გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2334

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია № 2334 მიიღეს 2016 წლის 23 დეკემბერს და ეხება ისრაელის მოღვაწეობას 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს ისრაელის მიერ დაკავებულ პალესტინის ტერიტორიებზე (მათ შორის აღმოსავლეთი იერუსალიმი) დასახლებების მშენებლობას. რეზოლუცია ადასტურებს, რომ დასახლებების მშენებლობას ისრაელის მიერ „არ აქვს იურიდიული ძალა და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას“[1]. უშიშროების საბჭო მოუწოდებს ისრაელს შეწყვიტოს ასეთი საქმიანობა და შეასრულოს თავისი მოვალეობები ჟენევის IV კონვენციის შესაბამისად[2][3].

გაეროს უს
რეზოლუცია 2334

ისრაელის მდებარეობა
თარიღი 23 დეკემბერი 2016
სხდომა № 7853
კოდი S/RES/2334 (დოკუმენტი)
თემა პალესტინა-ისრაელის
ურთიერთობა
კენჭისყრა
მომხრე: 14
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 1
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები
ებრაული დასახლებების რუკა (ბორდოსფერი) იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, 2014 წ.

ეს არის გაეროს უშიშროების საბჭოს პირველი რეზოლუცია 2009 წლის შემდეგ, რომელიც ეხება ისრაელსა და პალესტინას და პირველი, რომელიც ეხება ისრაელის დასახლებებს პალესტინის ტერიტორიაზე 1980 წლის № 465 რეზოლუციის შემდეგ.

ისრაელის გაზეთის „Haaretz“-ის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია არ ითვალისწინებს რაიმე ჯარიმას ან აღსრულების ზომებს მისი შეუსრულებლობის გამო, მას „შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული შედეგები ისრაელში, როგორც გრძელვადიან ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში“[4].

ისრაელის პრემერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნულ რეზოლუციას უწოდა „სამარცხვინო“ და აღნიშნა, რომ „არ არსებობს მეტი აბსურდი, ვიდრე გოდების კედელს და იერუსალიმის ებრაულ კვარტალს უწოდო ოკუპირებული ტერიტორიები“ და დამატა, რომ

 
„1980 წელს გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც სიონიზმი ნაციზმთან გააიგივა[5], ჩვენ შევძელით ამ რეზოლუციის შეცვლა[6]. ახალი რეზოლუციაც შეიცვლება არა დათმობების, არამედ ჩვენი მოთმინების ხარჯზე. ღაზიდან გასვლა ჩვენ არ დაგვხმარებია. მისი შედეგი იყო ათასი რაკეტა და გოლდსტოუნის ანგარიში. ჩვენ ვისწავლეთ გაკვეთილი და აღარ გავიმეორებთ იგივე შეცდომებს.“

მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელი შეწყვეტს გაეროს 5 ინსტიტუტის დაფინანსებას[7].

ისრაელმა კონსულტაციისათვის გაიწვია თავისი ელჩები სენეგალიდან და ახალი ზელანდიიდან[8]. შეწყვიტა სენეგალის ეკონომიკური დამხარება. „ანტიისრაელური“ რეზოლუციის მხარდაჭერისათვის გააუქმა ისრაელში უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ გროისმანის ვიზიტი, რომლის დროსაც ხელი უნდა მოეწერათ ხელშეკრულებაზე უკრაინელებისათვის 20 000 სამუშაო ადგილის მიცემისა და უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაფართოების შესახებ[9][10] . გაუქმდა ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან. მოსალაპარაკებლად გამოიძახა აშშ-ს ელჩი ისრაელში დან შაპირო. უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 11 მათგანის ელჩს ნოტები გაუგზავნა (ისრაელს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ვენესუელასთან და მალაიზიასთან, ხოლო სენეგალისა და ახალი ზელანდიის ელჩები არიან აკრედტირებულები და მათი საელჩოები არ მდებარეობს ისრაელში)[11]. ისრაელის მთავრობის მინისტრებს აეკრძალათ რეზოლუციის მხარდამჭერ ქვეყნებში ვიზიტები. გაქუმდა მათი ვიზიტები რუსეთში, უკრაინაში, დიდი ბრიტანეთში, ესპანეთსა და იაპონიაში[12].

