ნიუ-ჯორჯიის კუნძულები

ნიუ-ჯორჯიის კუნძულები (ახალი გეორგია) (ინგლ. New Georgia) — ვულკანური კუნძულების ჯგუფი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, სოლომონის არქიპელაგში, კუნძულ გუადალკანალიდან ჩრდილო-დასავლეთით. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების დასავლეთ პროვინციის შემადგენლობაში. მოსახლეობა დაახლოებით 70 000 ადამიანი (2009 წელი). ეთნოკულტურული თვალსაზრისით ეკუთვნის მელანეზიას.

ნიუ-ჯორჯიის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. New Georgia

ნიუ-ჯორჯიის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
8°30′ ს. გ. 157°20′ ა. გ. / 8.500° ს. გ. 157.333° ა. გ. / -8.500; 157.333
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
მთავარი კუნძული ახალი გეორგია
ფართობი 5200 კმ²
უმაღლესი წერტილი 813 მ
პროვინცია დასავლეთი პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 70 000 (2009)
სიმჭიდროვე 13,462 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება
 
სოლომონის არქიპელაგი

კუნძულების საერთო ფართობია 5200 კმ², ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილი მდებარეობს 813 მეტრზე. ყველაზე დიდი კუნძულია — ახალი გეორგია, სხა კუნძულებია: ველა-ლაველა, კოლომბანგარა, გიზო, ვანგუნუ, რენდოვა და ტეტეპარე. ჩამოთვლილი კუნძულები გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით. აქ მდებარეობს დედამიწაზე ყველაზე დიდი მლაშე წყლიანი ლაგუნამაროვო (ინგლ. Marovo Lagoon).

ნიუ-ჯორჯიის კუნძულების კლიმატი ეკვატორულია (ცხელი და ნოტიო). კუნძულები დაფარულია ნოტიო ტროპიკული ტყეებით.

დასახლებული პუნქტები

რედაქტირება

კუნძულების ძირითადი ქალაქებია გიზო, მუნდა და ნორო.

ეკონომიკა

რედაქტირება

მოჰყავთ ქოქოსის პალმა. განვითარებულია თევზჭერა.

ლიტერატურა

რედაქტირება

ახალი გეორგიის კუნძულზე მიმდინარეობს მოქმედებები უილ რენდალი რომანისა «უსაქმურების კუნძული» (Solomon Time, by Will Randall).