გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1716
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1716 მიიღეს ერთხმად 2006 წლის 13 ოქტომბერს. საქართველოს შესახებ გაეროს ყველა რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, კერძოდ 1666 (2006), საბჭომ საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) მანდატი 2007 წლის 15 აპრილამდე გადაავადა.[1]
გაეროს უს რეზოლუცია 1716 | |
---|---|
კოდორის ხეობა, აფხაზეთი | |
თარიღი | 13 ოქტომბერი 2006 |
სხდომა № | 5549 |
კოდი | S/RES/1716 (დოკუმენტი) |
თემა | სიტუაცია საქართველოში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
შედეგი | მიღებულია |
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
რუსეთის მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში, თავდაპირველად დაგმობილი იყო კოდორის ხეობაში ქართული ოპერაციები, თუმცა მოგვიანებით შეიცვალა შეშფოთების გამოხატვით.[2]
რეზოლუცია
რედაქტირებადაკვირვება
რედაქტირებაუშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა გენერალური მდივანის, კოფი ანანის ძალისხმევას, მისი სპეციალური წარმომადგენლის, რუსეთის, ასევე მეგობართა ჯგუფის გენერალური მდივნის და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ჩართულობას. საბჭომ მწუხარება გამოთქვა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების გზაზე პროგრესის არარსებობის გამო და აღიარა, რომ ქართული მხარის მიერ კოდორის ხეობაში ჩატარებული ოპერაციების გამო, გაჩნდა ახალი დაძაბულობა კერა.[3]
გადაწყვეტილებები
რედაქტირებარეზოლუციაში, საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, პატივისცემა. გარდა ამისა, საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საჭიროა სრულმასშტაბიანი მოლაპარაკებები, რომელიც მოცემულია „თბილისსა და სოხუმს შორის, უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპებში“, საბჭომ მოუწოდა ორივე მხარეს, კერძოდ საქართველოსა და აფხაზეთს, გამოიყენონ ყველა მექანიზმი, რომელიც მოცემულია უშიშროების საბჭოს წინა რეზოლუციებში, რომ მოაგვარონ კონფლიქტი მშვიდობიანად. საბჭომ მხარი დაუჭირა მხარეების ძალისხმევა, ეკონომიკური თანამშრომლობის მხრივ.[4]
საბჭომ, ორივე მხარესთან მიმართებით, შეშფოთება გამოთქვა 2006 წლის ივლისში კოდორის ხეობაში ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების დაშორიშორების შესახებ შეთანხმების (მოსკოვის შეთანხმება) და საქართველოს მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად გამოწვეული დარღვევების გამო. ამ კონტექსტში, კმაყოფილება გამოთქვა UNOMIG-ის ერთობლივი პატრულისა და დსთ-ს სამშვიდობო ძალების მიერ, კოდორის ხეობაში რეგულარულად ჩატარებული მონიტორინგის გამო. საბჭომ ყველა მხარეს მოუწოდა პატივი სცენ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებას.
რეზოლუცია 1716-მა, კვლავ მოუწოდა საქართველოს განიხილოს „ლეგიტიმური“ აფხაზური შეშფოთების პრობლემები, ხოლო აფხაზეთს მოუწოდეს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების, განსაკუთრებით კი გალის რაიონში დაბრუნების საკითხი. საბჭომ, ორივე მხარეს მოუწოდა შეთანხმებების გაფორმებას ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გალის რაიონში დაბრუნების შესახებ. ამავდროულად, საბჭომ დადებითად შეაფასა საქართველოსა და აფხაზეთის იდეების შემოთავაზებას, როგორც კონფლიქტის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით დიალოგის საფუძველს და ზედმიწევნით მოითხოვა ორივე მხარეს, რომ გამართონ მაღალი დონის შეხვედრა.
გენერალურ მდივანს დაევალა შეესწავლა ნდობის გაუმჯობესების, მოსახლეობის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყობის გზები, გალისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.
რეზოლუციის ტექსტმა მოუწოდა ორივე მხარეს, უზრუნველყონ გაეროს მისიისა და დსთ-ს სამშოვიდობო ძალების, ასევე სხვა ძალების უსაფრთხოება და გადაადგილების თავისუფლება. საბჭომ მიესალმა მხარეების ძალისხმევას, განახორციელონ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სექსუალური ექსპლუატაციის მიმართ და UNOMIG-ის მანდატი გახანგრძლივდა 2007 წლის 15 აპრილამდე. გენერალურ მდივანს მოეთხოვა სიტუაციის შესახებ რეგულარულად მოხსენების ჩაბარება, კერძოდ, კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Security Council extends Georgia mission until 15 April 2007“. United Nations. October 13, 2006.
- ↑ Whitfield, Teresa (2007). Friends indeed?: the United Nations, groups of friends, and the resolution of conflict. US Institute of Peace Press, გვ. 161. ISBN 978-1-60127-005-4.
- ↑ Europa Publications Limited (2007). Eastern Europe, Russia and Central Asia, 8th, Europa Publications, გვ. 208. ISBN 978-1-85743-424-8.
- ↑ United Nations. Dept. of Public Information. United Nations peace operations: year in review. United Nations Publications, გვ. 27.