ბერესტეჩკოს ბრძოლა
ბერესტეჩკოს ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ხმელნიცკის აჯანყების ნაწილი | |||
სენ-ჟერმენ-დე-პრეს- ბარელიეფი | |||
თარიღი | 28 ივნისი-10 ივლისი, 1651 | ||
მდებარეობა | ბერესტეჩკო, უკრაინა | ||
შედეგი | პოლონელების გამარჯვება. | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ბერესტეჩკოს ბრძოლა ვიკისაწყობში |
ბერესტეჩკოს ბრძოლა (პოლ. Bitwa pod Beresteczkiem; უკრ. Берестецька битва, Битва під Берестечком) — ბრძოლა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობასა და კაზაკ-ყირიმელთა ძალებს შორის. მიმდინარეობდა 1651 წლის 28 ივნისიდან 10 ივლისამდ, თანამედროვე უკრაინის ქალაქ ბერესტეჩკოს (ვოლინის ოლქი) მახლობლად.
წინარე ისტორია
რედაქტირება1651 წლის ზბოროვის ზავმა ვერც პოლონელები და ვერც უკრაინელები ვერ დააკმაყოფილა, პოლონელებს მნიშვნელოვნად შეეკვეცათ უფლებები უკრაინაში, ხოლო უკრაინელებმა თავის მთავარ მიზანს პოლონეთისგან სრულ გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს. ამიტომ ორივე მხარე მთელი 1650 წლის განმავლობაში ომისთვის გამალებით ემზადებოდა. იმავე წლის დეკემბერში სეიმმა აჯანყებულების წინააღმდეგ ახალი სამხედრო კამპანიის წამოწყებას მხარი დაუჭირა.1651 წლის იანვარში პოლონელები უკრაინაში შეიჭრნენ და ომიც განახლდა. სამეფო არმიას თავად იან II კაზიმირი მეთაურობდა, მას თან ახლდნენ მარტინ კალინოვსკი და იერემია ვიშნევეცკი. უკრაინელებს კი ბოგდან ხმელნიცკი მეთაურობდა რომელსაც მოკავშირეებად კვლავ ყირიმელი თათრები ჰყავდა, რომლებსაც ხანი ისლამ III გირეი მეთაურობდა.
მიმდინარეობა
რედაქტირებაგადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა ბერესტეჩკოსთან, ამ ბრძოლისთვის ორივე მხარე განსაკუთრებული მონდომებით მოემზადა, როგორც უკრაინელებმა ისე პოლონელებმა თავი მოუყარეს მაქსიმალური რაოდენობის სამხედრო ძალას. სამეფო არმიის რიცხოვნობა განისაზღვრებოდა 60-63 ათასი მებრძოლით, ხმელნიცკიმ შეძლო თავი მოეყარა დაახლოებით 100 000 უკრაინელი კაზაკისთვის და გლეხისთვის, ასევე მის არმიაში იყო 40 000 ყირიმელი თათარი და რამდენიმე ათასი თურქი და ვლახი. ბერესტეჩკოს ბრძოლა იყო ყველაზე მასშტაბური სახმელეთო ბრძოლა მთელი XVII საუკუნის განმავლობაში.
ბრძოლა 28 ივნისს დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდა. პოლონელებმა გაიმარჯვეს, თანაც მათი დანაკარგები მინიმალური იყო და მხოლოდ რამდენიმე ასეულს შეადგენდა, იმ დროს როცა უკრაინელებმა კატასტროფული მარცხი იწვნიეს და თავისი არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგეს.
შედეგები
რედაქტირებაბრძოლაში 40-80 ათასი აჯანყებული და მათი მოკავშირე დაიღუპა. ბერესტეჩკოსთან მარცხს უკრაინელებისთვის წარუმატებლობების სერია მოჰყვა, ამიტომ ხმელნიცკი იძულებული გახდა ბილა-ცერკვაში 1651 წლის 28 სექტემბერს დაზავებოდა რეჩ პოსპოლიტას. საზავო პირობები უკრაინელებს ბევრ იმ უფლებას უკვეცავდა რომელიც მათ ზბოროვის ზავით მოიპოვეს. კერძოდ რეესტრში გატარებული კაზაკების რაოდენობა ნახევრდებოდა და 20 000 შეადგენდა, ხმელნიცკის ეკრძალებოდა საერთაშორისო მოლაპარაკებების გამართვა, გეტმანი ვალდებული იყო დაეთხოვა თათრები, ასევე სამეფო და შლიახტიჩების მამულებში ებრაელებს ცხოვრების უფლება ეძლეოდათ. ამავე ხელშეკრულებით პოლონურ ლაშქარს ეკრძალებოდა იმ სავოევოდოშო ყოფნა სადაც რეესტრში გატარებული კაზაკები იქნებოდნენ. ზავი ირღვეოდა, როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან რადგან სრულად არც ერთ და არც მეორე მხარეს არ აკმაყოფილებდა, ამან ძალიან მალე 1652 წლის აპრილში ომის განახლება გამოიწვია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Берестечко й Батіг. Історія українського війська. Частина ІІ :: Запорозьке Військо. Іван Крипякевич…>>>
- Загадки битви під Берестечком до 350-річчя великого бою. Микола Метьолкін
- Берестечко і Білоцерківський трактат 28-IX 1651. М.Грушевський. Історія України-Руси. ТОМ IX. ІІІ. ….>>>
- Музей-заповідник «Поле Берестецької битви» დაარქივებული 2012-10-31 საიტზე Wayback Machine.
- Козацькі Могили, с. Пляшева. Фотоальбом 2007 року[მკვდარი ბმული]
- Сайт про Радивилів
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Hrushevsky, M., 2004, History of Ukraine-Rus, Volume Nine, Book One, The Cossack Age, 1650-1653, Toronto: Canadian Institute of Ukrainian Studies, ISBN 1895571227, p. 304
- ↑ Hrushevsky, M., 2004, History of Ukraine-Rus, Volume Nine, Book One, The Cossack Age, 1650-1653, Toronto: Canadian Institute of Ukrainian Studies, ISBN 1895571227, p. 304
- ↑ Romuald Romański, Książę Jeremi Wiśniowiecki. p. 338.
- ↑ Grzegorz Rąkowski, Wołyń. p. 211.