აბუ-დაბი

(გადამისამართდა გვერდიდან აბუ-ზაბი)

აბუ-დაბი, აბუ-ზაბი (არაბ. أبو ظبيირმის მამა)[1]არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი და მოსახლეობის მხრივ ქვეყნის მეორე უდიდესი ქალაქი. აბუ-დაბის საამიროს ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს T-ს ფორმის კუნძულზე, რომელიც სპარსეთის ყურეში, ცენტრალურ დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს. საკუთრივ ქალაქის მოსახლეობა 2012 წლის მონაცემებით 621 000 ადამიანს შეადგენს.[2]

ქალაქი
აბუ-დაბი
أبو ظبي
დროშა

ქვეყანა არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 24°28′00″ ჩ. გ. 54°22′00″ ა. გ. / 24.46667° ჩ. გ. 54.36667° ა. გ. / 24.46667; 54.36667
შეიხი ხალიფა ბინ ზაიედ ალ ნაიანი
ფართობი 67 340 კმ²
ცენტრის სიმაღლე 14 მეტრი
ოფიციალური ენა არაბული ენა
მოსახლეობა 621 000 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 9 221,9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი 00971
ოფიციალური საიტი abudhabi.ae
აბუ-დაბი — არაბთა გაერთიანებული საამიროები
აბუ-დაბი

დაარსდა 1761 წელს. მნიშვნელოვან ქალაქად იქცა 1958 წელს ნავთობის აღმოჩენის შემდეგ. აბუ-დაბიში განთავსებულია მნიშვნელოვანი დაწესებულებები და ფედერალური მთავრობა, ასევე წარმოადგენს არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის ცენტრსა და ემირის ოჯახის განსათავსებელ ქალაქს, რომლის წარმომადგენელიცაა ქვეყნის პრეზიდენტი. აბუ-დაბი ზრდასთან ერთად კოსმოპოლიტურ მეტროპოლისად იქცა. სწრაფმა განვითარებამ და ურბანიზაციამ ასევე მოსახლეობის საშუალო შემოსავლების შედარებით მაღალმა დონემ აბუ-დაბი მსხვილ და სასურველ მეტროპოლისად გარდაქმნა. დღესიათვის ქალაქი ქვეყნის პოლიტიკური და სამრეწველო საქმიანობების ცენტრი, ასევე მთავარი კულტურული და კომერციული ცენტრია, რის გამოც იგი დედაქალაქის პოზიციას ფლობს. 2008 წელს, აბუ-დაბი არაბთა გაერთიანებული საამიროების მთლიანი მშპ-ის 56,7%-ს აწარმოებდა.[3]

აბუ-დაბიში ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუციები, მრავალი კომპანიისა და მულტინაციონალური კორპორაციების სათავო ოფისები. აბუ-დაბი, როგორც ნავთობის ერთ-ერთმა უდიდესმა მწარმოებელმა მსოფლიოში, ბოლო დროს აქტიურად დაიწყო ეკონომიკის დივრესიფიცირება ფინანსურ სექტორსა და ტურიზმში ინვესტირების გზით.

დემოგრაფია

რედაქტირება

საამირო მოიცავს 67 341 კმ2-ს, არაბეთის გაერთიანებული სამეფოს თითქმის 87%-ს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 21,73/კმ2-ს შეადგენს, რაც მას ყველაზე დიდ საამიროდ აქცევს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.[4] აბუ-დაბი მსოფლიოს 67-ე ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქს წარმოადგენს, ხოლო სიდიდით მეორე ადგილს იკავებს რეგიონში დუბაიის შემდეგ.[5]

2014 წლის მონაცემებით, საამიროში მცხოვრები 2 650 000 ადამიანიდან 477 000 იყო არაბეთის გაერთიანებული საამიროს მოქალაქე. ანუ მოსახლეობის დაახლოებით 80% იყო უცხოეთიდან ჩამოსული.[6] საამიროში საშუალო ასაკი დაახლოებით 30 წელი იყო. შობადობა, 2005 წლისთვის, შეადგენდა 13,6%-ს, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ს.[7]

UAE-ს დროებითი კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური სახელმწიფო რელიგია ისლამია.[8] აბუ-დაბის მკვიდრი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის ნეპალის, ინდოეთის, პაკისტანის, ერიტრეას, ეთიოპიის, სომალის, ბანგლადეშის, შრი-ლანკის, ფილიპინების, გაერთიანებული სამეფოსა და სხვადასხვა არაბული ქვეყნების წარმომადგენლები. ამ ემიგრანტთა ნაწილი ქვეყანაში მრავალი ათეული წლის განმავლობაში ცხოვრობდა, რომელთაგანაც ძალიან მცირე რიცხვმა მიიღო ქვეყნის მოქალაქეობა.[9]

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი აბუ-დაბი არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, სპარსეთის ყურის მახლობლად. ის მდებარეობს მატერიკზე 250 მეტრით დაბლა. შეიხ ზაიდის ხიდი, რომელიც ზაჰა ჰადიდმა დააპროექტა, გაიხსნა 2010 წლის ბოლოს. კუნძული აბუ-დაბი ასევე უკავშირდება საადიატის კუნძულს ხუთი საავტომობილო ხიდით. ალ-მაფრაქის ხიდი აკავშირებს ქალაქ რეემის კუნძულთან, ხიდის მშენებლობა 2011 წლის დასაწყისში დასრულდა. ხიდი არის ძალიან განიერი, მასზე განთავსებული საავტომობილო გზა 27 ხაზისგან შედგება, რაც საშუალებას აძლევს საათში დაახლოებით 25 000 ავტომობილს, რომ თავისუფლად გადაადგილდეს.[10]

აბუ-დაბის უმეტესი ნაწილი კუნძულზე მდებარეობს, მაგრამ მას მრავალი გარეუბანი აქვს, მაგალითად, ხალიფას ქალაქი.[11][12]

აბუ-დაბის ყურის წყლები ინდო-წყნარი ოკეანის დელფინების მსოფლიოში ყველაზე დიდ პოპულაციას ფლობს.[13][14][15] კუნძულის აღმოსავლეთით არის მანგროვის ეროვნული პარკი.[16]

აბუ დაბის აქვს უდაბნოს ცხელი ჰავა (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით - BWh). მთელი წლის განმავლობაში მზიანი დღეები და უღრუბლო, მოწმენდილი ცაა. თვეები ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ძირითადად, ძალიან ცხელი და ნოტიოა, მაქსიმალური ტემპერატურა კი საშუალოდ 41 °C-ზე მაღალია. ამ პერიოდის განმავლობაში, ქვიშაქვების მტვერი ჰაერში იბნევა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ეს ხილვადობას რამდენიმე მეტრამდე ამცირებს.[17]

უფრო დაბალი ტემპერატურაა ნოემბრიდან მარტამდე. ამ პერიოდში აგრეთვე გვხვდება ნისლი და ზოგჯერ რამდენიმედღიანი წვიმა. საშუალოდ, იანვარი წლის ყველაზე ცივი თვეა, აგვისტო კი ყველაზე ცხელი. ჩრდილოეთი ტროპიკი გადის არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე. ქვეყნის სამხრეთ ნაწილი კი ტროპიკებშია მოხვედრილი.

ტრანსპორტი

რედაქტირება

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

რედაქტირება
 
ნომერი 56 ავტობუსი აბუ-დაბიში.

აბუ დაბის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შედის ავტობუსი, ტაქსი, ბორანი და ჰიდროპლანი.[18] ტაქსი მარტივად საცნობია, ვინაიდან მათ დამახასიათებელი ფერი აქვთ, ძირითადად ვერცხლისფერი ან თეთრი ფერი.[19]

პირველად ქალაქში ავტობუსის სერვისში ამოქმედდა 1969 წელს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან არაფორმალური იყო. შემდგომში ავტობუსების მომსახურება სტაბილურად გაფართოვდა და 2008 წლის ბოლოსთვის 230 ავტობუსს მოიცავდა. 2009 წელს ტრანსპორტის დეპარტამენტი გეგმავს, რომ ქალაქში 21 ავტობუსის მარშრუტი იყოს, რომელშიც 820 ავტობუსი ჩაეთვება. 2010 წლისთვის სულ დაგეგმილია 1 360 ავტობუსის ფუნქციონირება.[20] 2030 წელს მოსალოდნელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფართოება.[21] გეგმის თანახმად მეტროს ხაზის მანძილი 130 კილომეტრით უნდა გაიზარდოს, ხოლო ტრამვაის 340 კმ-ით.

საჰაერო ტრანსპორტი

რედაქტირება

აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტი (AUH) არის მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. 2015 წელს აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რიცხვი 17,2 პროცენტით გაიზარდა, ამ წლის განმავლობაში, აეროპორტი 23 მილიონზე მეტ ტურისტს მოემსახურა. ახლახან აშენდა მე-2 ბილიკი და ახალი ტერმინალი.[22] 2019 წლის 30 ივნისს აბუ-დაბის საზოგადოების განვითარების დეპარტამენტმა აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალურად გახსნა სალოცავი ოთახები სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანებისათვის.[23]

წყლის ტრანსპორტი

რედაქტირება

საამიროს აქვს მრავალი ნავსადგური. ერთ-ერთი არის „ზაიდის პორტი“. დანარჩენი არის „მუფაფას პორტი“ და „ხალიფას პორტი“, რომლებიც გაიხსნა 2012 წელს.[24] ეს ნავსადგურები „აბუ-დაბის პორტების კომპანიის“ მიერ იმართება, რომელიც აგრეთვე მართავს აბუ-დაბის ტერმინალებს.[25] ბორანების გარკვეული რაოდენობა იმართება საამიროების მთავრობის მიერ.[26]

ეკონომიკა

რედაქტირება
ფაილი:Night city 18-01-2013 - panoramio.jpg
ეტიჰადის ტაუერი საღამმოს.

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში არსებული ნახშირწყალბადების დიდი რაოდენობა მას მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ანიჭებს. აბუ-დაბი ფლობს ამ რესურსების უმეტესი ნაწილს - ნავთობის 95%-სა და ბუნებრივი აირის 92%-ს.[27] რაც ნიშნავს, რომ აბუ-დაბი ფლობს მსოფლიოში ჩვენთვის ნაცნობი ნავთობის რეზერვების 9%-სა (98,2 მილიარდი ბარელი) და მსოფლიოს ბუნებრივი აირის თითქმის 5%-ს (5,8 მილიარდი კუბური მეტრი ან 200 მილიარდი კუბური ფუტი). 2010 წელს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ნავთობპროდუქტების წარმოება დაახლოებით 2,3 მილიონ ბარელს შედგენდა (BPD),[28] და მიმდინარეობს პროექტები, რომელიც გაზრდის წარმოებას 3 მილიონამდე. ბოლო წლების განმავლობაში, ყურადღება გამახვილდა ბუნებრივ აირზე. გაზის მოპოვება არ არის მარტივი პროცესი, ხოლო აქ არსებული გაზი მდიდარია წყალბადის სულფიდით და ეს მახასიათებელი გაზის დამუშავების პროცესს საკმაოდ აძვირებს.[29]

ქალაქში 1 ტრილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული. 2010 წელს მშპ-ს მაჩვენებელმა ერთ სულ მოსახლეზე 49 600 აშშ დოლარს მიაღწია, რაც მსოფლიოში მეცხრე ადგილს ნიშნავს. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს აქვთ სწრაფად მზარდი ეკონომიკა. 2006 წელს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი გაიზარდა 9% -ით, რაც მშპ-ს მაჩვენებელს ერთ პირზე 49 700-მდე ზრდიდა. აბუ-დაბის სუვერენული სიმდიდრის ფონდი, აბუ-დაბის საინვესტიციო ორგანო (ADIA), ამჟამად შეფასებულია 875 მილიარდ აშშ დოლარად, იგი არის მსოფლიოში ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სუვერენული ფონდი მთლიანი აქტივების ღირებულების თვალსაზრისით.[30] აბუ-დაბის მთავრობა ცდილობს გააფართოვოს შემოსავლები ნავთობისა და გაზის წარმოებიდან და ასევე ტურიზმიდან. 2009 წელს აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.[31]

ქალაქის დაგეგმარება

რედაქტირება
 
სანაპირო „როტანა“, აბუ-დაბი.

1970-იან წლებში დაგეგმილი იყო, რომ სავარაუდოდ, მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა 600 000 იქნებოდა.[32] მოსახლეობის სიმჭიდროვე მაქსიმალურია კუნძულის ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილში. ამ ეტაპზე მთავარ ქუჩებზე მდებარეობს დიდი რაოდენობით 20-დან 30-სართულამდე სიმაღლის შენობა. ეს ნაგებობები მართკუთხა ფორმისაა, ხოლო შენობების შიდა ტერიტორიაზე არის ჩვეულებრივი გზები, ორსართულიანი ვილები ან ექვს სართულიანი ნაგებობები.

ამ დაგეგმარების გამო, ქალაქი თანამედროვე ტიპისაა, აქ განთავსებულია მრავალსართულიანი ოფისები, საცხოვრებელი შენობები, დიდი ბულვარები და მაღაზიები. ძირითადი სამუშაო ადგილებია: „კორნიჩი“, „აეროპორტის გზა“, „შეიხ ზაიდის ქუჩა“, „ჰამდანის ქუჩა“ და „ხალიფას ქუჩა“. აბუ დაბი რეგიონში ცნობილია თავისი გამწვანებული გარემოთი, ყოფილი უდაბნოს ზონების მაგივრად, დღეს მათ ადგილზე მრავალ პარკსა და ბაღს ვხვდებით. შიდა საქალაქო გზებისა და ძირითადი გზების პროექტირება საკმაოდ ორგანიზებულია.[33]

ზოგადად, ფოსტა იგზავნება მხოლოდ საფოსტო ოფისში, ამასთან, კომერციული ორგანიზაციებისთვის ადგილზე მიწოდება ხდება. ქალაქში უამრავი პარკია. შესვლა ჩვეულებრივ უფასოა ბავშვებისთვის, თუმცა, უფროსები შესვლისთვის დაწესებულ თანხას ხშირად იხდიან. კორნიჩი, ქალაქის ზღვის სანაპირო, სიგრძით დაახლოებით 10 კილომეტრია.[34]

2007 წელს შეიქმნა „აბუ-დაბის ურბანული დაგეგმარების საბჭო“ (UPC), რომელიც წარმოადგენს სააგენტოს, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა აბუ-დაბის ურბანულ მომავალსა და ვიზუალურ დაგეგმარებაზე.

განათლება

რედაქტირება

აბუ-დაბიში მდებარეობს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კერძო სკოლები და უნივერსიტეტები. ემირატის ყველა სკოლა ექვემდებარება აბუ-დაბის განათლების საბჭოს უფლებამოსილებას. ეს ორგანიზაცია ზედამხედველობს და მართავს საჯარო სკოლებს. 2009 წლიდან საბჭომ მოიყვანა ათასობით ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ლიცენზირებული პედაგოგი, რომლებიც ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან იყვნენ.

2008 წელს აბუ-დაბის სკოლებში დაიწყო ჯიუჯიცუს პროგრამა. იგი ჩაეშვა 14 სკოლაში, მე-6 და მე–7 კლასის მოსწავლეებისთვის და მას შემდეგ გაფართოვდა და შევიდა 42 სახელმწიფო სკოლაში; 81 ბრაზილიელი მწვრთნელი მოიწვიეს სპეციალურად ამ გაკვეთილებისათვის.[35]

კინო და მედია

რედაქტირება

2010 წლიდან აბუ-დაბი გახდა ჰოლივუდისა და ბოლივუდის ფილმების გადაღების ერთ-ერთი მთავარი ადგილი. აბუ-დაბიში გადაღებულია მრავალი ფილმი, მათ შორის: სამეფო, სექსი დიდ ქალაქში 2, ფორსაჟი 7, ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება, ომის მანქანა და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. [1] დაარქივებული 2011-05-25 საიტზე Wayback Machine. UAE Interact
  2. United Arab Emirates: largest cities and towns and statistics of their population დაარქივებული 2013-07-23 საიტზე Wayback Machine. . World Gazetteer.
  3. Gulfnews: Dubai contributes more than 30% of the UAE economy დაარქივებული 2009-09-25 საიტზე Wayback Machine. . Archive.gulfnews.com (2009-06-16). Retrieved on 2009-07-16.
  4. UAE Permanent Mission in Vienna " The UAE-Seven Emirates. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 October 2013. ციტირების თარიღი: 30 August 2013
  5. Gulfnews: Cost of living rises for ex-pats in Abu Dhabi and Dubai. Gulf News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 July 2009. ციტირების თარიღი: 7 July 2009.
  6. Updated version of "Explore Abu Dhabi through Statistics, 2015" released. UAE interact. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 October 2015. ციტირების თარიღი: 12 November 2015.
  7. The People : AbuDhabi. Abudhabi.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 August 2009. ციტირების თარიღი: 7 July 2009.
  8. Al-Muhairi, Butti Sultan Butti Ali (1 January 1996). „The Position of Shari'a within the UAE Constitution and the Federal Supreme Court's Application of the Constitutional Clause concerning Shari'a“. Arab Law Quarterly. 11 (3): 219–244. doi:10.2307/3381877. ISSN 0268-0556.
  9. Moving to Abu Dhabi – expats living in Abu Dhabi – Expat Arrivals (18 October 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 January 2013.
  10. Abu Dhabi Municipality | Media Center. Municipality of Abu Dhabi City. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 February 2011. ციტირების თარიღი: 7 February 2011.
  11. {{|date=June 2017 |bot=InternetArchiveBot |fix-attempted=yes}}
  12. Al Raha Beach Hotel ***** – Luxury Hotel Abu Dhabi – OFFICIAL SITE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 November 2012.
  13. WAM 2017 Abu Dhabi has world's largest population of humpback dolphins დაარქივებული 21 September 2017 საიტზე Wayback Machine. . Emirates 24/7. Retrieved 21 September 2017
  14. Gulf New 2017. Abu Dhabi proves a haven for humpback dolphins დაარქივებული 20 September 2017 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 21 September 2017
  15. Sanker A.. 2017. Abu Dhabi leads world in humpback dolphin numbers დაარქივებული 21 September 2017 საიტზე Wayback Machine. . Khaleej Times. Retrieved 21 September 2017
  16. Dennehy, John (2019-04-01). „Motorists face major roadworks on busy Abu Dhabi street“. The National. ციტირების თარიღი: 2019-04-02.
  17. McClenaghan, Gregor. (13 February 2009) Sandstorms sweep across region. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 December 2012.
  18. Mehmet Kahveci. Abu Dhabi Travel Guide | Turizm.com: Your One-stop Travel Partner. Turizm.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 May 2013. ციტირების თარიღი: 12 March 2013.
  19. Welcome to Abu Dhabi – Taxis დაარქივებული 1 July 2014 საიტზე Wayback Machine. . Visitabudhabi.ae (9 August 2014)
  20. Kwong, Matt. (5 July 2008) Buses bulge with passengers. The National. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 May 2013. ციტირების თარიღი: 27 May 2013.
  21. Mohamed bin Zayed Views ‘The Surface Transport Master Plan 2030’. 'Department of Transport, Abu Dhabi' (1 April 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 August 2009. ციტირების თარიღი: 22 July 2009.
  22. Passenger numbers at Abu Dhabi airport up 17% on the year. The National. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 April 2017. ციტირების თარიღი: 12 April 2017.
  23. Abu Dhabi International Airport officially opens its multi-faith prayer room. Arabian Aerospace. ციტირების თარიღი: 1 July 2019.
  24. Khalifa Port now fully operational en (2012-12-09). ციტირების თარიღი: 2019-02-10
  25. Nambiar, Meenakshi. ADT signs 30-year concession for first Khalifa port container terminal en-gb. ციტირების თარიღი: 2019-02-10
  26. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-05. ციტირების თარიღი: 2020-08-08.
  27. Kapur, Shuchita. Abu Dhabi's oil reserves to last another 150 years. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 February 2015.
  28. „UAE Crude Oil Supply 4-year overlay“ (PDF). Oil Market Report. International Energy Agency. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 29 September 2011. ციტირების თარიღი: 20 June 2011.
  29. Morton, Michael Quentin, "The Abu Dhabi Oil Discoveries", GEO Expro article, issue 3, 2011.GEO ExPro – The Abu Dhabi Oil Discoveries დაარქივებული 17 February 2012 საიტზე Wayback Machine.
  30. Asset-backed insecurity. The Economist. 17 January 2008 დაარქივებული 31 January 2009[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  31. Abu Dhabi's Urban Development Plan დაარქივებული 16 August 2011 საიტზე Wayback Machine. . Forbes Custom. 8 April 2011
  32. www.OfficePlusUAE.com – Contact Us. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო 2020.
  33. Google Map of Abu Dhabi. Google Maps.
  34. The Corniche დაარქივებული 2 December 2013 საიტზე Wayback Machine.
  35. Judo federation wants younger state pupils to take up the sport (6 July 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 July 2011.