რეზოლუციის მიღების მეორე დღეს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა მოუწოდა საფრანგეთში მცხოვრებ ყველა ებრაელს დატოვონ ქვეყანა და დაბრუნდნენ ისრაელში[13][14][15], ხოლო მდინარე იორდენეს დასავლეთი სანაპიროს სამხედრო კომენდანტს იოავ მორდეხაის უბრძანა შეწყვიტოს ყოველგვარი თანამშრომლობა პალესტინის ავტონომიასთან სამოქალაქო საკითხებში[16].

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა თავისი ქვეყნის უარი ვეტოს გამოყენებაზე და დაიმუქრა, რომ აშშ აღარ დააფინანსებს გაეროსა (გაეროს ბიუჯეტის 25 %) და რეზოლუციის მხარდამჭერ ქვეყნებს[17][18].

უკრაინის მიერ რეზოლუციის მხარდაჭერამ კრიტიკის ტალღა გამოიწვია თავად ქვეყანაში. პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების ნაწილი ამ ფაქტს აფასებენ უკრაინის საერთაშორისო პოლიტიკის მარცხად და უკრაინის მიერ სანდო მეგობრისათვის ზურგში დანის ჩაცემად აღიქვამენ. პასუხისმგებლობას აკისრებენ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინს[19][20][21].

  1. Совет Безопасности впервые принял резолюцию о незаконности израильских поселений — США воздержались
  2. Israel’s Settlements Have No Legal Validity, Constitute Flagrant Violation of International Law, Security Council Reaffirms: 14 Delegations in Favour of Resolution 2334 (2016) as United States Abstains. UN (23 December 2016). ციტირების თარიღი: 25 December 2016.
  3. „Israeli settlements: UN Security Council calls for an end“. BBC News. 23 December 2016. ციტირების თარიღი: 23 December 2016.
  4. „UN passes resolution on ending Israeli settlements“. www.aljazeera.com. ციტირების თარიღი: 23 December 2016.
  5. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 3379
  6. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 4686
  7. Israel to re-assess U.N. ties after settlement resolution, says Netanyahu (25 December 2016).
  8. Israeli ambassador recalled from New Zealand after UN resolution, NZ Herald
  9. נתניהו הורה לבטל את ביקור ר"מ אוקראינה בארץ
  10. Raphael Ahren. (24 December 2016) PM cancels visit of Ukrainian PM after Kiev supports anti-settlements resolution. ციტირების თარიღი: 26 December 2016
  11. נתניהו נפגש עם שגריר ארה"ב, יבטל פגישה עם ראש ממשלת בריטניה. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-28. ციტირების თარიღი: 2017-01-01.
  12. Нетаниягу запретил министрам посещать страны, поддержавшие антиизраильскую резолюцию
  13. „Israel defence minister tells Jewish people to leave France 'if you want to remain Jews'. The Independent. 28 December 2016. ციტირების თარიღი: 29 December 2016.
  14. „French peace push is a new 'Dreyfus trial', says Israel’s Lieberman - France 24“. France 24. 27 December 2016. ციტირების თარიღი: 29 December 2016.
  15. „Israel urges Jews to leave France as Benajmin Netanyahu continues to lash out after UN vote“. The Telegraph. ციტირების თარიღი: 29 December 2016.
  16. שגריר ארה"ב זומן לשיחת נזיפה, השרים הונחו לא לדבר על סיפוח
  17. טראמפ על ההחלטה באו"ם: «הדברים ייראו אחרת כשאכנס לתפקיד»
  18. הקונגרס האמריקאי צפוי לקצץ בתקציב האו"ם. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-30. ციტირების თარიღი: 2017-01-01.
  19. У парламенті дуже багато людей не підтримує позицію МЗС щодо Ізраїлю, — Логвинський. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-29. ციტირების თარიღი: 2017-01-01.
  20. Дипломатичний скандал з Ізраїлем: чому Київ не міг проголосувати інакше
  21. ЧТО МОЖЕТ ПОТЕРЯТЬ УКРАИНА ИЗ-ЗА СВОЕГО «ЗА» В СОВБЕЗЕ ООН