მემელე (ლიეტ. Nemunėlis, ლატ. Mēmele) — მდინარე ჩრდილოეთ ლიეტუვასა და სამხრეთ ლატვიაში. სათავეს როკიშკისიდან სამხრეთით 6 კილომეტრში იღებს. საერთო სიგრძით 191 კმ-ია, პირველი 75 კმ ლიეტუვაში მიედინება, დარჩენილი 76 კმ ლატვიაში, ოღონდ, გარკვეულ მონაკვეთზე ლიეტუვა-ლატვიას საზღვარია, ხოლო შემდგომ ქალაქ ბაუსკთან მდინარე მუშას ერთვის. ამ მდინარეების შეერთებით მდინარე ლიელუპე — ლატვიისთვის მნიშვნელობით მეორე მდინარე იქმნება, რომელიც მხოლოდ დაუგავას ჩამორჩება.

მემელე
ქვეყანა ლიტვა, ლატვია,
ქალაქები ბაუსკა
სათავე Lūšnas ezers
სიგრძე 191 კმ
აუზის ფართობი 4060,0 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} მემელე ვიკისაწყობში

მდინარის დასახელება „მემელე“ სავარაუდოდ პრუსიული ენიდან მომდინარეობს, სადაც „წყლით შემოფარგლულს“ ან „ჭაობნარს“ ნიშნავს.

ევროკავშირმა 100 000 ევრო გამოყო მდინარეზე ტურისტული მარშრუტის შესაქმნელად.

  • Apašča (ლიეტუვა)
  • Vīžona (ლიეტუვა)
  • Dienvidsusēja (114 კმ)
  • Viesīte (59 კმ)
  • Nereta (25 კმ)
  • Rikon (18 კმ)
  • Žūru (9 კმ)
  • მზის წყალი (7 კმ)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება