ვიქტორ ბაქრაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ბაქრაძე, ვიქტორ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაქრაძე.

ვიქტორ ტარასის ძე ბაქრაძე (დ. 1880, დარკვეთი, შორაპნის მაზრა ― გ. აპრილი, 1952) ― რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ამიერკავკასიასა და თურქმენეთში. რსდმპ წევრი 1898 წლიდან.

ვიქტორ ბაქრაძე
დაბადების თარიღი 1880
დარკვეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი აპრილი, 1952
ეროვნება ქართველები
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა
  • რევოლუციონერი
  • პოლიტიკოსი
პარტია რსდმპ

1897 წელს ზეინკლად მოეწყო ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარ სახელოსნოებში, 1899 წელს მუშაობა დაიწყო ბაქოს რკინიგზის დეპოს მემანქანის თანაშემწედ. მონაწილეობდა არალეგალური სტამბის „ნინას“ მოწყობასა და მუშაობაში. ავრცელებდა გაზეთებს „ისკრასა“ და „ბრძოლას“. 1904 წელს გადავიდა აშხაბადში, სადაც აქტიურ მონაწილეობა მიიღო აშხაბადის მშრომელთა რევოლუციურ ბრძოლებში (1905-1906). იყო აშხაბადის სოციალ-დემოკრატთა ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი, რსდმპ აშხაბადის კომიტეტის წევრი, საგაფიცვო კომიტეტის წევრი (1905 წლის ორტომბრიდან), არალეგალური სტამბის ორგანიზატორი. რევოლუციური მოღვაწეობისათვის რამდენიმეჯერ დააპატიმრეს. 1907-1918 წლებში ეწეოდა რევოლუციურ მოღვაწეობას ბაქოში, როსტოვში, თბილისში, ჭიათურასა და საჩხერეში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო ხელმძღვანელ საურნეო სამუშაოებზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • რევოლუციური მოძრაობის მოღვაწენი საქართველოში (ბიოგრაფიების კრებული), თბ., 1961;

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება