სოლის რეგიონი
სოლი (სომალ. Sool, არაბ. سول) — რეგიონი სომალის ჩრდილოეთში. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ლასანოდი. ისტორიულად ეს რეგიონი ცნობილია, როგორც ანტიკოლონიალური მოძრაობის ბაზა საიდ მოჰამედ აბდილე ჰასანის ხელმძღვანელობით, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც დერვიშების მოძრაობა. დღეისათვის ამ რეგიონის დასაპყრობად მიმდინარეობს ბრძოლა თვითგამოცხადებულ სახელმწიფო სომალილენდსა და ავტონომიურ სახელმწიფო პუნტლენდსა და მის მოკავშირე — ადგილობრივ დაჯგუფება HBM-SSC-ს შორის, რომელთა მიზანია სომალის შემადგენლობაში ერთიანი ავტონომიის — სოლ-სანაგ-აინის შექმნა, რომელშიც შევა სომალის სამი ადმინისტრაციული რეგიონი: სოლი, სანაგი და აინი.
რეგიონი | |
---|---|
სოლი სომალ. Sool არაბ. سول | |
ქვეყანა | სომალი |
ადმ. ცენტრი | Las Anod |
კოორდინატები | 8°23′46″ ჩ. გ. 47°41′29″ ა. გ. / 8.39611° ჩ. გ. 47.69139° ა. გ. |
დაარსდა | 1980 |
ფართობი | 25 036 კმ² |
მოსახლეობა | 327 428 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 13,08 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +252 |
ტერიტორიული ბრძოლა
რედაქტირებამოჰამედ სიად ბარეს მმართველობის დროს სოლი არ იყო ცალკე რეგიონი, იგი წარმოადგენდა უფრო დიდი რეგიონის — ნუგალის ნაწილს, ადმინისტრაციული ცენტრით გაროუე. დღეისათვის ნუგალი პუნტლენდის ცენტრალური რეგიონია, რის გამოც პუნტლენდი წინააღმდეგია სულის ავტონომიისა (თუმცა მხარს უჭერს სოლ-სანაგ-აინს და მის ბრძოლას სომალილენდის წინააღმდეგ). უფრო მეტიც, სოლის ტერიტორიაზე ცხოვრობენ იგივე კლანის ტომები, რაც თვითონ პუნტლენდში.
პუნტლენდი აკონტროლებდა ამ რეგიონს 2003 წლიდან 2007 წლის ოქტომბრამდე, მაგრამ 2007 წელს სომალილენდის შეიარაღებული ძალები შევიდნენ და დაიკავეს სოლის რეგიონი და დღეისათვის აგრძელებენ მისი დასავლეთი ნაწილის კონტროლს. რეგიონში მოქმედებენ წინააღმდეგობის ძალები, რომლებიც იბრძვიან იქ სომალილენდის შეიარაღებული ძალების ყოფნის წინააღმდეგ.
კლიმატი
რედაქტირებასოლის რეგიონი იმყოფება საკმაოდ გვალვიან და უდაბნოს კლიმატურ ზონაში, ცხელი ზაფხულით და მშრალი ზამთრით. რეგიონში ნალექების წლის საშუალო რაოდენობა შეადგენს 100-200 მმ-ს.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებასოლის რეგიონი დაყოფილია ოთხ რაიონად:[1]
ეკონომიკა
რედაქტირებასოლის რეგიონის ეკონომიკა დაფუძნებულია მესაქონლეობაზე და კომუნიკაციებზე. რეგიონი საკმაოდ მდიდარია პატარა ზომის რქოსანი საქონლით, მაშინ როდესაც მობილური სატელეფონო კავშირით მომსახურებას მოაქვს საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით 40 %.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Sool Region. ციტირების თარიღი: 30 December 2013.