ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების დაშორიშორების ხელშეკრულება

ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების დაშორიშორების ხელშეკრულება, გაფორმებულ იქნა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ 1994 წლის 14 მაისს, მოსკოვში. იგი ასევე ცნობილია როგორც 1994 წლის მოსკოვის შეთანხმება. შეთანხმების მოწმეები იყვნენ გაეროს, რუსეთის ფედერაციის და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის დამსწრეები. შეთანხმება აღიარებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რიგით 934-ე რეზოლუციაშიც. მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის და უსაფრთხო ზონის შექმნის შესახებ რომელიც გამიჯნავდა დაპირისპირებულ და შეიარაღებულ მხარეებს. ამავე ხელშეკრულების მიხედვით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალები, საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის დახმარებით, ვალდებული ხდებოდა მონიტორინგი გაეწია ხელშეკრულების შესასრულებლად.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება