ნოწარულა
მდინარე საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
ნოწარულა — მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, რიონის მარცხენა შენაკადი, სიგრძე 14 კმ, აუზის ფართობი 52 კმ². სათავეს იღებს ნოწარაულის მყინვარიდან, ზღვის დონიდან 2878 მ-ზე. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 2,4 მ³/წმ.
ნოწარულა | |
---|---|
ნოწარულა შესართავთან | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ონის მუნიციპალიტეტი (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე) |
სათავე |
რაჭის კავკასიონი 42°47′24″ ჩ. გ. 43°40′01″ ა. გ. / 42.790056° ჩ. გ. 43.667000° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2878 მ |
შესართავი |
რიონი 42°42′04″ ჩ. გ. 43°34′59″ ა. გ. / 42.701194° ჩ. გ. 43.583222° ა. გ. |
სიგრძე | 14 კმ |
აუზის ფართობი | 52 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2,4 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქსე, ტ. 7, გვ. 483, თბ., 1984