აბაზ ბაკურიანის ძე
აბაზ ბაკურიანის ძე — XI საუკუნის ქართველი მოღვაწე, ბიზანტიის იმპერიის მაგისტროსი, ძმა გრიგოლ ბაკურიანის ძისა. მსახურობდა ბიზანტიის სხვადასხვა პროვინციებში. ჯერ ანტიოქიაში ჰქონდა მამულები, შემდეგ მათ სანაცვლოდ თესალონიკესა და სერეს თემებში მიიღო სოფლები, რომლებიც მისი ანდერძის თანახმად გრიგოლმა პეტრიწონის ქართველთა მონასტერს გადასცა. ამის გამო აბაზ ბაკურიანის ძე ამ მონასტრის სიკვდილშემდგომ ქტიტორად ითვლებოდა. დიდ მზრუნველობას იჩენდა ათონის ივერთა მონასტრის ქონებრივ კეთილდღეობაზეც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 11.
- ბოგვერაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 10.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ინგლისური) Apasios, brother of Gregorios Pakourianos დაარქივებული 2020-01-14 საიტზე Wayback Machine. . პროექტი „ბიზანტიური სამყაროს პროსოპოგრაფია“.