ბურჭულა
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში და ჩრდილოეთ ოს
ბურჭულა, ყარაუგომი — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4364,5 მ. აგებულია ქვედაპალეოზოური და კაბმრიულისწინა გრანიტოიდებით. ბურჭულა თოვლიან-ყინულიანი და კლდოვანი მწვერვალია. დასავლეთ კალთაზე ეშვება მყინვარი ნოწარულა, საიდანაც გამოედინება მდინარე რიონის მარცხენა შენაკადი — ნოწარულა, სამხრეთ-აღმოსავლეთით ბოყოს მყინვარია, სადაც სათავე აქვს მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადს — ბოყოსწყალს.
ბურჭულა | |
---|---|
კოორდინატები: 42°47′00″ ჩ. გ. 43°41′57″ ა. გ. / 42.78333° ჩ. გ. 43.69917° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 4364,5 მ |
ქედი | კავკასიონი |
ლიტერატურა
რედაქტირება- სანებლიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 508.