გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1036

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 18 სექტემბერი 2017. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1036 მიიღეს ერთხმად 1996 წლის 12 იანვარს. საქართველოს შესახებ გაეროს წინა ყველა რეზოლუციის დადასტურებით, კერძოდ კი 993 (1995) რეზოლუციის, საბჭომ განიხილა საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების მცდელობები და გადაავადა გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 1996 წლის 12 ივლისამდე.[1]

გაეროს უს
რეზოლუცია 1036

გალი აფხაზეთის შემადგენლობაში.
თარიღი 12 იანვარი 1996
სხდომა № 3618
კოდი S/RES/1036 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია საქართველოში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

1995 წლის ნოემბერში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და საბჭო იმედოვნებდა, რომ ისინი ხელს შეუწყობენ აფხაზეთში კონფლიქტის შესახებ შეთანხმებას. საბჭომ ასევე დაადასტურა ლტოლვილთა ყველა უფლება, თავიანთ მშობლიურ სახლებში დაბრუნების შესახებ, რომელსაც აფხაზეთის ხელისუფლება აფერხებს. რეგიონში ჰუმანიტარული სიტუაცია გაუარესდა, განსაკუთრებით გალის რაიონში. რეგიონში ძალადობისა და მკვლელობების ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთება იყო. საბჭომ, გაეროს დამკვირვებელთა მისიასა და დსთ-ს სამშვიდობო ძალებს შორის თანამშრომლობას მიესალმა და აღნიშნა ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების დაშორიშორების შესახებ შეთანხმების აღსრულება.

უშიშროების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები საერთო შეთანხმებაზე გადაიდო. საბჭომ მიესალმა ევროპის საბჭოს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ძალისხმევას, ასევე მოითხოვა აფხაზური მხარისგან მოლაპარაკებებში პროგრესის მიაღწევას და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნების მხვრივ ძალისხმევას.[2] გარდა ამისა, საბჭომ დაგმო აფხაზეთში ეთნიკური მკვლელობები და ადამიანის უფლებების დარღვევები.

ორივე მხარეს დაევალა გაეროს დამკვირვებელთა მისიასა და დსთ-ს სამშვიდობო ძალებთან თანამშრომლობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით მძიმე იარაღის ინსპექტირების საქმეში. გაეროს გენერალურ მდივანს, ბუტროს ბუტროს-გალის დაევალა რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ სამი თვის შემდეგ მოხსენების წარდგენა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. United Nations, Office of Public Information (1996). UN monthly chronicle, Volumes 32–33. United Nations, Office of Public Information, გვ. 38. 
  2. Security Council extends mandate of the UN observer mission in Georgia until 12 July. United Nations (12 January 1996).