ბაშკირეთის რესპუბლიკის ბაშკირ ქალთა საზოგადოება
ბაშკირეთის რესპუებლიკის ბაშკირ ქალთა საზოგადოება ( ბაშკ. Башҡортостан Республикаһының Башҡорт ҡатын-ҡыҙҙары йәмғиәте) — საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა საზოგადოებაში ქალთა სტატუსის, მისი როლის გაუმჯობესებისთვის რესპუბლიკის სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში, ოჯახის გაძლიერების, ბაშკირების ენის, ხალხური ტრადიციების შენარჩუნების, კულტურის და ხალხური რეწვის განვითარების მიზნით.
ბაშკირეთის რესპუბლიკის ბაშკირ ქალთა საზოგადოება | |
---|---|
შეიქმნა | 17 ნოემბერი, 1990 |
კულსარინა გულნური |
„ბაშკირეთის რესპუბლიკის ბაშკირ ქალთა საზოგადოების “შტაბ-ბინა მდებარეობს ბაშკირეთის, ქალაქ უფაში.
ზოგადი მახასიათებლები
რედაქტირება1990 წლის 17 ნოემბერს უფაში, დამფუძნებელ ყრილობაზე შეიქმნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბაშკირეთის რესპუბლიკის ბაშკირ ქალთა საზოგადოება.“ [1]
2007 წლის მონაცემებით, ბაშკირ ქალთა საზოგადოების საბჭო შედგებოდა 30 ადამიანისგან.
ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საჯარო ღონისძიებებში, როგორიცაა ბაშკირეთის რაიონებისა და ქალაქების დღეები, ეროვნული დღესასწაულები, კონკურსები, სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციები, ბავშვთა სახლების საქველმოქმედო დახმარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სხვა.
„ბაშკირეთის რესპუბლიკის ბაშკირ ქალთა საზოგადოება“ არის როგორც რესპუბლიკური ("სამაგალითო ახალგაზრდა ოჯახი", "ხილიუკაი" [2], "ბაშკირის ეროვნული კოსტუმი" და სხვა), ასევე რაიონული მასშტაბის (ბაშკირ სესენსი, "საუკეთესო დედა") კონკურსების და შეჯიბრების ერთ-ერთი ორგანიზატორი "გამარჯობა, თანასოფლელები“, „შეზერე“, „ბიშეკ ირი“ საღამოები და სხვა).
„ბაშკირეთის რესპუბლიკის ბაშკირ ქალთა საზოგადოება“ ფინანსურ დახმარებას უწევს სერმენევსკის ბავშვთა სახლს, სპეციალურ პანსიონს სოფელ ზემო ავზიანში და ბავშვთა სახლს ბელორეცკის რაიონის სოფელ უზიანში. აქტიურად ატარებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს. ორგანიზაციამ 2013 წელს მოაწყო საქველმოქმედო აქცია, რომელიც გამიზნული იყო აბზელილოვსკის რაიონში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.
„ბაშკირეთის რესპუბლიკის ბაშკირ ქალთა საზოგადოება“ თანამშრომლობს იხლასის მეჩეთთან, რომელთანაც ერთობლივად მართავს სხვადასხვა ღონისძიებებს. მათგან აღსანიშნავია: სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ისლამი და ქალი“. 2006 წელს მოსკოვსა და ეკატერინბურგში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქებში მრავალეთნიკურ სივრცეში ოჯახური პრობლემებისადმი მიძღვნილ კონფერენციებში. ორგანიზაციის დახმარებით 2004 წელს თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნიში გაიხსნა ბაშკირული სკოლა. [3]
„ბაშკირეთის რესპუბლიკის ბაშკირ ქალთა საზოგადოება“ ბაშკირ ქალთა კავშირის, ბაშკირების მსოფლიო კურულტაის (კონგრესი) წევრია. საზოგადოება თანამშრომლობს რეგიონთაშორის ქალთა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თურქულენოვანი ხალხების ტრადიციების შენარჩუნების ხელშეწყობისთვის, თურქული სამყაროს ქალთა მსოფლიო ასოციაციასთან, აქტირმას საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და სხვა.
„ბაშკირეთის რესპუბლიკის ბაშკირ ქალთა საზოგადოების“ეგიდით გამოიცა გზამკვლევი ბაშკირეთის ცნობილი ქალების შესახებ („ბაშკირი ქალი ათასწლეულის მიჯნაზე. უფა, 2000.“), სხვადასხვა მეთოდოლოგიური ბროშურები („რჩევები ახალგაზრდა ოჯახს. უფა, 1995 წ.“, „დედის წელი. უფა, 2001“) და სხვა ბეჭდური მასალები.[4]
თავმჯდომარეები
რედაქტირება- მაკსიუტოვა ნაჟიბა (1990-2000)
- ხისამიტინოვა ფირდაუს გილმიდინოვნა (2000-2003)
- იუნუსოვა გულფია (2003-2004)
- სიდიკოვა გუზალ რამაზანოვნა (2004-2011)
- სულთანგარეევა როზალია (2011-2017)
- კუტუევა გულნაზ (2017)
- კულსარინა გულნურ გალინუროვნა (2017 წლიდან)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Общество башкирских женщин Республики Башкортостан. // Центральный государственный архив общественных объединений Республики Башкортостан. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-08. ციტირების თარიღი: 2014-03-12.
- ↑ Екатерина Спиридонова Чем нас больше, тем мы сильнее! // «Башвесть».. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-12. ციტირების თარიღი: 2014-03-12.
- ↑ Башкирская школа в Набережных Челнах отмечает свое пятилетие. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-20. ციტირების თარიღი: 2019-10-20.
- ↑ Sitdikova G.R. Society of Bashkir Women – Article in the Bashkir Encyclopedia (რუს.)