ნიუ-ჯორჯია

(გადამისამართდა გვერდიდან ახალი ჯორჯია)

ნიუ-ჯორჯია (ინგლ. New Georgia Island) — ვულკანური კუნძული წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, სოლომონის არქიპელაგის ჯგუფში[1]. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების დასავლეთი პროვინციის შემადგენლობაში. ფართობი — 2036,7 კმ². მიმდებარე კუნძულებთან ერთად ქმნის ნიუ-ჯორჯიის კუნძულების ჯგუფს, რომლის ფართობი 5200 კმ²-ია. მოსახლეობა დაახლოებით 20 ათასი კაცი (მელანეზიელები). მთავარი ქალაქი — როვიანა.

ნიუ-ჯორჯია
მშობ. სახელი: ინგლ. New Georgia Island

ნიუ-ჯორჯიის ადგილმდებარეობა
გეოგრაფია
8°15′ ს. გ. 157°30′ ა. გ. / 8.250° ს. გ. 157.500° ა. გ. / -8.250; 157.500
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 2036,7 კმ²
სიგრძე 85 კმ
სიგანე 41 კმ
უმაღლესი წერტილი 860 მ
პროვინცია დასავლეთი პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 19 312 (1999)
სიმჭიდროვე 9,482 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძულიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კუნძული შუაზელი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — კუნძული სანტა-ისაბელი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კუნძული ვანგუნუ, სამხრეთ-დასავლეთით — კუნძული რენდოვა.

ახალი გეორგია წარმოადგენს ვულკანურ კუნძულს, რომელიც ზოგიერთ ადგილებში გარშემორტყმულია მარჯნის რიფით[1]. კუნძულის სიგრძე შეადგებს დაახლოებით 85 კმ-ს, სიგანე — 41 კმ-ს[2]. ახალი გეორგიის ზღვის დონიდან უნაღლესი წერტილია, მასეს მთა, რომელიც აღწევს 860 მეტრ სიმაღლეს[1]. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ლაგუნა მაროვო.

ახალი გეორგიის კუნძულის კლიმატი ტროპიკული და ნოტიოა[1]. კუნძულზე ხდება მიწისძვრები და ციკლონები. კუნძული დაფარულია ხშირი მცენარეულობით, მარადმწვანე ტყეებით, ჭაობიან ადგილებში მდებარეობენ მანგროს ტყეები.

1893 წლის 15 მარტს კუნძულზე დამყარდა ბრიტანეთის იმპერიის პროტექტორატი [3] და 1971 წლამდე იყო ბრიტანეთის დასავლეთ-წყნარი ოკეანიის ტერიტორიების ნაწილი[3]

მეორე მსოფლიო ომის დროს ახალი გეორგიის კუნძულზე აშშ-ის ჯარების მიერ ჩატარდა სამხედრო ოპერაცია, რომელიც დაიწყო 1943 წლის 30 ივნისს. 23 აგვისტოს კუნძული მთლიანად გადავიდა ამერიკელთა კონტროლ ქვეშ, თუმცა შეტაკებები იაპონელებთან გრძელდებოდა ახლომდებარე კუნძულებთან 1943 წლის ოქტომბრამდე. კუნძულის დაპყრობის მთავარი მიზანი იყო იაპონელთა სამხედრო ბაზა მუნდა, რომელსაც ამერიკელები დაეუფლენ 1943 წლის 5 აგვისტოს[4]. იაპონელთა ობიექტები ბაიროკოს უბის ნაპირებთან აღებული იქნა 25 აგვისტოს.

1978 წლიდან კუნძული ახალი გეორგია სოლომონის კუნძულების სახელმწიფოს ნაწილია.

მოსახლეობა

რედაქტირება

1999 წელს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა — 19 312 ადამიანს.[5] ახალი გეორგიის კუნძულის მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სამხრეთ სანაპიროზე. მთავარი დასახლებული პუნქტია — სოფელი მუნდა, რომელიც მდებარეობს ახალი გეორგიის კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში[2]. სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს სოფელი სეგჰე.

კუნძულელები ლაპარაკობენ რამდენიმე მელანეზიურ ენაზე:

  • კუსაგე (2395 მოლაპარაკე 1999 წელს; გავრცელებულია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში);
  • მაროვო (8049 მოლაპარაკე 1999 წელს; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ ნაწილში);
  • როვიანა (9871 მოლაპარაკე 1999 წელს; გავრცელებულია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში);
  • ჰოავა (459 მოლაპარაკე 1999 წელს)[6].

დორორო, გულიგული, კაზუკურუ — მკვდარი ენებია[6].

ეკონომიკა

რედაქტირება

ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა, თევზჭერა, ხე-ტყის დამზადება[1]. ხდება ოქროს მოპოვება.

მოჰყავთ ქოქოსის პალმა, კაკაო, ბანანი.

კუნძულზე მოქმედებს აეროდრომი[2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ახალი გეორგიის კუნძული. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-17. ციტირების თარიღი: 2014-12-14.
  2. 2.0 2.1 2.2 [John Seach. ახალი გეორგიის კუნძული. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-25. ციტირების თარიღი: 2014-12-14. John Seach. ახალი გეორგიის კუნძული. (ინგლისური)]
  3. 3.0 3.1 Worldstatesmen. სოლომონის კუნძულები. (ინგლისური)
  4. იაპონელთა უკან დახევა წყნარ ოკეანეში
  5. [John Seach. ახალი გეორგიის კუნძული. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-20. ციტირების თარიღი: 2014-12-14. John Seach. ახალი გეორგიის კუნძული. (ინგლისური)]
  6. 6.0 6.1 Ethnologue. სოლომონის კუნძულების ენები. (ინგლისური)