ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

(გადამისამართდა გვერდიდან ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი)

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი — უნივერსიტეტი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბათუმში. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი. აერთიანებს 9 ფაკულტეტს: განათლების, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ტექნოლოგიურ, ტურიზმის, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებს. დღეისათვის, უნივერსიტეტში უმაღლესი პროფესიული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე 6000-მდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტს აქვს ბიბლიოთეკა, გამომცემლობა და გაზეთი.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
უნივერსიტეტის გერბი
დაფუძნდა 1935 წელს
ატარებს სახელს შოთა რუსთაველი
ტიპი საჯარო
რექტორი მერაბ ხალვაში
სტუდენტი 5,500
მისამართი ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35, 6010
ქალაქი ბათუმი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტელეფონი +995(422) 27–17–80
კავშირები ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[1]
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი — საქართველო
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
www.bsu.ge

1893 წელს ბათუმში ვაჟთა გიმნაზიის გახსნის საკითხი დაისვა. 1895 წლის 26-27 ივნისს ქალაქის თვითმმართველობამ ვაჟთა გიმნაზიის შენობისათვის ზღვის სანაპიროსთან გამოყო 2 623, 95 კვ. საჟენი მიწის ფართი. 1897 წლის ივლისში ვაჟთა გიმნაზიამ ფუნქციონირება დაიწყო. 1900 წლის 26 სექტემბერს შესაძლებელი გახდა ქალთა გიმნაზიის გახსნაც. მოგვიანებით, 1923 წლისათვის, ქალთა გიმნაზიის ყოფილ შენობაში (ამჟამად №2 საშუალო სკოლა) დაფუძნდა პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც შემდეგ პედაგოგიურ ტექნიკუმად გადაკეთდა.

ვაჟთა გიმნაზიის შენობაში 1935 წელს გაიხსნა ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტი 4 ფაკულტეტით: ქართული ენისა და ლიტერატურის, ფიზიკა-მათემატიკის, ისტორიისა და საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის, რომლებსაც 1936 წელს დაემატა ფიზკულტურის, ხოლო 1938 წელს — რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტებიც. ინსტიტუტს შოთა რუსთაველის სახელი 1938 წელს მიენიჭა. 1945 წლის ივნისში ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბდა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1974 წლისთვის ინსტიტუტში მოქმედებდა 7 ფაკულტეტი.

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1990 წლის 3 სექტემბრის №453 დადგენილებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 სექტემბრის №176 დადგენილებით უნივერსიტეტს შეურთდა სსიპ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ხოლო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის N 185 დადგენილების საფუძველზე ნიკო ბერძენიშვილისა და ფიტოპათოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტები. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის N100 დადგენილების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეეცვალა სახელი და ეწოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

რექტორთა სია

რედაქტირება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთა სია 1935 წლიდან დღემდე.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება