართულად ასეა სწორი და რა ვუყოთ? ისპაანი – ესეც მარტო ქართულადაა ასე. — დავით პასუხი 13:36, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

რის მიხედვითაა სწორი ეგ ვერ გავიგე. და რატო არ ვუშვებთ, რომ ქსე-მ შეცდომა დაუშვა? — Taro განხილვაწვლილი 13:37, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

იმიტომ, რომ ქსე, გვინდა თუ არ გვინდა, არის უკანასკნელი ენციკლოპედიური კრებული, რომელიც იცავს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის მიერ დადგენილ ნორმებს. — დავით პასუხი 13:42, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

კარგი, გადმომაქვს ხმა აქეთ. — Taro განხილვაწვლილი 13:47, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
  1.   (მომხრე) — Taro განხილვაწვლილი 13:33, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი


აბუ-სიმბელი

რედაქტირება

უკაცრავად, სწორი ვარიანტია "აბუ-სიმბელი" და არა "აბუ-სიმბალი", რომელიც ძალიან უცხოდ და დამახინჯებულად ჟღერს. დარწმუნებული ვარ რომ ეს სახელი რომელიმე არაბული წყაროდან არის გადმოტანილი. ყველა (უმეტესად ევროპულ) სტატიაში მას აბუ-სიმბელი და არა აბუ-სიმბალი ეწოდება, ძალიან გთხოვთ შეასწოროთ!

Nera456 განხილვა 20:18, 26 მაისი 2013 (UTC)პასუხი

ნახეთ ამ ტექსტის ზემოთ არსებული განხილვა. — მიხეილ მიწერა 16:23, 26 მაისი 2013 (UTC)პასუხი

და მაინც

რედაქტირება

სწორი ვარიანტია აბუ სიმბელი. შეიძლება ბევრი წყარო არსებობს, ქსე და ა.შ. სადაც სტატიის ვარიანტის სათაურითაა მოხსენიებული, მაგრამ უახლესი წყაროების მიხედვით სწორი დასახელებაა აბუ სიმბელი. მანანა ხვედელიძის მიერ შედგენილ ნაშრომში - ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია, მაქსიმალურადაა დაცული ეგვიპტური სახელების, დასახელებების, სახელწოდებების და ა.შ. ეგვიპტურთან მაქსიმალურად მიახლოებული ფორმები. დაწყებული ამენხოტეპის არასწორი ინტერპრეტაციის შსწორებით (ამონემხატი, ამონხეტეპი), დამთავრებული, თუნდაც აბუ სიმბელით. იხ. ხვედელიძე, მ. (2013). ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია. თბილისი, ქარჩხაძის გამომცმელობა. გვ. 13-14.--85.114.255.41 12:45, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

გვერდ „აბუ-სიმბალი“-ზე დაბრუნება.