ახალქალაქის მიწერილი სანადირო მეურნეობა
ახალქალაქის მიწერილი სანადირო მეურნეობა — მიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ახალქალაქის რაიონში. მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 160 000 ჰექტარი სანადირო სავარგული შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთით — წალკისა და ბოგდანოვკის რაიონები, დასავლეთით — ასპინძის რაიონი, ჩრდილოეთით — ბორჯომის რაიონი, სამხრეთით — თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.
აღნიშნული რაიონი (დღეს მუნიციპალიტეტი) ძირითადად მთაგორიანია და შეიცავს სუბალპურ და ალპურ ზონებსაც. ახალქალაქის რაიონი ღარიბია ტყეებით. აქ ჰავა კონტინენტურია: ზამთარში დიდი სიცივე იცის, ზაფხულში კი — სიცხე, ხშირია გვალვაც. გარეული ცხოველებიდან აღსანიშნავია: შველი, კურდღელი, მგელი, ტურა, მელა, ციყვი და სხვ. მიმოფრენის დროს გვხვდება მწყერი და ტყის ქათამი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. ბურჯანაძე, მონადირის ცნობარი, გვ. 181, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1969.