ბაუსკა
ბაუსკა (ლატვ. Bauska, 1920 წლამდე რუს. Бауск, გერმ. Marienland ან Bauske) — ქალაქი ლატვიაში. ბაუსკის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზემგალეს რეგიონში რიგიდან სამხრეთით 66 კმ-ში, მდინარეების მუსასა და მემელეს შეერთების ადგილას. მოსახლეობა 9972 ადამიანი (2011). ქალაქმა თავისი კვალი დატოვა ისტორიაში ლივონიის ომის (1558—1583), ოცდაათწლიანი ომის (1618—1648), ჩრდილოეთის ომისა (1700—1721) და ნაპოლეონის ლაშქრობის (1812) დროს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბაუსკა Bauska | |||||
ბაუსკის ციხესიმაგრე | |||||
| |||||
ქვეყანა | ლატვია | ||||
დაქვემდებარება | სამხარეო დაქვემდებარების ქალაქი | ||||
რეგიონი | ზემგალე | ||||
მხარე (ლატვია)|ლიტვის მხარეები|მხარე | ბაუსკა | ||||
კოორდინატები | 56°24′24″ ჩ. გ. 24°11′25″ ა. გ. / 56.40667° ჩ. გ. 24.19028° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1609 | ||||
ადრეული სახელები | ბაუსკი, მარიენლანდი | ||||
ფართობი | 6,3 კმ² | ||||
მოსახლეობა | 9348 [1] კაცი (2016) | ||||
სიმჭიდროვე | 1483,8 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | (+371) 639 | ||||
საფოსტო ინდექსი | LV-3901 | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.bauskasnovads.lv/ | ||||
ისტორია
რედაქტირებაბაუსკა დააარსეს ტევტონმა რაინდებმა 1443 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო 1511 წელს, ხოლო 1609 წლიდან სრულუფლებიანი ქალაქია. ბაუსკის ციხესიმაგრე დაარსდა 1456 წელს ლივონიაში გერმანული ორდენის ლანდმაისტერმა იოან ფონ მენგედეს მიერ. 1625 წელს ციხესიმაგრე აიღეს შვედებმა, ხოლო 1705 წელს ჩრდილოეთის ომის დროს - რუსებმა. 1705 წელს ციხესიმაგრე დაანგრიეს და იმ დროიდან მოყოლებული უკაცრიელია. შემონახულია ციხის ნანგრევები, რომელსაც ბოლო წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია.
1855 წლისათვის ქალაქში ცხოვრობდა 6532 ადამიანი. ამ პერიოდისათვის ქალაქში არსებობდა მართლმადიდებლური სამლოცველო, ლუთერანული ეკლესია და ორი სინაგოგა.
2009 წლის 1 ივლისამდე ქალაქი შედიოდა ბაუსკის რაიონის შემადგენლობაში.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირება- ბაუსკის ციხესიმაგრე
- რუნდალის სასახლე
- ბაუსკის მხარეთმცოდნეობისა და ხელოვნების მუზეუმი
- სახალხო თეატრი
- რუსული მართლმადიდებლური ეკლესია