გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 993

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 993 მიიღეს ერთხმად 1995 წლის 12 მაისს, მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ყველა მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ, კერძოდ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 971 (1995). საბჭომ, ასევე განიხილა კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების ძალისხმევა საქართველოსა და აფხაზეთს შორის, აგრეთვე გადაავადა გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი საქართველოში, 1996 წლის 12 იანვრამდე.[1]

გაეროს უს
რეზოლუცია 993

განათებულია გალი.
თარიღი 12 მაისი 1995
სხდომა № 3535
კოდი S/RES/993 (დოკუმენტი)
თემა აფხაზეთი და საქართველო
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

უშიშროების საბჭომ ჩათვალა, რომ პოლიტიკური შეთანხმების განხრით არასაკმარისი პროგრესია. საბჭომ, მიესალმა საქართველოს ახალი კონტიტუციისთვის კონსულტაციებს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყველა ლტოლვილს და იძულებით გადაადგილებულ პირს, აქვს უფლება დაბრუნდეს თავის საცხოვრებელ ადგილს, ასევე საბჭომ სინაული გამოხატა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება აფერხებს ამ პრეცესს.[2] ლტოლვილების დაბრუნება გალში, უნდა იყოს პირველი ნაბიჯი, რომელსაც მიესალმა საბჭომ. ორივე მხარეს მოუწოდეს დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები.[3] გარდა ამისა, აღიარეს, რომ ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა განიცდის დაფინანსების დეფიციტს. რეგიონში მოქმედებდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელსაც ჩვეულებრივ იცავდნენ, თუმცა, გალში ჯერ კიდევ გრძელდებოდა მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმები.

მას შემდეგ, რაც საბჭომ გადაავადა დამკვირვებელთა მისიის მანდატი 1996 წლის 12 იანვრამდე, საბჭომ კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა მოლაპარაკებებისკენ. იმავდროულად, აფხაზეთის ხელისუფლებსა უნდა უზრუნველყო, დაჩქარებული წესით, დევნილების დაბრუნება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Hill, Stephen M. (1996). Peacekeeping and the United Nations. Dartmouth, გვ. 231. ISBN 978-1-85521-620-4. 
  2. Wippman, David (1998). International law and ethnic conflict. Cornell University Press, გვ. 161–162. ISBN 978-0-8014-3433-4. 
  3. Moir, Lindsay (2002). The law of internal armed conflict. Cambridge University Press, გვ. 143. ISBN 978-0-521-77216-7.