ნუგალის რეგიონი
ნუგალი (სომალ. Nugaal, არაბ. نوغال) — რეგიონი სომალის ცენტრალურ ნაწილში. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი გაროუე. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორე ქალაქია ეილი.
რეგიონი | |
---|---|
ნუგალი სომალ. Nugaal არაბ. نوغال | |
| |
ქვეყანა | სომალი |
ადმ. ცენტრი | გაროუე |
კოორდინატები | 8°21′00″ ჩ. გ. 48°43′00″ ა. გ. / 8.35000° ჩ. გ. 48.71667° ა. გ. |
ფართობი | 26 180 კმ² |
მოსახლეობა | 392 698 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 15,00 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +252 |
ნუგალის რეგიონი შედის პრაქტიკულად დამოუკიდებელ, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებულ სახელმწიფო პუნტლენდში. რეგიონს ესაზღვრება სომალის რეგიონები: სამხრეთიდან მუდუგი, ჩრდილოეთიდან — ბარი და დასავლეთიდან — სოლი, რომელიც ადრე ნუგალის რეგიონში შედიოდა. სამხრეთ-დასავლეთით რეგიონი ესაზღვრება ეთიოპიას, აღმოსავლეთით ის გადის ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. 2004 წლის 26 სექტემბერს ნუგალის რეგიონის სანაპირო რაიონები დაზარალდა ცუნამისგან.
თავისი დასახელება რეგიონმა მიიღო მდინარე ნუგალისგან, რომელიც მიედინება მის ტერიტორიაზე.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებანუგალის რეგიონი შედგება 3 რაიონისგან:[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nugaal Region. ციტირების თარიღი: 30 January 2014.