ბაკურიანი (XI საუკუნე)
(გადამისამართდა გვერდიდან ბაკურიანი (XI ს.))
ბაკურიანი (X საუკუნის დასასრული — XI საუკუნის I მეოთხედი) — ტაოს ერისთავთერისთავი, გრიგოლ ბაკურიანის ძისა და აბაზ ბაკურიანის ძის მამა. XI საუკუნის სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით, ბაკურიანი სარდლობდა ტაოელთა ლაშქარს, რომელიც 997 წელს დავით III კურაპალატმა ხლათის (ვანის ტბის დასავლეთ სანაპირო) ასაღებად გაგზავნა. იქ ბაკურიანი ტყვედ ჩაუვარდა არაბებს. ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრენე ბაკურიანს იხსენიებს იბერიის იმ უპირველეს დიდგვაროვნებს შორის, რომლებიც დავით კურაპალატის მემკვიდრეობის მისაღებად ტაოში მოსულმა ბიზანტიის კეისარმა ბასილი II-მ თან წაიყვანა და პატრიკიოსის ხარისხი მიანიჭა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 161.