გაიას ჰიპოთეზა

(გადამისამართდა გვერდიდან გაიას თეორია)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გაიას ჰიპოთეზა (ინგლ. Gaia hypothesis) — მეცნიერული კონცეფცია დედამიწაზე და კაცობრიობაზე, როგორც გლობალურ ცოცხალ ორგანიზმზე.

პლანეტა დედამიწა
სუპერორგანიზმი გაია

ჰიპოთეზა დედამიწაზე, როგორც სუპერორგანიზმზე, რომელსაც თვითრეგულაციის შედეგად, მუდმივად შეუძლია გარემოს ძირითადი პარამეტრების შენარჩუნება. ამასთან, ენერგიის სხვადასხვა დონეზე, რომელიც მზისგან მოდის, პლანეტის ზედაპირის ტემპერატურის მიახლოებით ერთ დონეზე შენარჩუნება შეუძლია.

წინაისტორია

რედაქტირება

XVIII საუკუნეში, იდეა დედამიწაზე, როგორც ცოცხალ ორგანიზმზე პირველად გამოთქვა ჯეიმზ ჰატონმა (1726—1797), ედინბურგში სამეფო საზოგადოებაში ლექციაზე, სადაც მან კოლეგებს შესთავაზა დედამიწის ცოცხალ ორგანიზმად განხილვა, რომელიც ფიზიოლოგიის შესწავლის საგანს წარმოადგენს[1]. ის 1785 წელს, გამოვიდა წინადადებით, რომ დედამიწა — ცოცხალი ზეორგანიზმია, რომელსაც ნივთიერებათა ცვლის და სუნთქვის (რომლებიც გამოიხატებიან გეოლოგიური პროცესებით — მაგალითად, როგორიცაა ეროზია) საკუთარი სისტემები აქვს[2].

 
ჯეიმზ ლავლოკი, 2005

1972 წელს, ჯეიმზ ლავლოკმა (ინგლ. James Ephraim Lovelock) და ლინ მარგულისმა გაიას (დედამიწის) ჰიპოთეზა განიხილეს ისე, რომ მთის წიაღის ევოლუცია და სიცოცხლის ევოლუცია შესაძლოა მჭიდროდ იყონ დაკავშირებულები ერთმანეთთან და რომ ისინი განცალკევებულ პროცესებს არ წარმოადგენენ[3].

ჯეიმზ ლავლოკი, ბრიტანელი ქიმიკოსი, რომელიც კალიფორნიაში ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ მოიწვია, რომელიც თავის მხრივ ზონდების რიგი სერიის გაშვებისთვის ემზადებოდა, ქიმიკოსს მარსსა და ვენერაზე სიცოცხლის არსებობის შესაძლოობის ალბათობა უნდა შეეფასებინა და ატმოსფეროში ამა თუ იმ ქიმიური ელემენტების მიზერული კონცენტრაციის გამოსავლენად ინსტრუმენტები უნდა შეექმნა. თავის მხრივ, ჯ. ლავლოკმა მეთოდოლოგიურ შეცდომაზე მიუთითა (შეუძლებელია გამოიცნო, კონკრეტულად რომელი ქიმიით „იკვებება“ სიცოცხლე, შემუშავებულ უნდა იქნეს კოსმოსში სიცოცხლის ძიების ზოგადი პრინციპი) და ენტროპიული ანალიზის საკუთარი მეთოდის ფორმულირება შემოიღო. მკვდარ სამყაროში ენტროპია იზრდება. უსიცოცხლო პლანეტის ატმოსფერო თავისთავად ადრე თუ გვიან თავის შემადგენელ ნივთიერებებს ათანაბრებს, რომლთაც ენერგეტიკულ სიმშვიდეს აღწევს. სიცოცხლის ენტროპიულ ზრდას ხელს უშლან ენერგეტიკულად აქტიური ელემენტები და გამოყოფილი მკვდარი წიდა. შესაბამისად, პლანეტა ნახშირორჟანგოვანი ატმოსფეროთი ალბათ უსიცოცხლო უნდა იყოს. პირიქით, ჟანგბადის არსებობა სიცოცხლის არსებობაზე უნდა მიუთითებდეს.

1965 წლის სექტემბერს, ჯ. ლავლოკი იმ აზრამდე მივიდა, რომ დედამიწაზე სიცოცხლემ ისწავლა, საკუთარი არსებობისთვის აუცილბელი პირობების შენარჩუნება, პლანეტასთან რაღაც ფორმით ორმხრივად სასარგებლო თანამშრომბლობით. მწერლმა უილიამ გოლდინგმა ჯ. ლავლოკს შესთავაზა ამ თეორიისთვის (ჰიპოთეზისთვის) ჯველბერძნული დედამიწის ქალღმერთის სახელი დაერქვა — გაიას ჰიპოთეზა.

ნასა ამ ჰიპოთეზას შეეწინააღმდეგა, რადგან იმ დროითვის უკვე ცნობილი იყო, რომ მარსი და ვენერა „სუნთქავენ“, ძირითად, ნახშირბადის დიოქსიდით. ცნობილი ბიოლოგი რიჩარდ დოკინზი გამოვიდა კატეგორიული მტკიცებით იმისა, რომ „გაიას ჰიპოთეზა“ დარვინის ევოლუციის თეორიას ეწინააღმდეგება. კიდევ ერთი ცნობილი ევოლუციის ბიოლოგი სტივენ ჯეი გულდი აკრიტიკებდა გაიას ჰიპოთეზას, რომელიც ეძებს „მეტაფორას, მაგრამ არა მექანიზმებს“[4].

1970-იანი წლების დასაწყისში, ჯ. ლავლოკის თეორიას დამცველები და მიმდევრები გამოუჩნდნენ. 1970 წელს, ლინ მარგულისმა, ბოსტონის უნივერსიტეტის ბიოლოგმა, გამოთქვა აზრი, რომ სიციცხლისა და პლანეტის ურთიერთქმედებისთვის დამაკავშირებელ როლს მიკროორგანიზმები უნდა ასრულებდნენ. ჯ. ლავლოკმა თავის ცნობილი „გოგირდოვანი პროგნოზი“ გააკეთა. მანამდე არსებობდა აზრი, თითქოს გოგირდი, ნიადაგიდან ოკეანეში ჩაირეცხება, და ისევ უბრუნდება ხმელეთს გოგირდწყალბადის სახით, რაშიც ჯ. ლავლოკმა ეჭვი შეიტანა, 1971 წელს, მან ორგანიზება გაუწია კვლევით ექსპედიციას და ბორტზე RV Shackleton დაამტკიცა: გოგირგი ატმოსფეროში დიმეთილსულფიდის (DMS) სახით ხვდება, რომელსაც ხრწნადი ზღვის წყალმცენარეები გამოყოფენ. ამგვარად, გაიას ჰიპოთეზამ პირველი პრაქტიკული მტკიცებულება მიიღო.

ამ ჰიპოთეზის გამყარებაში, მნიშვნელობანი როლი ითამაშა ჯ. ლავლოკის მიერ შექმნილმა კომპიუტერულმა სამყარომ Daisyworld — პლანეტარული სიცოცხლის მოდელი, რომელიც ზუსტად დარვინის ევოლუციის თეორიაზეა დაფუძნებული. 2002 წელს, ლავლოკის ერთ-ერთი მიმდევარი, ევოლუციონისტი ტიმ ლენტონი (უნივერსიტეტი East Anglia), გამოვიდა განცხადებით იმის თაობაზე, რო ჰიპოთეზა არა თუ ეწინააღმდეგება დარვინის სწავლებას, არამდე მას ავსებს. ერთი წლის შემდეგ, ტაკესი სუგიმოტომ (Kanagawa University) აჩვენა, დარვინის მიერ აღმოჩენილი ადაპტაციის პროცესები თუ როგორ ასტიმულირებენ „გეასმსგავს“ პროცესებს, რომელიც სიცოცხლეს ჩვენს პლანეტაზე საკუთარი პოზიციის გამყარებაში ეხმარება.

2008 წელს, ლუიზიანას უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პროფესორ ბრენტ კრაისტნერის (ინგლ. Brent Christner) ხელმძღვანელობით, მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ თითქმის ყველა ნალექის წარმოქმნაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ბაქტერიებს, კერძოდ, Pseudomonas syringae-ს. დამტკიცებულ იქნა, რომ ბაქტერიებს შეუძლიათ იმოგზაურონ ღრუბლებში შორ მანძილზე და მთელ მსოფლიოში, საჭირო მაღალი ტემპერატურის პირობებში ნალექების წარმოშობის მიზეზი გახდნენ. ეს აღმოჩენა გაიას ჰიპოთეზის კიდევ ერთ მტკიცებულებად ითვლება[5].

ასევე იხილეთ

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. New Scientist. 1986. N 17. P. 51.
  2. www.ed.ac.uk. James Hutton დაარქივებული 2007-11-01 საიტზე Wayback Machine.
  3. Лавлюк Д. Е. Дни Вернадского: Предыстория Геи // Вестник РАН. 1993. № 12. С. 1134—1135.
  4. Gould S.J. (June 1997). „Kropotkin was no crackpot“. Natural History. 106: 12–21.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  5. Дождь и снег появляются благодаря бактериям в облаках. www.membrana.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-21. ციტირების თარიღი: 2010-06-01.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გაიას_ჰიპოთეზა“-დან