ბრუნეის საგარეო ურთიერთობები

ბრუნეი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ერთი კვირის შემდეგ, 1984 წლის 7 იანვარს გაწევრიანდა და ასოციაციაში წევრობას მის საგარეო ურთიერთობებში უმაღლესი პრიორიტეტი აქვს. ბრუნეი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში 1984 წლის 11 სექტემბერს გაწევრიანდა. იგი ასევე ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმისა და ერთა თანამეგრობრობის წევრია. 2000 წლის ნოემბერში ბრუნეიმ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ეკონომიკის ლიდერთა შეხვედრას უმასპინძლა. 2005 წელს ბრუნეი აღმოსავლეთ აზიის სამიტს დაესწრო და მისი წევრია. 2013 წელს მე-8 და 2021 წელს მე-16 ყოველწლიური სამიტი ბანდარ-სერი-ბეგავანში გაიმართა.

სახელმწიფოები, რომლებთანაც ბრუნეის დიპლომატიური ურთიერთობები აქვს

ბრუნეის დიპლომატიური მისიები ჰყავს საზღვარგარეთ და ახლო კავშირები აქვს სინგაპურთან, რომელთანაც ურთიერთგაცვლითი სავალუტო რეჟიმი და მჭიდრო სამხედრო ურთიერთობებიც აქვს დამყარებული. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სახელმწიფოებთან ურთიერთობის გარდა, რომელშიც უმთავრესი პარტნიორები ფილიპინები, ინდონეზია და მალაიზია აირან, ბრუნეის ფართო ურთიერთობები აქვს მუსლიმურ და არაბულ სამყაროსთან.

საერთაშორისო ორგანიზაციები

რედაქტირება
 
ბრუნეის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბრუნეიმ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1984 წელს მოიპოვა და 1-ელი იანვრიდან ერთა თანამეგობრობის დამოუკიდებელი წევრი გახდა.[1] ბრუნეი ლესოთოს, მალაიზიის, ესვატინისა და ტონგის მსგავსად, მონარქიაა და საკუთარი მონარქი, ბრუნეის სულთანი ჰყავს.

ბრუნეი 1984 წელს გაწევრიანდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში.[2] 1995 წელს ბრუნეი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი იყო.[3] 2009 წელს ბრუნეიმ და ფილიპინებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის, სოფლის მეურნეობისა და ფერმებთან დაკავშირებულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებასა და ინვესტიციების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ორმხრივი ურთიერთობები

რედაქტირება

ბრუნეისა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წლის 15 აპრილს დამყარდა.

ავსტრალია

რედაქტირება
 
ავსტრალიის უმაღლესი კომისარიატი ბანდარ-სერი-ბეგავანში

ავსტრალიასა და ბრუნეის შორის კეთილგანწყობილი და ზრდადი მრავალფეროვანი ურთიერთობებია. 1945 წლის ივნისში ავსტრალიელები იაპონელებისაგან ბრუნეის გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ. ამ მოვლენის აღსანიშნავი მემორიალი მუარის სანაპიროზე მდებარეობს. ორივე სახელმწიფო მონაწილეობს ტრანს წყნარი ოკეანის პარტნიორობის მოლაპარაკებებში, რომელიც 2010 წელს დაიწყო და მონაწილე მხარეები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი ელემენტების განვითარებას ისახავენ მიზნად.

ბრუნეის უმაღლესი კომისარი კანბერაშია, ხოლო ავსტრალიას უმაღლესი კომისარი ბანდარ-სერი-ბეგავანში ჰყავს.[4] ორივე სახელმწიფო ერთა თანამეგობრობის სრული წევრია. ბრუნეისა და ავსტრალიას შორის ურთიერთობები 1984 წელს დამყარდა. ავსტრალია პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ბრუნეისთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.[4][5][6]

აზერბაიჯანი

რედაქტირება

აზერბაიჯანსა და ბრუნეის შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 24 ნოემბერს დამყარდა.

ბანგლადეში

რედაქტირება

ორმხრივი ურთიერთობები ამ ორ მეტწილად მუსლიმურ სახელმწიფოს შორის შესანიშნავია. ორივე სახელმწიფო ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, ერთა თანამეგობრობისა და მიუმხრობლობის მოძრაობის წევრია და რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით საერთო ხედვებს იზიარებენ. ბანგლადეშს უმაღლესი კომისარი ბრუნეიში 1985 წლიდან ჰყავდა, თუმცა კომისრის ოფისი 1988-1997 წლებში ფინანსური შეზღუდვების გამო დაიხურა. ბრუნეის უმაღლესი კომისრის ოფისი დაკაშია განთავსებული. ბრუნეი აქტიურად უჭერს მხარდ ბანგლადეშის კანდიდატურას სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციაში.

ბრუნეისა და კამბოჯას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა.[7] ბრუნეის საელჩო პნომ-პენში, ხოლო კამბოჯის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანში მდებარეობს.[7] სახელმწიფოები ვაჭრობის, განათლებისა და თავდაცვის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობენ.

 
იაპონიის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანში

ბრუნეისა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1984 წლის 2 აპრილს დამყარდა.[8] ბრუნეის საელჩო ტოკიოში, ხოლო იაპონიის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანში მდებარეობს.[8]

კანადასა და ბრუნეის შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1984 წლის 7 მაისს დამყარდა.[9][10] ბრუნეის უმაღლესი კომისრის ოფისი ოტავაში მდებარეობს, ხოლო კანადის უმაღლესი კომისრის ოფისი ბანდარ-სერი-ბეგავანშია განთავსებული. ბრუნეიც და კანადაც ერთა თანამეგობრობის სრული წევრები არიან.

ბრუნეის საელჩო პეკინში მდებარეობს, ხოლო ჩინეთის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანშია განთავსებული.[11] ორ სახელმიწფოს შორის სხვადასხვა სახის ურთიერთობები 2000 წლის წინ დაიწყო, დასავლეთ ხანის პერიოდში.[12]

ბრუნეისა და ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1984 წლის 10 მაისს დამყარდა.[13][14] სულთანი ჰასან ბოლქიაჰი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია ინდოეთს 1992 წლის სექტემბერში.[13][14] 1929 წელს ბრუნეიში ნავთობის აღმოჩენის შემდეგ სამეფოში უამრავი ინდოელი წავიდა ნავთობისა და მასთან დაკავშირებულ სექტორებში სამუშაოდ. ადგილობრივი მთავრობის ოფიციალური წყაროების მიერ მიხედვით 2013 წლისთვის ბრუნეიში 10 000 ინდოელი ცხოვრობდა.

ბრუნეის უმაღლესი კომისარიატი ნიუ-დელიში, ხოლო ინდოეთის უმაღლესი კომისარიატი ბანდარ-სერი-ბეგავანში მდებარეობს.[13] ორივე სახელმწიფო ერთა თანამეგობრობის სრული წევრია.[14]

საფრანგეთი

რედაქტირება

ბრუნეის საელჩო პარიზში, ხოლო საფრანგეთის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანში მდებარეობს.[15] სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები 1984 წლის 8 მაისს დამყარდა.[15]

გერმანია

რედაქტირება

ბრუნეის საელჩო ბერლინში მდებარეობს, ხოლო გერმანიის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანშია განლაგებული.[16] სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები 1984 წლის 1-ელ მაისს დამყარდა.[16][17]

მიანმარი

რედაქტირება

ბრუნეისა და მიანმარს შორის ურთიერთობები 1993 წლის 21 სექტემბერს დამყარდა.[18] ბრუნეის საელჩო იანგონში მდებარეობს, ხოლო მიანმარის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანშია განლაგებული.[18] სახელმწიფოებს მეგობრული ორმხრივი ურთიერთობები აქვთ განათლების, ჯანდაცვისა და შრომის სფეროში.[19]

ბრუნეისა და ომანს შორის ურთიერთობები 1984 წლის 24 მარტს დამყარდა. წარსულში ორივე სახელმწიფო ევროპული ქვეყნების პროტექტორატები იყვნენ (ბრუნეი ბრიტანეთის, ხოლო ომანი პორტუალიის და შემდეგ ბრიტანეთის) და ამჟამად ორივე ისლამური აბსოლუტური მონარქიულიაა.[20][21][22] ბრუნეის საელჩო მასკატში მდებარეობს, ხოლო ომანის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანში.[20]

  1. MOFAT, Commonwealth. Ministry of Foreign Affairs and Trade of Brunei Darussalam (30 March 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2022.
  2. "US DOS". (30 March 2010) MOFAT, UN. Ministry of Foreign Affairs and Trade of Brunei Darussalam. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი 2008. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2022.
  3. MOFAT, WTO. Ministry of Foreign Affairs and Trade (30 March 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2022.
  4. 4.0 4.1 Australia-Brunei Relations. Ministry of Foreign Affairs and Trade (Brunei). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 20 February 2014
  5. Jatswan S. Sidhu (22 December 2009). Historical Dictionary of Brunei Darussalam. Scarecrow Press, გვ. 29–. ISBN 978-0-8108-7078-9. 
  6. „Sultan of Brunei heading to Australia“. The Australian. 29 April 2013. ციტირების თარიღი: 20 February 2014.
  7. 7.0 7.1 Brunei-Cambodia Relations. Ministry of Foreign Affairs and Trade (Brunei). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 February 2014. ციტირების თარიღი: 5 February 2014.
  8. 8.0 8.1 Brunei-Japan Relations. Ministry of Foreign Affairs and Trade (Brunei). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 16 February 2014
  9. Brunei-Canada Relations. Ministry of Foreign Affairs and Trade (Brunei). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 15 February 2014
  10. Canada-Brunei Darussalam Relations. Government of Canada (November 2013). ციტირების თარიღი: 15 February 2014
  11. Brunei-China Relations. Ministry of Foreign Affairs and Trade (Brunei). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 17 February 2014
  12. Prashanth Parameswaran. (9 November 2012) China, Brunei: ties that bind. Asia Times Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 17 February 2014
  13. 13.0 13.1 13.2 Brunei-India Relations. Ministry of Foreign Affairs and Trade (Brunei). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 17 February 2014
  14. 14.0 14.1 14.2 India-Brunei Relations. Ministry of External Affairs (India) (January 2013). ციტირების თარიღი: 17 February 2014
  15. 15.0 15.1 Brunei-France Relations. Ministry of Foreign Affairs and Trade (Brunei). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 13 February 2014
  16. 16.0 16.1 Brunei-Germany Relations. Ministry of Foreign Affairs and Trade (Brunei). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 14 February 2014
  17. Germany and Brunei Darussalam (Bilateral relations). German Embassy in Bandar Seri Begawan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 14 February 2014
  18. 18.0 18.1 Brunei-Burma Relations. Ministry of Foreign Affairs and Trade (Brunei). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 4 February 2014
  19. Danial Norjidi. (11 October 2013) BRUNEI, MYANMAR DISCUSS REGIONAL ISSUES. BruDirect. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 4 February 2014.
  20. 20.0 20.1 Brunei-Oman Relations. Ministry of Foreign Affairs and Trade (Brunei). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 22 February 2014.
  21. BRUNEI AND OMAN: STRENGTHENING BILATERAL RELATIONS. Asia Economic Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 February 2014.
  22. Oxford Business Group (2009). The Report: Brunei Darussalam 2009. Oxford Business Group, გვ. 36–. ISBN 978-1-907065-09-5.