ნური მუსტაფას ძე ვერძაძე (დ. 5 ივნისი, 1939, ხელვაჩაური, — გ. 25 იანვარი, 2013) — ქართველი ენათმეცნიერი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996). საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1996).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1966). 1991–1996 წლებში მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ფილოლოგიის კათედრის გამგედ. 1996–2002 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის რექტორი, 2004–2005 წლებში — მ. აბაშიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი. ვერძაძის სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა ქართული, უკრაინული და რუსული ენების ურთიერთშეპირისპირების, თარგმანისა და ზოგადსაენათმეცნიერო თეორიული საკითხები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ხმოვანება ეროვნული სულისა (ავტორი). - ბათუმი, "აჭარა", 1999.
  • ქართული სიტყვის მადლით (ავტორი). - ბათუმი, "აჭარა", 1994.
  • ლექსის ენა და თარგმანი (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1989.
  • ინსტიტუტის სათავეებთან (ავტორი). - ბათუმი, "აჭარა", 1987.
  • მეგობრობის გზებზე : ნარკვევი ხერსონისა და ბათუმის მეგობრობაზე (ავტორი). - ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1979.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება