ახმაჯი
სოფელი საქართველოში ახალგორის მუნიციპალიტეტში
ახმაჯი[1] — სოფელი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში (ბოლის თემი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 800 მ, ახალგორიდან დაშორებულია 9 კმ-ით. სოფელი XVI საუკუნეში საამილახოროში შედიოდა, შემდეგში კი ქსნის საერისთავოს ნაწილი გახდა.[2]
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 106.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 21.
- ↑ გვრიტიშვილი დ., გვიანფეოდალური ქართლის სოციალური ურთიერთობიდან // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXIX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1951. — გვ. 42.