ბარის რეგიონი (სომალი)
ბარი (სომალ. Bari) — რეგიონი (gobolka) სომალის ჩრდილოეთ ნაწილში. რეგიონში არსებობს დიდი ქალაქები: ბოსასო (ადმინისტრაციული ცენტრი) და გარდო. რეგიონი ესაზღვრება სანაგის და სოლის რეგიონებს დასავლეთში, ნუგალის რეგიონს სამხრეთში, ადენის ყურეს ჩრდილოეთში და ინდოეთის ოკეანეს აღმოსავლეთში. ფართობის მიხედვით ბარის რეგიონს უკავია მეორე ადგილი სომალის რესპუბლიკაში. რეგიონის მაცხოვრებელთა უმრავლესობა მიეკუთვნება ოსმან მაჰმუდის კლანის ქვეკლანებს.[1][2]
რეგიონი | |
---|---|
ბარი სომალ. Bari | |
ქვეყანა | სომალი |
ადმ. ცენტრი | ბოსასო |
კოორდინატები | 10°50′00″ ჩ. გ. 50°11′00″ ა. გ. / 10.83333° ჩ. გ. 50.18333° ა. გ. |
ფართობი | 70 088 კმ² |
მოსახლეობა | 719 512 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 10,27 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +252 |
ბარის რეგიონი განსაკუთრებით ძლიერ დაზარალდა ცუნამისგან, რომელიც გამოიწვია 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში, ინდონეზიის კუნძულ სუმატრასთან მომხდარმა მიწისძვრამ. ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ჰაფუნის ნახევარკუნძულზე და სანაპირო ავტოგზის სიახლოვეს, რომელიც აკავშირებს რეგიონს ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან.
ადმინისტრაციული ცენტრები
რედაქტირებაავტონომიური მთავრობის მონაცემებით სომალის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე პუნტლენდის ბარის რეგიონი იყოფა ორ ადმინისტრაციულ რეგიონად: ბარი ჩრდილოეთში (ადმინისტრაციული ცენტრი — ბოსასო) და კარკაარი სამხრეთში (ადმინისტრაციული ცენტრი — გარდო)[3].
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაბარის რეგიონში არსებობს 8 ოფიციალური რაიონი[4][5]:
- კარმო
- ბალიდიდინი
- ბოსასო — ბარის ადმინისტრაციული ცენტრი.
- გუმბაქსი
- ისკუსუბანი
- რასა ბინა
- განდალა
- გარდო
ბარის რეგიონში ასევე არსებობს სხვადასხვა ტომებით დასახლებული ოლქები, რომლებსაც ზოგჯერ რაიონებსაც უწოდებენ და მდებარეობენ შემდეგ ადგილებში:
- ბარგალი ან Bargal 11°17′00″N 51°05′00″E / 11.2833° ჩ. გ. 51.0833° ა. გ.
- კოდ-დეჰაადი ან Kob-dhehaad 10°36′N 49°30′E / 10.6° ჩ. გ. 49.5° ა. გ.
- რაკო ან Rako 9°47′00″N 49°44′00″E / 9.7833° ჩ. გ. 49.7333° ა. გ.
- უფაუნის რეგიონი ან Ufayn 10°39′N 49°45′E / 10.65° ჩ. გ. 49.75° ა. გ.
- უაჰი ან Uahie 10°01′00″N 49°02′00″E / 10.0167° ჩ. გ. 49.0333° ა. გ.
- რას-ჰაფუნი ან Dante 10°25′00″N 51°16′00″E / 10.4167° ჩ. გ. 51.2667° ა. გ.
- გალა-გალა ან Galgala ან Dante — მდებარეობს ბარის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრის სიახლოვეს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Robert Buijtenhuijs, Piet Konings, Wim M. J. van Binsbergen, Gerti Hesseling, Trajectoires de libération en Afrique contemporaine: hommage à Robert Buijtenhuijs, (KARTHALA Editions: 2000), p.134.
- ↑ Bader, Christian (1999). Le sang et le lait: brève histoire des clans somal. Maisonneuve & Larose, გვ. 236. ISBN 2-7068-1373-3.
- ↑ Puntland State. Puntland State Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-10. (ინგლისური)
- ↑ «Districts of Somalia» Statoids 31 December 1990 (ინგლისური)
- ↑ «Somalia National Peace Plan: Annex V» 31 December 1990 (ინგლისური)