აზიზ ახვლედიანი
აზიზ ახვლედიანი (დ. 15 ივლისი, 1928, მახინჯაური) — ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, ფოლკლორისტი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1967), ლიტერატურათმცოდნე.
დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1959–1971 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად. 1959–1991 წლებში იყო საქართველოს კულტურის ფონდის აჭარის განყოფილების თავმჯდომარე. 1919–1996 წლებში იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 1952 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. იკვლევდა ქართულ ხალხურ სიტყვიერებას. მნიშვნელოვანია მისი წვლილი ქართული წიგნის გამოცემისა და პოპულარიზაციის საქმეში. გამოსცა რამდენიმე მივიწყებული, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული წიგნი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ჩამოთქვი ჩემო ჩონგურო... : სახალხო მელექსეთა ბიოგრაფიები და მასალები (ავტორი). - ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1979
- აჭარის საგმირო-საისტორიო სიტყვიერება (ავტორი), ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1970
- აჭარის რევოლუციური ხალხური პოეზია. (ავტორი), ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1968
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 296.