გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1666
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1666 მიიღეს ერთხმად 2006 წლის 31 მარტს, მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ყველა რეზოლუცია საქართველოსა და აფხაზეთის შესახებ, კერძოდ გაეროს რეზოლუცია 1615 (2005), საბჭომ გადაავადა გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი საქართველოში, 2006 წლის 31 ოქტომბრამდე.[1]
გაეროს უს რეზოლუცია 1666 | |
---|---|
თარიღი | 31 მარტი 2006 |
სხდომა № | 5405 |
კოდი | S/RES/1666 (დოკუმენტი) |
თემა | სიტუაცია საქართველოში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
შედეგი | მიღებულია |
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
რეზოლუცია
რედაქტირებადაკვირვება
რედაქტირებაუშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა გენერალური მდივანის, კოფი ანანის ძალისხმევას, მისი სპეციალური წარმომადგენლის, რუსეთის, ასევე მეგობართა ჯგუფის გენერალური მდივნის და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ჩართულობას. საბჭომ, ხაზი გაუსვა გაეროს მისიისა და დსთ-ს სამშვიდობო ძალების თანამშრომლობას.
გადაწყვეტილებები
რედაქტირებარეზოლუციაში, საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, პატივისცემა.[2] გარდა ამისა, საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საჭიროა სრულმასშტაბიანი მოლაპარაკებები, რომელიც მოცემულია „თბილისსა და სოხუმს შორის, უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპებში“, საბჭომ მოუწოდა ორივე მხარეს, კერძოდ საქართველოსა და აფხაზეთს, გამოიყენონ ყველა მექანიზმი, რომელიც მოცემულია უშიშროების საბჭოს წინა რეზოლუციებში, რომ მოაგვარონ კონფლიქტი მშვიდობიანად. საბჭომ მხარი დაუჭირა მხარეების ძალისხმევა, ეკონომიკური თანამშრომლობის მხრივ.
საბჭომ მიმართა ორივე მხარეს და მოუწოდა დაიცვან შეთანხმება ისეთ საკითხებში, როგორიცაა არაძალადობრივი მეთოდებით დევნილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება გალის რაიონში და მოუწოდა მათ, რომ მზად იყონ მაღალი დონის შეხვედრისთის.[3] საბჭოს წევრებმა მიმართეს საქართველოსთვის თხოვნით, აღკვეთონ აფხაზური მხარის შეშფოთება უსაფრთხოების მხრივ, ხოლო აფხაზურ მხარეს მოუწოდეს, დაიცვან ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხოება და უფლებები გალის რაიონში.
რეზოლუციის ტექსტმა მოუწოდა ორივე მხარეს, უზრუნველყონ გაეროს მისიისა და დსთ-ს სამშოვიდობო ძალების უსაფრთხოება და გადაადგილების თავისუფლება. საბჭომ მიესალმა მხარეების ძალისხმევას, განახორციელონ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სექსუალური ექსპლუატაციის მიმართ. ასევე გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატი გაგრძელდა 2006 წლის 15 ოქტომბრამდე, ხოლო გენერალურ მდივანს დაევალა სიტუაციის თაობაზე ანგარიშის მომზადება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Security Council extends mandate of Georgia mission until 15 October“. United Nations. March 31, 2006.
- ↑ Center on International Cooperation (2007). Annual review of global peace operations. Lynne Rienner Publishers, გვ. 98. ISBN 978-1-58826-509-8.
- ↑ „UN Security Council adopts resolution on Abkhazia“. Caucaz. 1 April 2006.