ბეგლარ ახოსპირელის ქუჩა
(გადამისამართდა გვერდიდან ბეგლარ ახოსპირელის გასასვლელი)
ბეგლარ ახოსპირელის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ქვემო უბანი). ლადო გუდიაშვილის მოედნიდან ლადო ასათიანის ქუჩამდე. არსებობს ფეოდალური ხანიდან. ქუჩა აღნიშნულია ალექსანდრე პიშჩევიჩის მიერ შედგენილ თბილისის 1785 წლის გეგმაზე. 1867 წლის გეგმაზე მოღნინის ქუჩად იწოდება აქ მდებარე მოღნინის ღვთისმშობლის სომხური-გრიგორიანული ეკლესიის (1751) გამო. 1923 წელს ქუჩას ეწოდა ბეგლარ ახოსპირელის სახელი. ქუჩაზე, გასასვლელსა და ჩიხში შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 გასასვლელი, 3 ჩიხი.
ბეგლარ ახოსპირელის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
წინა სახელები | მოღნიღის ქუჩა |
ბეგლარ ახოსპირელის გასასვლელი
რედაქტირებაბეგლარ ახოსპირელის გასასვლელი — გასასვლელი მთაწმინდის რაიონში (ქვემო უბანი). ბეგლარ ახოსპირელის ქუჩასა და ლადო გუდიაშვილის მოედანს შორის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 26, ISBN 978-99928-20-35-3.