ზაქარია ბერიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ბერიშვილი, ზაქარია)

ზაქარია (შაქრო) ივანეს ძე ბერიშვილი (დ. 28 იანვარი, 1887, თბილისი ― გ. 9 მაისი, 1965, იქვე) — ქართველი რეჟისორი და მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული მოღვაწე (1961).

ზაქარია ბერიშვილი
დაბ. სახელი ზაქარია ბერიშვილი
დაბ. თარიღი 28 იანვარი, 1887
თბილისი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 9 მაისი, 1965 (78 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი

ბიოგრაფიარედაქტირება

1905–1921 წლებში თეატრის მსახიობი იყო. გიორგი ჯაბადართან ერთად შექმნა თეატრალური სტუდია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ახალგაზრდა მსახიობთა მომზადებაში. 1921 წელს მონაწილეობდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის კინოსექციის ჩამოყალიბებაში. მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ და ასისტენტად. შესრულებული აქვს ეპიზოდური როლები სხვადასხვა ფილმებში. ბერიშვილის პირველი დამოუკიდებელი ფილმია „იბრაჰიმ და გოდერძი“ (1927), მანვე გადაიღო „ღრუბელთა თავშესაფარი“ (1928), „საკანი №79“ (1930), „ტანია ფრონტზე“ (1931), „მდინარის გაღმა“ (1935), „ცანის ხეობის საუნჯე“ (1941).

ფილმოგრაფიარედაქტირება

ფილმების დამდგმელი რეჟისორირედაქტირება

გადაღებულია ფილმებშირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 322, თბ., 1977 წელი.
  • მარინა კერესელიძე, „ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი“ გვ. 51 — Bilnet, 2011

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება