აბზელილოვოს რაიონი
აბზელილოვოს რაიონი[2][3][4] (ბაშკ. Әбйәлил районы; რუს. Абзелиловский район) — მუნიციპალური რაიონი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია სოფ. ასკაროვო.
აბზელილოვოს რაიონი Абзелиловский район | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | ასკაროვო[1] | ||||
შიდა დაყოფა | Askarovsky selsoviet, Amangildinsky selsoviet, Baimovsky selsoviet, Burangulovsky selsoviet, Gusevsky selsoviet, Davletovsky selsoviet, Kirdasovsky selsoviet, Krasnobashkirsky selsoviet, Ravilovsky selsoviet, Tashbulatovsky selsoviet, Tashtimerovsky selsoviet, Khalilovsky selsoviet, Khamitovsky selsoviet და Yangilsky selsoviet | ||||
კოორდინატები | 53°25′00″ ჩ. გ. 58°30′00″ ა. გ. / 53.4166694° ჩ. გ. 58.5000000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 20 აგვისტო, 1930 | ||||
ფართობი | 4289 კმ² | ||||
სალაპარაკო ენები | ბაშკირული, რუსული | ||||
მოსახლეობა | 44 888 კაცი (2016) | ||||
სიმჭიდროვე | 10,47 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ბაშკირები, რუსები, თათრები | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC+5 | ||||
ოფიციალური საიტი | abyalil.ru | ||||
გეოგრაფია
რედაქტირებარაიონი მდებარეობს ბაშკირეთის ურალისპირეთის ცენტრალურ ნაწილში. მისი ტერიტორიის ფართობია 4,3 ათ. კმ². რაიონის ტერიტორიის ნაწილი დაფარულია ტყით. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე დიდი და პატარა კიზილი, იანგელკა, სათავეს იღებს მდინარე საკმარა, რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს 33 ტბა. რაიონზე გაივლის ურალთაუსა და ირენდიკის ქედები, რომელთა გაგრძელებასაც წარმოადგენს ქედი კრიკტითაუ (უმაღლესი მწვერვალი მთა კარატაში — 1118 მ.).
ბაშკირეთის ყველაზე ღრმა ტბა არის ბანოე (28 მ.), აქვე მდებარეობს მარილიანი ტბა მულდაკული, ორივე მათგანი ბუნების ძეგლია 1965 წლიდან. მულდაკულის ტბაზე მდებარეობს ბაშკირეთში ერთადერთი თევზსაშენი.
ურალში ყველაზე ძველი არქეოლოგიური ძეგლად ითვლება პირველყოფილი ადამიანის სადგომი ურტა-ტუბე, რომელიც მდებარეობს ტბა კარაბალიკტის ნაპირზე[5].
ისტორია
რედაქტირებააბზელილოვოს რაიონი დაარსდა 1930 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანტონებად დაყოფის გაუქმება და როდესაც შეიქმნა 48 რაიონი. აბზელილოვოს რაიონი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. 1950-იანი წლებიდან მოიპოვებენ ოქროს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კუსიმოვის, ელემბეტოვისა და ნიაზგულოვის საბადოებში მოიპოვებდნენ მარგანეცს მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატისათვის. რაიონი ასევე მდიდარია მარმარილოს, იასპისა და კირქვის საბადოებით.
მოსახლეობა
რედაქტირება2010 წლის რუსეთის საყოველთაო აღწერების მიხედვით აქ ცხოვრობენ: ბაშკირები — 88,6 %, რუსები — 8,6 %, თათრები — 1,6 %, სხვა ეროვნების პირები — 1,2 %[6].
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებააბზელილოვოს რაიონში არის 91 დასახლებული პუნქტი, რომლებიც ერთიანდებიან 15 სასოფლო დასახლებაში[7][8].
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირება- აბზელილოვოს რაიონის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი.
- საბჭოთა კავშირის გმირის, გენერალ ტაგირ კუსიმოვის სახლ-მუზეუმი.
- სოფელ ასკაროვოს ფიზკულტურულ-გამაჯანსარებელი კომპლექსი.
- სოფელ ასკაროვოს სამთო-სათხილამურო კომპლექსი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ OKTMO
- ↑ Абзелиловский район Республики Башкортостан. www.abyalil.ru. ციტირების თარიღი: 2015-09-08.
- ↑ Справочно-информационный ресурс «Кто есть кто в республике Башкортостан». personarb.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-09-08.
- ↑ Органы власти и организации. www.bashkortostan.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-10. ციტირების თარიღი: 2015-09-08.
- ↑ § 1
- ↑ Итоги Всероссийской переписи населения по Республике Башкортостан (pdf). Территориальный орган Федеральной службы государственной статистики по Республике Башкортостан. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2013-03-05.
- ↑ Территориальный орган Федеральной службы государственной статистики по Республике Башкортостан. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-19. ციტირების თარიღი: 2017-04-25.
- ↑ Закон Республики Башкортостан «Об изменениях в административно-территориальном устройстве Республики Башкортостан в связи с объединением отдельных сельсоветов и передачей населённых пунктов» (Принят Государственным Собранием — Курултаем Республики Башкортостан 18 ноября 2008 года)