ბრძოლა (მარქსისტული)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბრძოლა (მრავალმნიშვნელოვანი).

„ბრძოლა“ — პირველი ქართული არალეგალური მარქსისტული გაზეთი, ქართველ სოციალ-დემოკრატების ორგანო. გამოდიოდა 1901 წლის სექტემბრიდან —1902 წლის დეკემბრამდე. გამოვიდა 4 ნომერი, №№ 1, 2, 3 დაიბეჭდა ბაქოს არალეგალურ სტამბა „ნინაში“, № 4 — რსდმპ თბილისის კომიტეტის სტამბაში. „ბრძოლა“ აშუქებდა რუსულ და ადგილობრივ სოციალ-დემოკრატთა ორგანიზაციების საქმიანობას, იბრძოდა „ლეგალური მარქსიზმის“, „ეკონომიზმის“, ამიერკავკასიის ნაციონალისტების წინააღმდეგ. „ ისკრამ“ (№ 13, 1901, 20 დეკემბერი) „ბრძოლის“ გამოსვლა აღნიშნა როგორც დიდმნიშვნელოვანი მოვლენა. 1903 წელს კავკასიის სოციალ-დემოკრატები ორგანიზაციების I ყრილობის გადაწყვეტილებით „ბრძოლა“ და გაზეთი „პროლეტარიატი“ ერთ ორგანოდ — „პროლეტარიატის ბრძოლად“ გაერთიანდა.

ლიტერატურა

რედაქტირება