სესენი (ბაშკ. cәсән) — ბაშკირების სახალხო მეზღაპრეთა საერთო სახელწოდება, ტრადიციის თანახმად, მღეროდნენ ლეგენდებს და იმპროვიზირებულად ქმნიდნენ სიმღერებს დუმბირას (ბაშკირული ხალხური საკრავი) ფონზე. მათი შექმნილი ზღაპრები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ეს ფაქტი ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ მათ ზღაპრებში მნიშვნელოვანი ისტორიული სარჩული იმალება. მათმა შემოქმედებამ მნიშვნელოვანად იმოქმედა ბაშკირელი ხალხის და ბაშკირეთის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

გამოყოფენ სესენების სამ ძირითად ჯგუფს:

  • სესენები, რომლებიც ქმნიდნენ ტრადიციულ ეპიკურ და მსგავს სიმღერებს, კუბაირებს.
  • იმპროვიზატორი სესენები
  • შემსრულებელი სესენები

ისტორია რედაქტირება

უძველესი სესენებიდან ცნობილები არიან კატაი გალი სესენი, თურმათაი სესენი, ქილდიშ სესენი, კარაკაი სესენი, იახია სესენი და სხვები. ხალხის მეხსიერებაში XIV - XVIII საუკუნეების არაერთი სესენის სახელი შემორჩა, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდებიან ბაშკირთა კულტურას: ხაბრაუ, ერენსე, კუბაგუშა, ქარასა, მახმუთი, ბაიკა აიდარა და სხვ. სესენების ოქროს ხანად XVI - XVIII საუკუნეები ითვლება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Буранғолов М. А. Сәсән аманаты. Өфө, 1995.
  • Иҙелбаев М. Х. Боронғонан аманат. Өфө, 2007.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება