განადგურებული ლიტერატურული ნაწარმოებები
ამ დასაწერია შესავალი ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|განადგურებული ლიტერატურული ნაწარმოებები}} |
განადგურებული ქართული ნაწარმოებები
რედაქტირება- ცენზურის მოთხოვნით განადგურდა ალექსანდრე ყაზბეგის რომანი ელგუჯა – ავტორის მიერ საბოლოოდ ჩასწორებული ვერსია. ორიოდ ცალი სტამბის მუშებმა გადაარჩინეს.
- საქართველოს მწერალთა კავშირისა და პარტიის ცენტრალური კომიტეტის ჩარევით დაიჭრა და მოისპო ლადო ასათიანის პირველი პოეტური კრებული „წინაპრები“ – გადარჩა ორიოდ ცალი, ისიც კვლავ სტამბის მუშების წყალობით.
განადგურებული საზღვარგარეთული ნაწარმოებები
რედაქტირება- ნიკოლაი გოგოლმა მკვდარი სულების მეორე ტომი ცეცხლში დაწვა. რუსულმა ლუტერატურათმცოდნეობამ ამ ფაქტს ასეთ ახსნა მისცა: რუსეთის სიცარიელე იხილა, განიცადა და ეს ვერ გადაიტანაო.
- 1866 წლის 18 თებერვალს ფიოდორ დოსტოევსკი მეგობარს სწერდა, რომ რომანი დანაშაული და სასჯელი დაწვა: „მე თვითონ არ მომეწონა. ახალმა გეგმამ გამიტაცა და თავიდან დავიწყე“.
- რობერტ ლუის სტივენსონის ცოლმა მისი რომანის „დოქტორ ჯეკილი და მისტერ ჰაიდი“ პირველი ხელნაწერი დაწვა. სტივენსონების მეგობრისადმი მიწერილ წერილში უ.ე. ჰენგოი ამას იმით ხსნის, რომ წიგნი სრული სისულელის ნაზავი იყო.
- ბევრი რამ არ შემორჩა მორის მეტერლინკის პირველ ნაწარმოებთაგან, რადგან თვით ავტორის მიერ განადგურდა. გადარჩა მხოლოდ ფრაგმენტები.
- ფრანც კაფკა თავის მეგობარს მაქს ბროდს ანდერძში სთხოვდა, დაეწვა რომანები ამერიკა, პროცესი, ციხე–სიმაგრე და მოთხრობების კრებული „ჩინეთის კედლის მშენებლობაზე“. მაქს ბროდმა არ შეასრულა ანდერძი და 1925–1931 წლებში გამოსცა წიგნები, რამაც კაფკას მსოფლიო აღიარება მოუტანა.
- მიხეილ ბულგაკოვმა რომანის ოსტატი და მარგარიტა პირველი რედაქცია გაანადგურა: „და მე ჩემი ხელით ვისროლე ცეცხლში ეშმაკზე რომანის შავი პირი“! დამწვარი რომანისაგან წინასწარი მონახაზის შავი პირი, დახეულფურცლებიანი ორი საერთო რვეული და მესამე რვეულის დაფლეთილი პატარა კონაღა შემორჩა. მწერალმა რამდენიმე წლის დღიური, თეთრი გვარდიის მეორე და მესამე ტომის შავი ვარიანტები და ბევრი სხვა რამაც გაანადგურა.
- ბორის პასტერნაკის პიესა „ამ ქვეყანაზე“ ალექსანდრე ფადეევმა „ჩვენი დროისათვის უხერხულად“ მიიჩნია და ავტორმაც პიესა გაანადგურა, თუმცა ზოგიერთი სცენა შემდეგ ექიმ ჟივაგოში გამოიყენა.
- ანა ახმატოვამ გაანადგურა თავისი ნაწარმოებები „რუსული ტრიანონი“ და „ჩემი ახალგაზრდა ხელები“. ისინი მხოლოდ ნაწყვეტებად შემორჩა.
- ენათმეცნიერის, მწერლისა და ეთნოგრაფის ვლადიმერ დალის რუსული ზღაპრების პირველ კრებულში ცენზურამ ხელისუფლების კრიტიკა დაინახა, ამიტომაც ტირაჟი მთლიანად ამოიღეს და გაანადგურეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- განადგურებული ლიტერატურული ნაწარმოებები, „ჩვენი მწერლობა“, № 17, 2006 წ.