ბაიუგანი
ბაიუგანი (ოფიციალურად ქალაქი ბაიუგანი; სებ: Dakbayan sa Bayugan; ტაგ: Lungsod ng Bayugan) — მეხუთე კლასის ქალაქი სამხრეთ აგუსანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 103 202 ადამიანს შეადგენს.[2]
ბაიუგანი | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
კოორდინატები | 8°43′00″ ჩ. გ. 125°45′00″ ა. გ. / 8.71667° ჩ. გ. 125.75000° ა. გ. | ||
დაარსდა | 20 აგვისტო, 1961 | ||
ფართობი | 688.77 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 270 მეტრი | ||
მოსახლეობა | 109 499 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 85 | ||
საფოსტო ინდექსი | 8502 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.bayugan.gov.ph/ | ||
ეტიმოლოგია
რედაქტირებაქალაქის სახელწოდება წარმოდგება სიტყვიდან ბაიუგანი, რაც მანობოს ენაზე ბილიკს, გზას ნიშნავს. ბაიუგანი წარსულში ესპერანსაში, მაიგატასანის ბარანგაის სიტიო იყო. ქალაქი მდინარესთან ახლოს მდებარეობდა, რომელსაც ადგილობრივები ესპერანსასთან მიმოსვლისთვის იყენებდნენ.[3]
სხვა ვერსიით, ქალაქის სახელწოდება დაკავშირებულია ბაიუგის ხეებთან, რომლებიც ამ ადგილებში უხვად იზრდება. კიდევ ერთი ვერსიით, ადგილობრივები ამ ადგილს შეხვედრისთვის იყენებდნენ. თავმოყრის ნიშანი ხის ღრუიან ნაჭერზე დაკაკუნება იყო, რომელსაც ბაიუგს ეძახდნენ.
ისტორია
რედაქტირება1942 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს ბაიუგანი იაპონიის ჯარებმა დაიკავეს. 1945 წელს ქალაქი ფილიპინელმა ჯარისკაცებმა და პარტიზანულმა ჯგუფებმა გაათავისუფლეს.
1948 წელს საზოგადოებრივ საქმეთა და მაგისტრალთა დეპარტამენტის ხელმძღვანელობით ეროვნული მაგისტრალის, რომელსაც ბუტუანი და დავაო უნდა დაეკავშირებინა ერთმანეთთან, მშენებლობასთან დაკავშირებით გამოკვლევები ჩატარდა. პარალელურად მიწების ბიურომ ის მიწები გამოიკვლია, სადაც გზის გაყვანა შეიძლებოდა. სავარაუდო ქალაქებს შორის მაიგატასანის ბარანგაიც იყო, თუმცა ეროვნული მაგისტრალი (ამჟამინდელი ნარის გამზირი) მაიგატასანის ბარანგაის ნაცვლად ბაიუგანის სიტიოზე გავიდა. მალე ბაიუგანის სიტიოში მიგრანტებმა დაიწყეს დასახლება.
1960 წლის დასაწყისში სიტიოს მცხოვრებლებმა ხოსე ჯოსონის ხელმძღვანელობით რეზოლუცია შეადგინეს, რათა სიტიო ბარანგაიდ გამოცხადებულიყო. იმავე წლის აპრილში ბაიუგანმა ბარანგაის სტატუსი მიიღო. ახლად გაყვანილი ეროვნული მაგისტრალის წყალობით ბარანგაიში ბიზნესი სწრაფად განვითარდა.
ერთი წლის შემდეგ ბარანგაის მოხელეებმა სერხიო მულანედას ხელმძღვანელობით ბაიუგანის რეგულარულ მუნიციპალიტეტად გამოცხადებაზე დაიწყეს მუშაობა. მათ გუბერნატორი დემოკრიტო ო. პლაზაც უჭერდა მხარს. 1961 წლის 6 აგვისტოს 440-ე აღმასრულებელი ბრძანების მიღების შემდეგ ბაიუგანის მუნიციპალიტეტად გამოცხადების შესახებ პეტიცია მიღებულ იქნა. 1962 წლის 6 აგვისტოს, დიოსდადო მაკაპაგალის პრეზიდენტობის დროს, მულანედა პირველ მუნიციპალურ მერად დაინიშნა.
2006 წლის 24 ივლისს კონგრესმა 9405-ე რესპუბლიკური აქტი მიიღო, რომელიც ბაიუგანის მუნიციპალიტეტის შემადგენელ ქალაქად გამოცხადებას ეხებოდა. 2008 წელს ფილიპინების უზენაესმა სასამართლომ კანონი არაკონსტიტუციურად ცნო, რადგანაც ბაიუგანი დაანრჩენ 15 ქალაქთან ერთად ქალაქისთვის აუციელბელ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებდა.
ფილიპინების უზენაესმა სასამართლომ ბაიუგანის ქალაქის სტატუსი კიდევ ორჯერ გადასინჯა და 2011 წლის 17 თებერვალს ბაიუგანი ქალაქად გამოაცხადა. 2011 წლის 3 ივლისს უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა და კანონი კონსტიტუციურად ცნო.[4]
ქალაქი კუნძულ მინდანაოს აღმოსავლეთ ნაწილისკენ მიმავალი სატრანსპორტო მაგისტრალის ფუნქციას ასრულებს. იგი მინდანაოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი შემადგენელი ქალაქია.
გეოგრაფია
რედაქტირებაბაიუგანს ჩრდილოეთიდან სიბაგატის მუნიციპალიტეტი და სამხრეთ სურიგაოს მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, აღმოსავლეთით — პროსპერიდადის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით — ესპერანსის მუნიციპალიტეტი, ხოლო დასავლეთით — ლას-ნიევესის მუნიციპალიტეტი.
კლიმატი
რედაქტირებაქალაქი ტაიფუნების ჯაჭვს მიღმა მდებარეობს, მაგრამ ვისაიასის რეგიონებსა და ჩრდილოეთ სურიგაოში მომხდარი ტაიფუნები მასზე დიდ გავლენას ახდენს. კორონასის კლიმატის კლასიფიკაციით, ბაიუგანი, ისევე როგორც მთელი სამხრეთ აგუსანის პროვინცია II ტიპის კლიმატურ სარტყელს მიეკუთვნება.
II ტიპის კლიმატს მკვეთრად გამოხატული მშრალი არ აქვს. წვიმების სეზონი ნალექიანობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ნალექიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი დეკემბრსა და იანვარშია. ნალექიანობის საშუალო თვიური მაჩვენებელი 161.6 მმ-ია, ხოლო საშუალო თვიური ტემპერატურა 32 °C (90 °F).
ბარანგაები
რედაქტირებაბაიუგანი პოლიტიკურად 43 ბარანგაიდ იყოფა, რომელთაგან 3 ურბანული, ხოლო 40 სასოფლო-სამეურნეო ბარანგაია.[5]
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირება-
ყვავილების ფესტივალი
-
ნარის გამზირი
-
ბაიუგანის ხედი სანტა-ირენიდან
-
განათლების დეპარტამენტი ბაიუგანში
-
რისალის პარკი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Census of Population (2015). "Caraga". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.
- ↑ http://agusandelsur.gov.ph/index/governance/2011-11-17-16-33-48/2011-08-15-05-52-42/bayugan-city
- ↑ Republic Act 9405
- ↑ "Municipal: Bayugan". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 8 January 2016.