ბანდი-თურქესტანი
ბანდი-თურქესტანი, ბანდე-თურქესტანი — ქედი ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ფაროფამიზის სისტემაში. ადმინისტრაციულად მოქცეულია ბადღისის, ფარიაბისა და სარიპულის პროვინციების ტერიტორიაზე. გამოეყოფა საფედქოჰის ქედს გასწვრივი ღრმულით, რომელზედაც გაედინება მდინარე მურღაბი. გადაჭიმულია დაახლოებით 300 კმ-ზე. სიმაღლე 3530 მ (მთა ჰაუზი-ქაუდი).[1] უმეტესწილად აგებულია კირქვებითა და ფიქლებით. ჩრდილო-დასავლეთით ბანდი-თურქესტანი გადადის ყარაბილის ბორცვიან მაღლობში. განვითარებულია კონტინენტური კლიმატი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 100-350 მმ ფარგლებში იცვლება. დამახასიათებელია მთის სტეპი, მთისწინეთში უდაბნოა. ზედა სარტყელში ღვიის მეჩხერი ტყეა. მიდამოები არ არის მჭიდროდ დასახლებული. გვხვდება ოაზისები.[2]
ბანდი-თურქესტანი | |
---|---|
ავღანეთის ფიზიკური რუკა | |
კოორდინატები: 35°23′39″ ჩ. გ. 64°21′54″ ა. გ. / 35.39417° ჩ. გ. 64.36500° ა. გ. | |
ქვეყანა | ავღანეთი |
ტერიტორიული ერთეული | ბადღისის პროვინცია ფარიაბის პროვინცია სარიპულის პროვინცია |
უმაღლესი წერტილი | ჰაუზი-ქაუდი |
სიმაღლე | 3530 მ |
სიგრძე | 300 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბანდი-თურქესტანი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kōh-e Ḩowẕ-e Kabūd, Jowand, Bādghīs, Afghanistan
- ↑ Oʻzbekiston milliy ensiklopediyasi, Birinchi jild. Toshkent, 2000-yil.