ბეგლარ ახოსპირელი

ბეგლარ ახოსპირელი (ნამდვილი გვარი აღაიანი; დ. 2 ოქტომბერი, 1880, თელავი, — გ. 26 აპრილი, 1921, თბილისი) — ქართველი პოეტი. „ქართველ გამომცემელთა ამხანაგობის“ სტამბის ასოთამწყობი, ქართული რევოლუციამდელი თეატრის მუშა, სუფლიორი.

ბეგლარ ახოსპირელი
დაბადების თარიღი 2 ოქტომბერი, 1880
დაბადების ადგილი თელავი, თელავის მაზრა, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 26 აპრილი, 1921 (40 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტფილისი, სსსრ
ფსევდონიმი გვრიტი
საქმიანობა მწერალი
ენა ქართული
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
სსსრ-ის დროშა საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა

გამოცემული აქვს პატარ-პატარა წიგნები – „ლექსები“ (1898), „ჩემი ნანინა“, „ჩემი სიმღერა“ (ორივე 1912). „ცხოვრების სიმღერები“ (1915), „არტრუმის აღება“ (1916), მასვე ეკუთვნის პოემები „სოლომონ გმირი“ (1899), „შვილის მკვლელი“ (1900), „შანტაჟისტები და გეურქაღა“ (1907), ვოდევილი „ოცდაათი თუმანი“ (1904), დრამატული პოემები – „მშვენება და სიყვარული“ (1911). თარგმნა მაქსიმ გორკის „ფსკერზე“ სათაურით „ნაძირალნი“ (1907), ფრიდრიხ შილერის „ნამდვილი მეგობრები“. ბეგლარ ახოსპირელის ლექსი „კ.ლს“ (ესე იგი ლადო კეცხოველს, რომელთანაც ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონოდა), იმ დროს საცენზურო კომიტეტში უმცროს ცენზორად მომუშავე პართენ გოთუას ხელშეწყობით გამოქვეყნდა გაზეთ „ივერიაში“ (10 ოქტომბერი, 1904). ნაწარმოები ცარიზმის ცენზურამ არ მოიწონა. მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მოექცნენ ლექსის ავტორი და რეცენზენტი. ბეგლარ ახოსპირელს აეკრძალა ბეჭდვა, აკრძალეს აგრეთვე მისი ლექსები: „ბუნება ხარობს“, „ტყეში“, „სიმღერა–ცას ჩამოსწყდა ჩემი ბედის ვარსკვლავი“, „სიმღერა — ჰყვავის ჩემი ზაფხული“.

ნაწარმოებებს აქვეყნებდა „გვრიტის“ ფსევდონიმით. დაკრძალულია ვერეს ძველ სასაფლაოზე. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა და გასასვლელი.[1]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 305.
  • ბურთიკაშვილი ალ., სცენის ოსტატები, გვ. 49–53, თბ.: ხელოვნება, 1951.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება